წვიმამ ბროლის ნამსხვრევებით ამივსო უბე,
ცაზე იცინის ბავშვურად მზე,
ვდგავარ სარკმელთან და გიღიმი შენ
პოეზიის 2 წუთი

იმერეთი,შენ რა გითხარი

აჰათ,ბარემ მეც დავდებ.ფართო ონლაინში პირველად გამოვამზეურებ
-------------
ადამიანური ამბები ანუ დარდების შემგროვებელი
წინასიტყვაობის მაგიერ.
ეს არაა 'წიგნი',გამზადებული გამოსაცემად,ან ფართო საზოგადოებისთვის.ეს არის ჩანაწერები,რომლებსაც მეგობრების წრეში ვიწერ,ჩემთვის ვაგროვებ და ჩოხელის გამიხარდასი არ იყოს,იქნებ სადმე ღმერთი შემხვდეს,წაიკითხოს ხალხის დარდები და ვარამი შეუმსუბუქოს.
2003 წელი
რესპოდენტთა სტილი მთლიანად დაცულია
-----
დარდი #1
სოფო,21 წლის
-რა გადარდებს?
-არ ვიცი,რა ჩამოგითვალო,ბევრი რამე
-ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობხოლმე?
-განსაკუთრებით ლატარეაზე,ეხლა ვთამაშობ სამსახურში და...
-მეტი სადარდებელი არაფერი გაქვს,ნუთუ სიკვდილზე არ გიფიქრია?
-ფიქრით კი მიფიქრია...
-მერე,გეშინია?
-ნწ.
-შეყვარებული ყოფილხარ?
-არაა,ჯერ არა
-რისი გეშინია ყველაზე მეტად?
-ერთი ღმერთის და მეორე გველის
-რაფერ სიზმრებს ხედავ?
-არ ვიცი,ალბათ ფერადს,არ დავკვირვებივარ
-შენი აზრით სიზმარი რა არის?
-ღამით,როცა ვწვები,ძილის წინ რაზეც ვფიქრობ,იმას ვნახულობ,აი ეგაა სიზმარი
-ყველაზე დიდ ბედნიერებად რას ჩათვლიდი?
-ცოცხალი და ჯანმრთელი რომ ვარ და ყველა,ვინც მიყვარს კარგადაა
-მადლობა.
2003წ.
დარდი#2
თამთა 18 წლის,გასათხოვარი
-რა გიხარია,რატომ ხარ კარგ ხასიათზე?
-აბა რავიცი?სიცოცხლე მიხარია
-დარდი არ გაქვს არაფერი?
-არაა,ჯერ არაფერი
-რას ფიქრობ ადამიანებზე შენს გარშემო?
-მეგობარი მყავს ბევრი გარშემო,მაგრამ იცი,ბოლომდე ვერავის ვენდობი
2003წ.
დარდი#3
ოლღა ბებო,რამდენი წლისაა არ ამბობს.
-ბებო,სიცოცხლე გიყვარს?
-არაა,დავიღალე,ეს რა ცხოვრებაა,სიხარული არაა!
ოლღა ბებო სომეხია და ქართულად კარგად ვერ საუბრობს
-სიცოცხლეში სიმწარე უფრო მეტი გინახავს,თუ სიტკბოება?
-სიმწარე,ბევრჯერ ძაან გავმწარებულვარ აი!
-თავის მოკვლაზე ხომ არ გიფიქრია?
-არა,ეგ დიდი გრეხია.ომი რო იყო,ყველაფერი იყო,მასკიროვკა იყო,მარა მოჟნა ბილო ჟიტ.ეხლა აღარაფერი მიხარია.
-რათა,კაცო,შვილიშვილი ხომ გყავს,იმისთვის არ გიხარია?
