21 მაისს სოფიკო 75 წლის გახდებოდა! მოდით,ერთად გავიხსენოთ ეს ლეგენდარული და ყევლასათვის საყვარელი მსახიობი!
დაწერეთ რაც იცით მასზე,ან უბრალოდ მისი საუკეთესო როლი თქვენთვის,მოკლედ გაიხსენეთ სოფიკო....
ს ო ფ ი კ ო
სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915-1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორი გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო (ვერიკო ანჯაფარიძის მხრიდან).
1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.
სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.
გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
-------------------------------
თეატრალური როლები
მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
* ნოდარ დუმბაძე "მე ვხედავ მზეს" ხატია, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
* ანა აღლაძე "მღელვარე დღეები" კიწი, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე ნიკოლას პერიალისი "ბაფთიანი გოგონა" გოგონა, რეჟ. ანზორ ქუთათელაძე
* უილიამ შექსპირი "რომეო და ჯულიეტა" ჯულიეტა, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
* ჟან ანუი - "ჟანა დარკი" ჟანა დარკი, რეჟ. ლევან მირცხილავა
* სოფოკლე "ანტიგონე" ანტიგონე, რეჟ. დოდო ალექსიძე
* ნიკოლოზ გოგოლი "ქორწინება" აგაფია ტიხონოვნა, რეჟ. დოდო ალექსიძე
* ალექსანდრე ოსტროვსკი "ტალანტები და თაყვანისმცემლები" ნეგინა, რეჟ. დოდო ალექსიძე
* ვინა დელმარი "იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?" როდა, რეჟ. ვერიკო ანჯაფარიძე
* კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა" ივდითი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
* ფრიდრიხ დიურენმატი "მილიარდერის ვიზიტი" კლარა ცეხანასიანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
* ივან ბუკოვჩანი "მამლის ყივილამდე" მარიკა მონდოკოვა, რეჟ. ნუგზარ გაჩავა
* კიტა ბუაჩიძე "ეზოში ავი ძაღლია" სარე, რეჟ. გოგი თოდაძე
* პოლ ზინდელი "გვირილა" ბეტი, რეჟ. სოფიკო ჭიაურელი
* ედუარდო დე ფილიპო "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი" ამალია, რეჟ. გოგი თოდაძე
* ჰენრიკ იბსენი "მოჩვენებანი" რეგინა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
* მერაბ ელიოზიშვილი "ბერიკონი" იანო, რეჟ. ლევან მირცხულავა
* ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა" ანა კარენინა, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
* ტენესი უილიამსი "იგუანას ღამე" მექსინ ფოკი, რეჟ. მედეა კუჭუხიძე
* ფრიდრიხ შილერი "ვერაგობა და სიყვარული" ლედი მილფორდი, რეჟ. თემურ ჩხეიძე
* ჯაბა იოსელიანი "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი" დარეჯანი რეჟ. მედეა კუჭუხიძე
* ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი" დარეჯანი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე
* ე.დე ფილიპო "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი" ამალია რეჟ. გოგი თოდაძე
* რ. კლდიაშვილი "საპოვნელა" მათიკო რეჟ. მედეა კუჭუხიძე
* კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა" ესთერი, დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა
* რ. კლდიაშვილი "იადონას თეატრი" იადონა, რეჟ. გოგი თოდაძე
რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი:
* უილიამ შექსპირი "ზაფხულის ღამის სიზმარი" ჰერმია, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
* ე. ლაბიში "ჩალის ქუდი"ანაისი, რეჟ. რობერტ სტურუა
* მაქსიმ გორკი "მდაბიონი" ელენა ვასილიევნა, რეჟ. გიორგი ტოვსტონოგოვი
* ბერტოლდ ბრეხტი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" შე-ნტე, შუი-ტა, რეჟ. რობერტ
* ჟან ანუი "ანტიგონე" ანტიგონე, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი:
* მ. სანტანელი "დედა დედოფალი" რეჯინა, რეჟ. თ. კოშკაძე
* რეზო კლდიაშვილი "მარტოობის ბინადარი" ეკა, რეჟ. ნანა მჭედლიძე
* ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი "პლანეტების დაბადება" მასხარა
* გაბრიელ გარსია მარკესი "სიყვარულის სულთათანა" გრასიელა, რეჟ. თემურ ჩხეიძე
კინოროლები:
* "ჩვენი ეზო" ციცინო, რეჟ. რეზო ჩხეიძე
* "ენგურის ნაპირებზე" თამარი
* "ამბავი ერთი ქალიშვილისა" ლალი, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
* "ვერის უბნის მელოდიები" ვარდო, რეჟ. გიორგი შენგელაია
* "გენერალი და ზიზილები" ზოსია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
* "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ტასია, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
* "ხევსურული ბალადა" მზექალა, რეჟ. შოთა მანაგაძე
* "ფერისცვალება" სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
* "აურზაური სალხინეთში" თამრო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
* "ნატვრის ხე" ფუფალა, რეჟ. თენგიზ აბულაძე
* "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" სოფიკო, რეჟ. ლანა ღოღობერიძე
* "აშიკ-ქერიბი" რეჟ. სერგო ფარაჯანოვი (კინოსტუდია ”ქართული ფილმი”)
* "არ იდარდო!" სოფიკო, რეჟ. გიორგი დანელია (მოსფილმი)
* "არევიკი" არევიკი, რეჟ. ა. აგაბაბოვი
* "ალიბაბა და 40 ყაჩაღი" ალიბაბას დედა, რეჟ. ლ. ფაიზიევი, უმეშ მეჰრა (უზბეკფილმი, F.C. Mehra (ინდოეთი))
* "იყიდება აგარაკი" რეჟ. . პატაპოვი
* "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" ელენე
* "წუთისოფელი" სიდონია, რეჟ. შოთა მანაგაძე
* "ბროწეულის ყვავილი" დედოფალი ანა საიათნოვა, ანგელოზი, მონაზონი, რეჟ. სერგო ფარაჯანოვი
* "დათა თუთაშხია" ნანო, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე
პრემიები და წოდებები:
* 1964 წ. საქართველოს დამსახურებული არტისტი
* 1976 წ. საქართველოს სახალხო არტისტი
* 1979 წ. სომხეთის სახალხო არტისტი
* 1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის
* 1980 სახელმწიფო პრემია
* 1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია
* 1997 წ. ღირსების ორდენის კავალერი
* 1998 წ. შ. რუსთაველის სახელობის პრემია
* 2000 წ. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია
* 2002 წ. ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია
* 2003 წ. ”ეკრანის დედოფალი” ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია
* 2008 წ. მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავი
მასალა აღებულია ,,Wikipedia"-დან