(გაგრძელება)
***
_გუგული და ბულბული ბებიები ამოვიდნენ_ ყვირილით ამოირბინა აღმართზე ნიკამ და ნაქესომაში შევარდა.
გუგული და ბულბული დავით ბაბუას დები იყვნენ, ისინი შორს, სხვა სოფლებში ცხოვრობდნენ. ეს ფაშფაშა, მხიარული ქალები უკვე ასაკში იყვნენ შესულები და იშვიათად სტუმრობდნენ ძმას. მაგრამ გვიან შემოდგომაზე აუცილებლად მოდიოდნენ ძმასთან სტუმრად. ამ დროს უკვე დავითის ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, მოსავალი აღებული იყო. დავითი და თამო ყოველთვის მათ ელოდებოდნენ სიმინდის და ლობიოს რჩევა რომ დაეწყოთ. არა, ისეც მშრომელები იყვნენ, მაგრამ ზამთრისპირა გრძელ საღამოებს ყველაზე კარგად ლობიოს, სიმინდის დარჩევა და საუბრები ამოკლებს.
სწორედ ბაბუა-ბებიების ძველი ისტორიები აინტერესებდათ და ახარებდათ ბავშვებს. ამიტომ შევარდა აქოშინებული ნიკა ნაქესომაში, როცა სოფლის აღმართში ამომავალი ბებიები დაინახა.
_ რა კარგია, წავიდეთ, ვნახოთ!_ ფეხზე წამოხტა ნანა.
_ _ხალხი ჯერ სახლში არ შესულა და თავზე ხომ არ დავადგებით, ვაცალოთ ცოტა_ დატუქსა ქეთიმ_ მანამდე სახლებიდან ტკბილეულობა და ხილი მოვიტანოთ და ისე ჩავიდეთ. _ ბავშვები სახლებში გაიქცნენ და ცოტა ხანში ნაქესომას მაგიდაზე დადებულ, მზია დეიდას უზარმაზარ ლანგარზე ეწყო მანდარინი, ფორთოხალი, საგვიანო ვაშლი, ხეჭეჭური, ქლიავის და ხურმის ჩირი.
_ ეს ყველაფერი დავით ბაბუასაც აქვს_ გაიცინა გოჩამ.
_ მთავარი ყურადღებაა! _ მარიმ გოჩა გვერდით მისწია და ირაკლი და ლუკა გაატარა, რომლებსაც ლანგარი გაჭირვებით მიჰქონდათ.
_ ჩვენი ბარტყები მოსულან
_თქვენ შემოგევლოთ ბულბული ბებია
_რამხელები გაზდილან...
_თან რაფერ შეწუხებულან..._ გუგული და ბულბული რიგრიგობით იკრავდნენ ბავშვებს ფუმფულა მკერდში.
მოხუცები უკვე მოკალათებულიყვნენ ბუხრისპირას . დავითი დებს შორის იჯდა და ხელები ჰქონდა ორივეზე მოხვეული. ხან ერთს ჰკოცნიდა ლოყაზე, ხან მეორეს. მერე თითით თვალიდან ცრემლი ამოიწმინდა.
_ დაჯექით, დაჯექით_ ბავშვებს პატარა ხის სკამები შემოუტანა თამომ. ბავშვები დასხდნენ.
_ რაფერ ხართ, მოყევით ახლა ამბები_ გადახედა დავითმა ბულბულის.
_ ვბერდებით ძმაო, ვბერდებით... მე რამატიზმები მაწუხებს, გუგულის ონდროხონდრო შეეჩვია. ძვლები და წელი სტკივა
ბავშვებიდან მხოლოდ მარი მიხვდა რომ ბულბული რევმატიზმზე და ოსტეოქონდროზზე საუბრობდა, მისი დედა ხომ ექიმი იყო.
_ რა კაია ახალგაზდობა ჩემო დავით ... გახსოვს მაგაფონი რომ შემევიდა ? რამდენი ვიცეკვეთ ...
_ ცავ , მაგაფონი კი არა მაგრატაფონი_ გადაიკისკისა გუგულიმ _ ისე მაგ დროს კაიხელა ქალები ვიყავთ. ახლა კიდო ამ კომპიტაურმა თლათ გადარია ქალაქელი ბაღნები. კიდო კაი სოფლები არ წუუპილწიათ ჯერ.
