გცხელათ ხო?
კაი!
....................................................................
ფბ-ზე ახლაგაზრდა პოეტი ვიპივე
ციცანა!!!!
არაო, - მითხრა, - ძნელი არისო პოეტის სიყვარული...
და წავიდა...
* * *
დაღამება და გათენება სულ ერთი გახდა,
დავაქორწინე მზე და მთვარე ჩემს ქვეყანაში,
და ეს უკუნი მზის ალერსით გათენებული,
არაფერია, თუ არ ურჩის ლექსით თამაში.
სულ ჩამოვკრიბე ვარსკვლავები ზეცის თაღიდან,
და სათითაოდ დავრგე ველად, დავაფრთიანე,
ცაზე კი ნაცვლად გავაშენე მინდვრის ყვავილთა
ორანჟერეა, ცა და მიწა გავამთლიანე.
მერე გავწვიმდი პირუკუღმა მიწიდან ცისკენ,
ფრენას ვსწავლობდი, ფრთა ვიტკინე, ცრემლით ვიწამლე,
მზემ, - გაწვიმდაო, თავზე მოირგო მთვარე ბერეტად,
და რომ არ დამყვა ხატვის ნიჭი, მაშინ ვინანე.
მერე გათოვდა, ისევ ისე, მიწიდან ცისკენ,
და საოცრება... მზის სხივებზე დაისადგურა,
მზე ფანტელებით მოკაზმული სადმე გინახავთ?
თურმე უბრალოდ ცის ფერმაში გაისათბურა.
ზღვის ნაპირიდან მოვიპარე უჩუმრად ქარი,
და თოლიებით გაფორმებულ ფრანზე მივაბი,
მოუწევს მათი ფრთების ლივლივს დაემორჩილოს,
და მოიშოროს მავნე ბიჭის სულიც, ნიღაბიც.
ჰორიზონტიდან ზეცისაკენ გზა გავიყვანე,
დავუმეგზურე ამ ბილიკებს ზღვა შფოთიანი,
ღრუბლებს გავუშვებ ხომალდებად ამ ზეცა-ზღვაში,
და ზღვაც იქნება ალაგ-ალაგ ცა - თოვლიანი.
მერე ჩამოვხსნი ციდან ზეცას, ველად გავაფენ,
და წამოვწვები სახით ზღვისკენ, გუგებს გამოვხსნი,
აგერ დელფინმა გამიღიმა ზღვის ტალღებიდან,
და თითქოს უკვე მეცხრე მზეცის კიდეს გამოვცდი...
.....................................................................................
- "აბა, სასწრაფოდ, მიალაგე, რა ამბავია,
მამა ბრუნდება სამსახურიდან, გაგიბრაზდება,
სათამაშოებს მიუჩინე კუთვნილი ადგილი!"
- დე, ისე ვიზამ, როგორც შენს გულს გაუხარდება...
და მივალაგე...
* * *
შენ ბავშვობიდან უცნაურობდი ამ ჩემს გართობას,
ვიცოდი, რომ ხვალ საბოლოოდ წასვლა გეწერა.
მე კი მერჩივნა შენზე, თუნდაც ჩემგან წასულზე,
და აყრილ-დაყრილ სამყაროზე ლექსად მეწერა...
This post has been edited by anamch on 27 Jul 2012, 08:53
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა - ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი-სიგრძეში!, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი.
***
მანანა რატიანი-სვანი..... მომენატრები!