ხელახალი დასწყისიპირველი 10 ნაწილი:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #27973234) 23 Oct 2011, 10:18
11. სად იყო შეცდომა:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #28154065) 4 Nov 2011, 10:15
12. კახა, ლევანი და ბატონი გოგას შემთხვევა:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #28604039) 4 Dec 2011, 10:0913. შპს
13. „მშენორის“ დირექტორი ვლდიმერ შავაძე:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #29179884) 13 Jan 2012, 11:21
14. სასამართლოს გადადება, გამომძიებელთან შეხვედრა:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #29311854) 21 Jan 2012, 18:08
15. ამბავი თურქისა:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #29395181) 26 Jan 2012, 19:12
16. პირველი ეშელონის სასამართლო:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #29432089) 28 Jan 2012, 23:25
17. ლელა:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #29533604) 3 Feb 2012, 20:33
18. მოულოდნელი გირაო:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #30264379) 18 Mar 2012, 12:57
19. სასამართლო:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #30289044) 19 Mar 2012, 20:07
20. იმედი
ლევანი შეთანხმებულ დროს მოვიდა კახასთან ოფისში, ცოტა ხანში დანადგარის მყიდველიც გამოჩნდა.
-გამარჯობა ბატონო გიორგი - შეეგება ლევანი.
-გამარჯობა - უპასუხა გიორგიმ - მართლა სულ ახალი დანადგარია?
მოხსნეს შეფუთვა და დაათვალიერეს, გიორგი შეხედვისთანავე დარწმუნდა რომ მართლაც სულ ახალ დანადგარს სთავაზობდნენ.
-ალბათ ჩემი მხრიდან ახლა დავაჭრება უბრალოდ არაწესიერი საქციელი იქნება, ისეთ ფასში მაძლევთ - თქვა გიორგიმ.
-გითხარით რა სიტუაციაც გვაქვს - თქვა ლევანმა - ვხურავთ ჩვენს ბიზნესს.
-ხო, მესმის, თუმცა მაინც მგონია რომ არ იქცევით სწორად, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. მასე გამოდის მეც უნდა დავხურო ჩემი ბიზნესი და წავიდე აქედან.
-ყველა თავად აკეთებს თავის არჩევანს, რამდენიმე თვის წინ მეც თქვენი პოზიცია მეჭირა - თქვა ლევანმა მოღუშვით.
-კარგით, ვიღებ მაგ დანადგარს, ფულს ხვალვე მოგიტანთ - თქვა გიორგიმ და ხელი გაუწოდა ლევანს.
-კარგი იქნება - უპასუხა ლევანმა და ხელი ჩამოართვა.
-რას აპირებთ, რა გადაწყვიტეთ? - კითხა კახამ როგორც კი გიორგიმ მანქანა დაძრა.
-მე მოწვევა მაქვს ერთ-ერთი გერმანული ინსტიტუტიდან, ალბათ დავთანხმდები. ზვიადი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ აქ საქმის კეთება აღარ უნდა. თურქეთში გადასვლაზე და იქ საქმიანობის დაწყებაზე ფიქრობს...
ყველაფერი გასაგები იყო, კითხვები მხოლოდ დეტალების ირგვლივ შეიძლებოდა გაჩენილიყო, ‘ზვილე’ იხურებოდა.
*
კახა ფეხით მიუყვებოდა გზას სახლისკენ, ფიქრიანი და სევდიანი. სკვერში ისევ დაინახა გოგო-ბიჭი, ერთმანეთზე ჩახვეული.
„ამ სიცივეში როგორ სხედან აქ“ - გაიფიქრა.
უნდოდა კარგად შეეთვალიერებია, მაგრამ მოერიდა, ისინიც შეამჩნევდნენ. რამდენიმე ნაბიჯზე ბოძზე გაკრული რაღაც განცხადება შენიშნა, მივიდა და კითხვა დაიწყო ვითომ, სინამდვილეში გულისყურით დააკვირდა წყვილს. მოეჩვენა თუ მართლა ასე იყო, ორივე გალურჯებული იყო სიცივისგან, თუმცა ერთმანეთი არ ეთმობოდათ და ადგილიდან არ იძვროდნენ. ამათმა ცქერამ ისევ სლავეთი გაახსენა, იქ გამოცდილი პირველი ალერსი, სლავეთმა კი ნათელა და ის რაც ნათელასთან აკავშირებდა... ძალიან ბევრი ქალი მყოლიაო ვერ იტყოდა, მაგრამ საკმაო გამოცდილება ქონდა იმისთვის რომ შეედარებინა, ნათელა განსაკუთრებული იყო. ყოველთვის ის ახსენდებოდა. იქნებ ეს არის სიყვარული, იქნებ კახას სხვანაირი სიყვარული, ვნებიანი, მოუთმენელი, ემოციური, თუნდაც ისეთი ზვიადს და ნინოს რომ აქვთ, არ შეუძლია? და მაინც, მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა მასთან ასე მოულოდნელად შეწყვეტილი ურთიერთობის შემდეგ და ისევ ისე უდგას თვალწინ, როგორც მაშინ: მისი სახე, მისი ღიმილი, მისი საუბრის მანერა, ის საღამო, მისი თვალები, მისი მკერდი...
„ეეჰ, ნეტა რას შვება ახლა, სად არის, ნუთუ არ ვახსოვარ, თუნდაც უბრალოდ რომ გავიგო მისი ამბავი, თუ გათხოვდა, შვილები თუ ყავს“ - ფიქრობდა კახა.
სლავეთში წასულ სიყვარულს
სლავეთში დაკარგულ იმედს
„დაკარგულია თუ გადაკარგული?. ან იქნებ დაბრუნდეს ოდესმე... ანდა როდისღა... არა, იმედი არ უნდა დაკარგოს კაცმა... თუ იმედი ისაა, ბოლოს რომ კვდება“
...
„იმედი ბოლოს კვდება“
„არ მოკვდება, ყველაფერი დაიწყება ხელახლა, ბატონმა გიორგიმ გადაიბარა ესტაფეტა ზვილესგან, ნახევარი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც იქნება ხელახალი დასაწყისი“
...
** პირველი (და ვფიქრობ უკანასკნელი ) წიგნის დასასრული **