_ აბა , აბა-კვერი დაუკრა ბულბულიმ. ტირალაზე რომ ვსვენობდით , რა დრო იყო... გაღმა ბახმარო ჩანდა , დავჯდებოდით საღამოობით კოცონთან და ვმღეროდით.
_შეყვარებულსაა, ვერ ვეტყვი ვარსაა,
გული სუსტი აქ ჭირიმე, მოიკლავს თავსაა.
_შეყვარებულიი , ვის არ ყოლიააა,
მაგრამ საფლავ_ სამარეში არ ჩაჰყოლიაა.
_ბახმაროს მთაზეე, ვარსკლავი პწყინავს,
შეყვარებულის ჭირიმე, საფლავში სძინავს..
_ვარალი, ვარალე, ვარი ვარალეე
შეყვარებულის ჭირიმე, მას ვენაცვალეე...
მღეროდნენ მოხუცები, მისამღერზე ბავშვებიც აჰყვნენ და ,,ვარალი ვარალალეთი,, მთელი სახლი აგუგუნდა.
_იმ დღიების ჭირიმე, არც სინათლე იყო, ლამპის შუქზე ვიჯექით . საღამოობით კოცონს ვანთებდით, ჭყინტს და კარტოფილს ვყრიდით , ვწვავდით, ვმღეროდით და ვცეკვობდით, შაირებს ვიგონებდით. ცხონებული ბაბაი ცოცხალი იყო მაშინ, რაცხა ვუთხარი , ვერ გეიგონა და მივულექსე:
_ ,,აღარ გესმის შარი-შური
ბაბი სულ დეგევსო ყური,, _მეთქი და მომიბრუნდა:
_ ,,აღარ მესმის შარი-შური,
შენაც დეგევსება ყური,,-ო
_ ეხ, მართალი ყოფილა, ახლა მართლა მიორტი მაქ ერთი ყური_ ამოიოხრა ბულბულიმ.
_დედას რომ გავაბრაზებდი მეტყოდა: ,, ვიყავ შენსობას და მოხვალ ჩემსობასო,, _ თქვა ჩაფიქრებულმა დავითმა და თვალზე ცრემლი მოადგა.
_ მასპინძელო!_ კართან ნინო დეიდა იდგა.
_მობრძანდი ნინო_ შეიპატიჟა თამომ. ნინო სახლში შევიდა, მოხუცებს გადაეხვია, მოიკითხა და ბავშვებს საყვედურნარევი ხმით უთხრა:
_ ხალხს განმარტოების საშუალებას არ აძლევთ, ყველანი სახლებში! ახლავე! _ ბავშვები ნინოს გაჰყვნენ.
_ხვალ ნადზე გელოდებით, Uთქვენოდ არაფერს მოვყვებით_ მიაძახა კარში გასულ ბავშვებს გუგულიმ.
მეორე დღეს , როგორც კი შებინდება დაიწყო, ბავშვებმა ერთმანეთს გადასძახ-გადმოსძახეს და დავით ბაბუასთან ჩავიდნენ. მოხუცები უკვე ბუხართან ისხდნენ, სიმინდს არჩევდნენ და მასლაათობდნენ. ბავშვების მოსვლა ძალიან გაუხარდათ.
_ ჩვენი ნადის ხალხი მოსულა, ჩქარა სკამები და თასები ჩამეირიგეთ_ ბრძანება გასცა ბულბულიმ.
_ დათო ბაბუ, ის მოყევი, სტომატოლოგთან რომ იყავი. გთხოვ! _ სთხოვა გიორგიმ.
_მოყევი, მოყევი_ აჰყვნენ ბავშვები.
<<_ ჰო, ახალგაზრდა ვარ, ასე 38-39 წლის, მანდარინობაა, ჩევედი ბაღში, დევიწყე კრეფა. ამტკივდა კბილი. რავარია ახლა, ნადია 12 კაცი. ხომ არ დავტოვებ. არადა მკლავს კბილი. მოკლეთ, ის ბოლომდე მევითმინე და ის ღამე გამათენებია სიბრძნის კბილის ტკივილმა.
