საკამრისია კომპთან დავჯდე და მთელი დღის ნაჩალიჩარი ბრწყინვალე განწყობა უმალ დუნდება. რატომ ნეტა?.
ნეტავ მალე დავივიწყებ ჯორჯს?
ნუ, ჯერ არავის ვხვდები და არავინ მიყვარს და.

იმედია სხვა ჩამინაცვლებს მას, ოღონდ ყალბი არა.

მე ხომ ერთგული გოგო ვარ, ვისთანაც ვარ, მიდნა რომ ის მიყვარდეს. და არ გამომდის ხოლმე :დ ლამის ამასთან გამომივიდა. მიყვარდა ვითომ? თუ ჩავიციკლე პროსტა. არა, იცი რა არის? ეს ყველაფერი რომ ნამდვილი ყოფილიყო, მეყვარებოდა. მართლა და მემგონი. ეს ხომ არასოდეს მიშვებდა. სულ სიცივე და მეგობარი და ბლაბლაბლა. ერთხელ, მთვრალი, თბილი და ''გულწრფელი'' (ჩემს თვალში) რომ იყო, ისე ამიჩუყდა გული.. აი ასეთს ვხედავ, ნამდვილს, და ასეთი მიყვარს თქო. გულგახსნილი, გულღია, თბილი, ალერსიანი და მოსიყვარულე. რა სულელი ვარ

)

რა ჩემ ფეხებად მინდოდა მაგის თბილი სიტყვები, სულ იმაზე იწიკებოდა, რომ მეხები ვღელავ და ამიტომ არ უნდა შეგეხო და ბლაბლაბლა. თან მეხუტებოდა ხანდახან. რა კრეტინი ვარ. ბიჭი გვერდით მყავდა, მომწონდა, მეგონა მოვწონდი და თან იმას ვნატრობდი, ხელი ჩაეკიდა.. რას მიმაჩვია აზზრე ხარ?

აუ ეგეთი არმეების მერე.. არა, არ უნდა მენახა თქო, თქმა ადვილია. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ თქო. წუთით ვერ წარმომედგინა ყოფა უმისოდ. თუნდაც ასე, სადღაც, შორიშორს ეხეტიალა.
თან, ნორმალურ წყვილებს რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, ალბათ ცუდი გოგო ვარ თქო.. ისე საშინალდ ვგრძნობდი თავს. აი, საყვარელი ადამიანი რომ ცუდად ექცევა, რაღაცნაირად, უცნაურად ცუდად, და მაინც რომ უყვარს, და თან ფიქრობს, - ისე, კაცმა რომ თქვას, მე რატომ არ მაქვს რიგზე ყველაფერიო> რომ ვერ ხვდება რა დაუშავებია.
სულ მეგონა ერთხელაც გაუვლიდა ეს წიკები. ''წიკებია'' თქო, ვფიქრობდი... ბოლოს რომ ვანხე რაღაც საშინელება მითხრა. არ ვაბრალებ, მართალი თქვა, უბრალოდ, თავი იდიოტად ვიგრძენი. მე კიდე ვამართლებდი მანამდე, და ამ რაღაც 'წიკი აქვს ეგეთი და ჩვევა და გახსნა უნდა''-ს ვაბრალებდი. (ისე, ეს ბოლო ეგრეცაა). - ხელი ისევ არ ჩამკიდა, და ჩამეცინა, გნახავ ხელჩაკიდებულს-თქო, და იმან რაღაცნაირად აგრესიულად.. - ''ის მეყვარება ალბათო''.
უცნაურია და ამაზე ეხლა კი არ მეტირება, მეცინება.

მე იმაზე მწყდებოდა გული და ვბრაზობდი, რომ ხო ვუყვარვარ/თუ მოვწონვარ და რატომ აკეთებს ეგრე თქო. და თუ არ იყო მართლა ასე, რაღაა საწყენი. ეს უცნაურობა მაწუხებდა. თორემ ჰა, არ ვუყვარვარ და ნუ.
პროსტო ყოველ წამს მიზეზს ეძებს რომ დამირეკოს.
შენ გგონია მართლა არ ვევასები?
და ხელს რომ არ მკიდებს, მერე დამშეული ლომის თვალებით არ მიყურებს ჩუმად?
ეგ იყო და ეგ. თორემ რაც მართლა არ მახსენდება ცხოვრებაში, არც ერთ ბიჭს არ ''შევზედმეტებივარ''. ყოველთვის ის მომწონდა, ვისგანაც სიმპატია მიგრძვნია. ერთი კონსტანტინე მიყვარდა უაზროდ და უმისამართოდ და მართლა სულ არ მაინტერესებდა ის რას გრძნობდა. და არ ვფიქრობდი. მიყვარდა და მორჩა! უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ იმასაც შევუყვარდი. ამ გულწრფელი სიყვარულის გამო, ალბათ. აი, მიყვარდა და მორჩა! პროსტა გადამიყვარდა მერე.. არა, შეუძლებელი იყო ეგ ამბავი, თორემ ისე კი მახსოვს. დღემდე მახსოვს. რა მაგრად მიყვარდა.

))) სულის თავისუფლებას ჰგავდა.. ფრენას.

) მიყვარდა და მორჩა.
ჰოდა ეგრე.
ეს ბიჭი კიდე ისა, თავის სულელ თავს მაყვედრის და მამადლის. ჰა-ჰა. რა სასაცილოა. მე მეგონა ერთად ვიყავით, თორემ ჰა.. არა, ნერვები მეშლება რომ იდიოტს ვგავარ, თუმცა ძაან-ძაანაც არა.
სულ არ მედარდება რას ვგავარ.
ცოტა მეცინება პროსტო. დ