საღამოს ჩემთან ვსვამდით ბიჭები. ლუდი, თევზი, მოხარშული სოსისი, ფეხბურთი, კარგი განწყობა. რომ გავაცილე, კარგად შეზარხოშებული ვიყავი და ცოტა დავიგრუზე. ირგვლივ სრულიად უპერსპექტივობა, უფულობა, უსამსახურობა და ბევრი "უ" იყო. არადა არც შანსია ამის შეცვლის. კიდევ უფრო დავიბოღმე, ლუდი შევაციე დილისთვის და და დავწექი.
დარეკა რვა საათმა, არადა ეგეთი ზარი არც მობილურს არ აქვს არც მაღვიძარას არც ჩემი მშობლების მაღვიძარას, არადა ხვალ არ უნდა ავდგე თითქოს ადრე. თან უკნიდან მესმის ხმა "საყვარელო ადექი სამსახურში დაგაგვიანდება"
ოპააა აი ეს უკვე მეჩვენება მე მგონი. არადა სახლში ვიყავი და ვისთან შევწექი ამ მთვრალზე ან რა სამსახურზეა საუბარი. მე მგონი მთვარეული ვარ? ალბათ უფრო მთვრალეული.
მივტრიალდი და ჩემი მეგობარი ლიზა დავინახე რომელიც სამი წელია არ მინახია და მანამდეც არაფერი გვქონია მაგდავარი და ახლა რამ გადამრია რო შევუწექი, ან რა საყვარელო?
ოთახიც არ მეცნობა არადა კარგად მახსოვს გუშინ სახლში დავიძინე.
ეს ლიზაც შევსილა ცოტა ქალს დამგვანებია. ადრე ნამეტანი გამხდარი იყო, თან არც მევასებოდა და ეხლა რამ მომაწონა. ალბათ მთვრალი რო ვიყავი დამიჭირა მარა სად და როდის მოხდა ეგ ყველაფერი? არ ვიცი არა ექიმს უნდა ვეჩვენო. თან მაგას მამა ყავს იმან თუ შემოგვისწრო რა აიტანს მერე იმას.
მოკლედაბა პლედი ეხლა აქედან რაც შეიძლება მალე. სამსახური კი არა ცოლი არ შემატენონ.
ავდექი ნელა, ფეხაკრეფით ჩავიცვი, შევედი სამზარეულოში ყავის ჩუმად დასალევად, რაღაცა ძაან ფუტურისტული აპარატურა უდგას როგორც ჩანს. სად იშოვა ამდენი ფული ამ ჩემისამ კაცმა არ იცის. თან სულ ფულზე წუწუნებდა. მოკლედ რა წუწუნს მოაქვს ფული როგორც ჩანს. დავისხი ყავა და ნელნელა ვწრუპავ. კაი ყავა აქვს ამ ოხერს, სად შოულობს ნეტა უნდა ვკითხო. მალე დავლიო და დავახვიო აქედან სანამ დროა თორე ემანდ ლიზიკოს ცოლად მოყვანა ნაღდად არ მინდა. არადა რა დავლიე ეგეთი რო მანდ აღმოვჩნდი? ვსიო ხვალიდან სმას ვანებებ თავს.
ის ის იყო ყავა დავამთავრე და ლიზიკოც შემობანცალდა. ყოველგვარი ცერემონიის გარეშე დაისხა ყავა და დამიჯდა გვერდზე და სვამს. ეს რაღაცა ახალი მეთოდია როგორც ჩანს. მე მგონი ეს გოგო მეტენება და/ან შემეტენა. არადა ლიზიკოს შეტენვა მინდა ეხლა.
-- ლიზიკო როგორ ხარ ლიზიკო?
-- როგორც გუშინ.
-- არ ეშვები ხო სწერვობას? არადა რამდენი ხანია არ მინახიხარ.
-- შე დებილო გუშინ არ გნახე?
და აი უკვე მერამდენეჯერ გავოცდი, რაღაცა "ა ხო" -ს მაგვარი ჩავიბურტყუნე და წყლის დიდი ყლუპი ყელში ჩავუშვი.
უკეთ რომ ავხსნა ეს ლიზიკო არის ჩემი ყოფილი პარალელური ჯგუფელი, ერთად ვსწავლობდით და ვმეგობრობდით კიდეც. ფაქტიურად ერთ სასტავში ვიყავით მაგრამ მერე როგორც წესია და რიგია უნივერსიტეტის დამთავრების მერე ეს სასტავი დაიშალა და სამი წელია არ მინახავს ნორმალურად და ეხლა მისი ლოგინში აღმოჩენა და საყვარელო ნამეტანი არ მეპიტნავა. თან კიდე ნუ ფიზიკურად კი კარგი გოგო იყო მარა მაინც არ მევასებოდა დიდად იმიტო რო მესწერვებოდა
-- ლიზიკო გუშინ რაც მოხდა არ მინდოდა მთვრალი ვიყავი და არ ვიცი როგორ მოხდა
-- გუშინ არაფერიც არ მომხდარა ისეთი
აი აქ უკვე გულში ვყვირი ვარ იეს იესს გადავრჩი ოფლი გადავიწმინდე, ამოვისუნთქე და ვკითხე
-- აქ როგორ მოვხვდი
-- შენ სუ გამოშტერდი აი. არადა ჯერ არ დაბერებულხარ მე მგონი. გუშინწინ არაფერი გეტყობოდა სიბერის.
-- ანუ?
-- რა ანუ ამნეზია გაქვს?
