ეხლა გზაზე ერთი ფიქრი ამეკვიატა. კაი სამსახურს მივაგენი მარა იმ სათათბირო როგორ უნდა მივაგნო? რამე არ შემამჩნიონ თორე ჩემს თავს 2022-ში გავაგდებ სამსახურიდან და პახოდუ საგიჟეთში გამიშვებენ. ცოტა დავიზმენდი მარა მაცივრიდან კოლა ამოვიღე და ჩავყლურწე.
მივედი სამსახურში დაცვამ ეგრევე გამატარა, უცბათ კიდე ერთი ძველი ნაცნობი დავინახე და ავეკიდე.
-- რას შვები რავა ხარ?
-- რავი ვარ რა. შენ?
-- რავი მეც ნელანელა.
-- საბჭოს თათბირზე მიდიხარ?
-- კი
ამ დროს კინაღამ ისე გავიხარე რო გა#####დი.
-- ხოდა კაკრაზ ერთი გზა გვაქვს წამო.
-- წამო. ლუდი როდის დავლიოთ?
-- აღარ ვსვამ.
-- შენ აღარ სვამ კოჭა აღარ ყომარობს, კირპიჩამ მოწევას დაანება თავი (ხუ იზ კირპიჩა?) ბალონამ მებაღეობა დაიწყო ( ან ეს ვიღა ჯანდაბაა?) მოკლედ რა ცოლი აარ უნდა მოიყვანო რა კაცმა და არც მომყავს.
-- ხო რავი ალბათ ეგრეა.
მეც ეხლა მენტალურად უცოლო ვარ მერე რა რო ორიათასოცდაორში ჩემი ჯგუფელი მოვიყვანე. მხარს ვუჭერ ამ კაცს.
მოკლედ შევდივართ საკმაოდ დიდ დარბაზში, იმდენი ხალხია შეკრებილი რო ბაბუაჩემის ქელეხზე არ ყოფილა. გაშლილია ასტრონომიული სიდიდის (სადღაც სამი ჩემხელა მონიტორი)
სუყველა მესალმება, აქედან ნახევარზე მეტს არ ვიცნობ. ადგილს ვიკავებ ნაცნობებთან და ვესაუბრები და ვუცვლი აზრებს, მაგალითად ასე:
-- როგორ ხარ რას შვები?
-- რავი ვარ რა ნელანელა.
-- ბიჯო სეზონი იხსნება და ერთ შაბათ კვირას არ წავიდეთ?
-- კი მარა სად წავიდეთ?
-- აქვე კუმისზე ან ჭილისტბაზე.
-- ხო რავი ვნახოთ ეხლა.
ან ასე
-- კაი ჩალაღაჯი იჭმება ერთ ადგილასო და ხო არ გაგვესინჯა?
-- ხო რავი მარა სმას რო დავიწყებ მერე.
-- მოიცა და შენ შეეშვი?
-- ხო ნუ დროებით.
-- ცოლი?
-- არა ეხლა მე თითონ აღარ მინდა.
-- რა კაცი ხარ რა შენსას ვერ გაიგებს ვერავინ.
-- ოო მოიცა რა ეხლა არ მაქვს ჩალაღაჯის თავი.
-- აბა რისი თავი გაქვს?
-- კოკაკოლის.
-- არა რა სუ გაფუჭდი თვალსა და ხელს შუა.
-- რას იზამ ძმაო ხდება ხოლმე.
უფროსი გამოვიდა (რომელსაც გაგებასი არ ვარ ვინაა და არც ვიცნობ. ) ჩაახველა და დაიწყო:
" ჩვენმა გაყიდვებმა ამა წლის მეორე კვარტალში მოიმატა 10% რაც ჩვენი ახალგაზრდა კომპანიისთვის ძალიან წარმატებული შედეგია, ჩვენ დავნერგეთ ნოვაციები რამდენიმე წარმოებაში (და ჩამოთვალა კომპანიის სახელები და ნოვაციები)," მოკლედ ხო წარმოგიდგენიათ რა მოსაწყენი იქნებოდა, ამიტომ მეც ამოვიღე ჩემი მობილური და უკვდავი თამაშის, ენგრი ბერდსის თამაში დავიწყე.
უფროსის მოხსენებამ ჩაიარა საბედნიეროდ, მერე სხვა მომხსენებლებიც გამოვიდნენ, ერთი ორი კითხვა მეც დავსვი(ნუ იდიოტური მარა მაინც) მიპასუხეს, რაღაცეები იმსჯელეს, ვიღაცეებმა ერთმანეთს დასცხეს და ა.შ. მოკლედ ჩემი ტანჯვაწამება დამთავრდა, სამსახურიდან არ გამოვუგდივარ რაც მთავარია და ეხლა უნდა წავიდე ლიზიკოს ყვავილები ვუყიდო ეგება რამე გავიგო საკუთარ თავზე.
სამსახურიდან გამოვედი, მანამდე კაბინეტში შევიარე ფული ავიღე, ხოდა მივედი იქვე ახლოს ყვავილების მაღაზიაში.
-- ალბათ მეუღლისთვის გნებავთ?
-- დიახ მეუღლისთვის.
-- რამდენი წლისაა ტქვენი მეუღლე?
-- არის ასე ოცდათხუთმეტი წლის (საკუთარი მეუღლის ასაკი რო არ მახსოვს მაგარია რა

)
-- მაშინ მიხაკი მოუხდება.
-- მიხაკი რა კი არ მომკვდარა.
-- რას ბრძანებთ მოდაა.
-- ერთი შენი ჭირიმე მოდა არ ვიცი მე მოდი მომეცი რამე კარგი ვარდების თაიგული თეთრის და წითელის მონაცვლეობით.
-- იმებეთ ასორმოცდაათი ლარი ღირს.
-- კარტას აიღებთ?
-- კი ბატონო.
-- ინებეთ.
ჩავჯექი მანქანაში და სახლში გავემართე. თბილისი დიდად არ შეცვლილა და საბედნიეროდ გამიმართლა და ვაგნებ საკუთარ ახალ სახლს. თუმცა რაღა ახალს ალბათ ძველს.
ვნახოთ ლიზიკო როგორ დაგვხვდება.