იცი რა უცებ ხდება, გააზრებასაც ვერ ასწრებ
2009 წლის 3 მარტი იყო, დილას 5ზე საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა, მკერდში მეგონა კონდახი
ჩამცხეს. როგორღაც წამოვდექი, ავანთე ლამპა და ვხედავ სისხლი წვეთავს პირიდან, ტრიალებს ყველაფერი, ოთხით
მივფოფოხდი კართან და ეტყობა დავუძახე ბიჭებს, ფეხებს ვხედავდი ბოლოს მათსას.
მეტი არაფერი მახსოვს... 6 დღე გასულა, ხელოვნურში გადავუყვანივარ. გამოღვიძების წინა პერიოდი მახსოვს

ნისლში დავდიოდი, ოღონდ მხოლოდ ნისლი იყო, მიწა არ ჩანდა. მერე ხმა ჩამესმა და ანდრე გამოჩნდა სამხედრო ფორმით,
რაღაცას ამბობდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი... სულ ბოლოს, "baby" გავიგონე, ის იყო უნდა მოეკიდა ჩემთვის ხელი, რომ
ვიღაც ხალხი შევნიშნე : ექიმი და მედპერსონალი

ხო, ბეიბის ექიმი ყვიროდა თურმე, დაბრუნდიო : ))
2 თვე ვერ ვლაპარაკობდი წესიერად, ლოგოპედმა რაღაცები მასწავლა და იმ სისულეებს ვაკეთებდი. მარცხენა ხელი
გამორთული მქონდა. ნელ-ნელა, ვარჯიშით აღსდგა ფაქტიურად შედეგების გარეშე.
ყოველ შემთხვევაში, ვისაც საჭიროა იმას ვუთხარი: მე აწი სიკვდილს აღარ ვაპირებ, არც იმას, რომ ჩემმა შვილებმა იტირონ.
რისი თქმა მინდოდა ამით, ეს სრულიად გასაგები იყო მისთვის

ამ ამბავს ის ცუდი ამბავი დაემთხვა ანუ გამოიწვია , რომ მაიკმა (იცნობენ , ვისაც წაკითხული აქვს ჩემი ნაწერები), როცა გაიგო ჩემი ამბავი, ძალიან განიცადა და იმ ღამეს ემბოლია განიცადა

მე-3 სართულზე მე ვიყავი, მე-4 ის - ორივე კომაში.
მადლობა ღმერთს, გადავრჩით... ხოდა ასე - მე აღარ დავუშვებ ბიჭების ტირილს და იმის გადატანას, ექიმი რომ ეკითხება:
აქ დამარხავთ თუ საზღვარგარეთ წასაყვანად მოვამზადოთო... ამას აღარ გადავატანინებ მე მათ და ამიტომაც ვუთხარი
ვისაც საჭიროა: მე აღარ ვაპირებ ასე სიკვდილს... ეს ყველაზე უკეთ მან იცის რასაც ნიშნავს... იცის, რამდენადაც საუკეთესოდ მიცნობს...
merkurielaწავიკითხავ

ახლა ვნახე და ვწვები უკვე, მექნება წასაკითხი :*
This post has been edited by CZ88 on 29 Mar 2012, 23:40