-- ამნეზია არა ატრეზია კიდე. შენც ეხლა ნუ მებლატავები ვიკიპედიაში ამოკითხული ორი უცხოური სიტყვით
-- ვიკიპედია ხო დახურეს კაცო.
-- ეს სისულელე საიდან მოიტანე?
-- სამი წელია დახურეს.
-- რა სამი წელი გუშინ ვნახე. სამი წელი შენ არ მინახიხარ ეგ.
-- აჩო ნუ ხარ იდიოტი რა
-- კი ვარ. მარა საიდან აღმოვჩნდი ამ შენს ლოგინში მაინც ვერ გავიგე.
-- შე დებილო მეექვსე წელი უკვე ცოლქმარი ვართ და დიდი ამბავი ეხლა ერთ ლოგინში აღმოვჩნდით.
ოპაა Vol 2. წყალი კინაღამ გადამცდა. მე და ლიზიკო ცოლ-ქმარი? თან ექვსი წელია? მე მგონი ჩემს გამოქლიავებას აქვს ადგილი.
-- გაზეთი მომეცი.
-- რაღა დროს გაზეთია, ჩარჩი ხო მეოცე საუკუნეში?
-- მაშინ მობილური
-- ინებე.
გავშალე რაღაცა ბოლო მოდელის მობილური და კალენდარს დავაწექი.
საგანგაშო არაფერი იქნებოდა რომ არა ერთი ციფრის სხვაობა. 15.07.2012 ნაცვლად ეწერა 15.07.2022.
აი აქ გული წამივიდა.
უცბათ სახეში რაღაცა კაპლისმაგვარი ვიგრძენი და ცოტა გამოვფხიზლდი, თავზე ლიზიკო და დედამისი (ალბათ უკვე პატივცემული სიდედრი) თავზე მადგნენ და მასულიერებდნენ, რაც ყველაზე აღსანიშნავია ლიზიკო არ მესწერვებოდა პირიქით ძალიან კარგად "სიყვარულო" და ა.შ. მომმართავდა. უცბათ გვერდზე ვიღაცა ბავშვი ვნახე და მამიკოო რო მოვარდა კიდევ მეორედ წამივიდა გული.
ისევ კაპლისმაგვარი ვიგრძენი ოღონდ ამჯერად უკვე ლოგინში ვიყავი გადაყვანილი და ლიზიკო თავზე დამტრიალდებდა.
გონებას მოვუხმე და ჩამოვაყალიბე სიტუაცია: ანუ გამოდის რო ცოლად მყავს ლიზიკო, მყავს ბავშვი, ვცხოვრობ სიდედრთან ერთად(აი ეს ყველაზე ნაკლებად მომწონს), მაქვს სამსახური. და პახოდუ მაქვს დიდი ბინა ვცხოვრობ მეტნაკლებად კარგად და გამოვტოვე ათი წელი.
პიპეც.
ეხლა მივხვდი რატომ შევსილა ეს შენი ლიზიკო(ცელულიტი ) რატომ იწვა ჩემს გვერდზე და ა.შ.
პროსტო რა მოხდა ამ 2012-2022 წლებში ხო უნდა ვიცოდე? საიდან გავიგო ისე რო ეჭვი არ წარმოვქმნა?
გამოვფხიზლდი და ლიზიკოც მოვიდა
-- არა რა შენი დალევა არ შეიძლება. ხო ხედავ კინაღამ ჩამაკვდი ხელში. შეეშვი რა. ბავშვსაც ისე შეეშინდა მამიკო მოკვდაო იძახის. ეხლა მოგიყვან და გული არ წაუვიდეს.
-- ხო კაი აღარ დავლევ.
-- ამდენი ხანია სულ მაგას ამბობ.
-- ხო მარა აწი აღარ დავლევ.
-- ვითომ?
-- მართლა.
-- ეხლა რა გინდა რა მოგიტანო?
-- მოდი ჩემთან.
-- მოიცა ბავშვი სახლშია დედა სახლშია.
-- ნუ პანიკობ უბრალოდ მოდი. წამოვდგები შენი დახმარებით ხო ხედავ ფარცაგად ვარ.
-- შენ ხო არაფერში გამოადგები ადამიანს. მეც არ ვიფიქრე.
-- რა დროს ეგაა. ფეხზე ძლივს ვდგევარ.
-- აფსუს ამხელა მოზვერი რას მიკეთებ არ ვიცი.
ეხლა ლიზიკოს ცოლობაღა მაკლია. არა რა ეხლავე გავშორდები. ისე მაინტერესებს ეგ სად ვიპოვე.
-- რომელი საათია?
-- სამსახურში შენთან დავრეკე და გაგანთავისუფლე.
-- მაინც უნდა წავიდე.
-- სად უნდა წახვიდე დარჩი სახლში.
-- გამორიცხულია.
-- კაი წადი და თუ რამე მოგივა მაშინ შენ თავს დააბრალე.
ავდექი შევიმოსე და გავედი ქუჩაში. სახლი შევიცვალე როგორც , თბილისი ისევ ისეთი დებილი ქალაქია რა დებილი ქალაქიც იყო ათი წლის წინ. ლიზიკო დამეწია და მანქანის გასაღები მომაწოდა თან მხურვალედ მაკოცა. ჩავედი ეზოში და პროსტო არ ვიცი რომელია ჩემი მანქანა. ავდექი ოფენს დავაჭირე და ჰოპ ლენდროვერ დეფენდერმა 2015 წლის მოდელმა გაიწკრიალა. ხოდა ჩავჯექი და ავტოპილოტით გავეშურე სამსახურისკენ.
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com