-ხოო,ეგ მართალი ხარ მაგაში ხო იცი-თითი მრავალმნიშვნელოვნად ასწია ოლღა ბებომ და გამიღიმა-მარა ერთნაირია ცხოვრება,დილით წადი,საღამოს მოდი.ვიღლები,ფეხები მისივდება და დამისველდა ამ წვიმაში,შენ კიდე დამდგარხარ აქა და "რა გიხარია,რა არ მაგწონს"...მეტი საქმე არა გაქ,გაიარე რა,ან ფეხები აწიე,უნდა გამოვგაო!
2003წ.
დარდი#21
ელა(პაწკუ),18 წლის,გასათხოვარი
-პაწკუ,რა გადარდებს?
პაწკუმ შემწვარი კარტოფილის ჭამა მიატოვა და ისე გაოცებით ამომხედა,თითქოს რამე სასწაული მეკითხოს.დიდი,ლალაზი თვალები ალალად შემომანათა,საწყალი,დედამისმა თუ იცის ნეტაო,გაიფიქრა ალბათ და გულიანად გაიცინა
-უფულობა
-რა ფერ სიზმრებს ხედავ?-
-შავთეთრს,ფერადს აბა მარტო გიჟები ხედავენ-დარწმუნებით მითხრა ელამ და ლობიანი არაჟანში ამოაწო.
ესეც ასე,2 ხმით უკვე გიჟი ვარ!:)
2003წ
დარდი #43
ია,26 წლის,გასათხოვარი
-ია,როგორ ხარ
-ოო,რავი,ვარ რა,შენა?
-მეც კარგად.რაღაც ვერ ხარ ხასიათზე,რამე მოხდა?
-არა,ისე,მომბეზრდა ყველაფერი რაა..
-ანუ სიცოცხლე არ გიხარია?
-ნუ,იმედი მაქვს,მაგრამ მარტო ჩემი თავის,ნდობა ბოლო პერიოდში ძალიან დაკარგული მაქვს,ნაწყენი ვარ ცხოვრებაზე,არ მიყვარს ტყუილი.
-ბევრჯერ მოგატყუეს?
-კი...გული მტკივა..
-გინდა ვალიდოლი მოგიტანო?
-არა,აი განა ფიზიკურად,მგონია ყველა მატყუებს,ძალიან დიდი პესიმისტი გავხდი
-სიყვარული,ნუთუ სიყვარული მაინც არ გამხნევებს?
-ვერ ვიტყვი,რომ სიყვარული არ არსებობს,მაგრამ იშვიათობაა..
-შენი ყველაზე დიდი სევდა რა არის,შეგიძლია მითხრა?
-როცა გიყვარს აადამიანი და იმას არ უყვარხარ... -თვალები აუწყლიანდა იას
-ნატვრისთვალი რომ იპოვო და მარტო ერთი სურვილის უფლება რომ გქონდეს,რას ჩაუთქვამდი?
-მინდა ჩემი კუთხე მქონდეს,ადგილი ცხოვრებაში,ბავშვი,ოჯახი...
-კიდევ რამეს ხომ არ მეტყოდი?
-არაფერს,ესეც ბევრი ვთქვი,წავედი ვიმუშაო,სად მცალია ამეებზე ფიქრისთვის.-თვალები ხელისგულებით ამოიწმინდა იამ,თმა შეისწორა და ამაყი გამომეტყველებით გამშორდა.
2004წ.
დარდი#20
ჭერა(ნინო),მარტოხელა დედა( ახალგაზრდა,მგონი 27 წლის)
-რას დარდობ?
-ჩემს მომავალს-სევდიანად გაიხედახედა ნინომ ფანჯარაში და სიგარეტი გადააფერფლა
-შენი განვლილი ცხოვრებით თუ ხარ კმაყოფილი?
-ოჰ,არა,არანაირად!
-რატო?