მეორე დღეს დილიანად ავდეწი და წევედი ქალაქში. შევედი კბილის პოლიკლინიკაში . ვხედავ ზის ორი დედაბერი ოთახში. რომ შევხედე, გულმა კაი არ მიგრძნო. მარა გულს ვინღა უსმენდა... კბილი მკლავდა...
_ კბილის ამოღება მინდა-მეთქი.
_ მერე მაგისთვის ვართ ჩვენ აქაო. დაბრძანდით კრესლოშიო.
მოკლეთ, ჩავჯექი კრესლოში და მაკანკალებს ამხელა ზვინივით კაცს. ერთმა დედაბერმა, რომელიც ექთანი იყო, ხელებით მიმაბა სახელურებზე, მეორემ_ექიმმა პირი დამაღებია და კბილზე მომდო რაცხა ამოსაღები. ექაჩება, ექაჩება, კბილი არც ექანება. შემაჯდა ზევიდან. დევიწყე კრესლოიანათ ხტომა, ვერ მოვიშორე ის ალქაჯი, ჩაფრენილია კბილზე, ქაჩავს და ვერ იღებს. ამ ხტომა-ხტომაში კარამდე მივედი, ორი საფეხური იყო და კრესლოიან-ექიმიანად გადავვარდით ტროტუარზე. ჩემს ბედზე ვინცხა კუნთებიანი ახმახი მოდიოდა ქუჩაში. რომ დეინახა ჩემი გაჭირვება ამთხრიშა ეს ქალი მოკიდა ხელი ქანჩს და ამომგლიჯა კბილი. ასე იყო ეს ამბავი<< _ კმაყოფილმა დავითმა სიცილისგან აცრემლებულ დებს და აკისკისებულ ბავშვებს გადახედა.
_ შენ არ მეისპე! _ ქოქოლა დააყარა ქმარს გაღიმებულმა თამომ.
_ ბიცოლაჩვენის სიკტილის ამბავი თუ გახსოვს? _ გადახედა გუგულის ბულბულიმ.
_ მაგარ რა დამავიწყებს_ გამხიარულდა გუგული_ ბაღნებო, ერთ დღეს მოკტა ბიცოლაჩვენი. კაი გვარისშვილი იყო ცხონებული. დასტირის მთელი სანათესავო. ტირილში მომავალი ხალხი არ წყდება. პანაშვიდია უკვე, გარდაცვალებიდან მესამე დღეა. წევს ბიცოლაჩვენი ნოხშემოკეცილ ტახტზე დადებულ კუბოში . სახლის მეორე სართულზე. არის ერთი მოთქმა და ტირილი. :
_ სად მიდიხარ, ჩვენო ლიანავ, ვის უტიეფ ამ სავსე ოჯახს...
_რაფერი შრომა გიყვარდაა.
_რა ნაწვალები იყავი საცოდვავო....
ამ დროს ცხონებულის მამიდაშვილები შემოვიდნენ ჩამწკრივებულები , რომ უკანასკნელად დეემშვიდობონ ბიძაშვილს . უცებ ვინცხამ დეიკივლა:
_ ლიანავ, შენ ამფერი დახვედრა არ გიყვარდა ქალოოო. ადექი, შენი მამიდაისშვილები მოვიდენ ქალოო... ერთი შეხთი შენებურად ქალოო ...
...და მართლა არ ადგა ლიანა კუბოდან? მეორე სართულის კიბეებიდან გადახტა ხალხი... ხელ-ფეხი დეიმტვრია, ვინ საით გარბოდა კაცმა არ იცოდა. თურმე კლინიკური თუ რაცხა ჯანდაბაა, ის სიკტილი დამართნია საცოდვავს. ასე გაცოცხლდა ბიცოლაჩვენი და მის მერე 6 წელი იცოცხლა კიდევ.
ასეთ მოგონებებში გავიდა ის საღამოც . ბავშვები სახლებში წავიდნენ და მეორე დღის ნადის მოლოდინში ტკბილად ჩაეძინათ.
( იმერულ ესკიზებს კი გავს მკვდრის ამბავი, მაგრამ მართლა მოხდა და მიყვარდა მაგ ამბის მოსმენა

)
* * *
kato_stropa