-ცუდად გავიარე და იმიტომ.ცუდადკიარა,არასწორედ.აი დამღალა ცხოვრებამ
-სიცოცხლე ხომ გიყვარს,შენ სულ ისეთი მხიარული ხარხოლმე
ნინო ჩაფიქრდა,მერე თითებში გაჩრილი სიგარეტი მომიშვირა და მოწკურული თვალებით მითხრა:
-იცი რაა,ცხოვრება ისეთია,ყველა დაგიკიდებს,მარტო შენთვის უნდა იცხოვრო!
-ყველაზე მეტად რის გეშინია?
-ნერვებმა არ მიმტყუნოს
-გული რაზე გწყდება?
-ბიჭად რომ არ დავიბადე და მინდოდა მემღერა.მინდა ისევ იქ გავჩნდე უცებ,საიდანაც დავიწყე,ანუ დამაბრუნა უკან.
-სასწაულების თუ გჯერა?
-კი,მჯერა,მაგრამ აღარ ხდება-ჭერამ სიგარეტი საერფლეს მიაჭყლიტა და წამოდგა-შენ მისმინე,ღიმილი არ დაგავიწყდეს,ეგ კარგი თვისებაა და ადამიანებს ნუ ენდობი,ამას მე გეუბნები!
2004წ
დარდი# 7
ხევსური ლალი
-ლალ,რა გადარდებს აბა შე ხევსურო შენა
-მეეე? ეეეე,ბევრი რამე ნუცავ ჩემო
-სიცოცხლე ხო გიყვარს?
-ისე კი,მიყვარს სხვათაშორის
-სასწაულების გჯერა?
-კი
-ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული?
-ეხ,აი ვინც მე მიყვარს,ჩემს გვერდით რომ არაა..
-რა გაშინებს ყველაზე მეტად?
-სიბოროტე
-ხშირად გხედავხოლმე ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარს,ცაში რომ იცქირები
-ხოო,მაგდროს ვოცნებობხოლმე,ზოგადად ბევრს ვოცნებობ
-რაფერ სიზმრებს ხედავ?
-ფერადს
-დაბოლოს,იქნებ გრჩება რამე სათქმელი?
-ეჰ,ცხოვრება ისეთია,დაგღლის ჩემო ნუც.
2003წ.
უნომრო დარდი
მარინა N ,ქვრივი,2 შვილის მარტოხელა დედა
-დედა,რა გადარდებს არ გინდა მითხრა?
-რა მადარდებს და თქვენი მომავალი და ჩემიც
-მომავალს როგორი თვალით უყურებ?
-რავიცი აბა,ნორმალურად'
-რა გახარებს?
-შვილები
-სიკდილი რა არი?
-რა არის და აი,მოვკვდები ერთ მშვენიერ დღეს და ეგ არი.
-ამბობ "მშვენიერ დღესს მოვკვდებიო',მშვენიერ დღეს მოკვდები,თუ ის დღე იმიტომ იქნება მშვენიერი,რომ მოკვდები?
-მოდი რა თავი დამანებე,ან ეს მწვანილი გაარჩიე.სიცოცხლე გაინტერესებს რა არის?ჯოჯოხეთი-აი რა არის,მშვენიერი არა ისა!
2005წ.
---
ოთო კუსიანი,11 წლის
-ოთო,აბა შენცა სთქვი რა გადარდებს?
-არაფერი,მორცხვად ჩახარა თავი ოთომ და ფეხის წვერით გულმოდგინედ დაიწყო მიწიდან ქვის ჩიჩქნა
-როგორ,საერთოდ არაფერი?-გამიკვირდა მე
-რავი,არაა-ეხლა მეორე ფეხიც მიაშველა ოთომ
-ჰო რა,მაგას რა ადარდებს,მე ვიდარდო თორე...-ჩაერია საუბარში მარი,დედამისი.
2005წ.
პიეს: არაფერი რომ არ მეშველება,ეგ ვიცი უკვე,რამე ახალი თქვით
This post has been edited by kato_stropa on 20 Apr 2012, 15:27
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет