დააა, ასმეერთე გვერდზე ვიჩითები მე)
წერილი
შუამდინარეთო! ჰეი..!
განცდებში ვარ! კოხტად და ლამაზად! ჯორჯმა ისევ ამაფორიაქა, სასაცილო და საყვარელია.
ვინ არის ეს გოგო? კაი გოგოა? საყვარელია ძალიან. ასე მხოლოდ ბიჭს მივეჯაჭვე ერთი წლის წინ და ნეტავ შეიძლება გოგოც გიყვარდეს ასე მეგობრულად.? თან ხომ იცი, ახალი და საერთოდ, ადამიანები მღლის. და მაშინებს.
სხვა რა. კიდევ ხდება რაღაცეები, მაგრამ მოსაყოლად არ ღირს. თუმცა, ეს ხომ საქმეა. მაშ ასე:
დილით ისევ ადრე ვდგები, თუმცა ეს დღეები ვისვენებ სტაჟირებისგან. თმას ვიხვევ და ტუშს ვისვამ.
სტომატოლოგთან ვიყავი და კბილები გავითეთრე. მომიხდა. წადი და ალერგიაზე სინჯი აიღეო. ოჰ, ვერ არიან რა.. იქნებ სულ არ მჭირდება ის ანესთეზია? სავალდებულოდ დამიწესეს.. აქ.
ფეისბუქზე გაკვრით შევდივარ. ფაქტიურად, არ. მხოლოდ საქმეზე. არც ვჩანვარ, არც არაფერი.
ვისვენებ. მშვენივრად.

ვაპირებ დავიწყო მეცადინეობა.
კაბები დავალაგე კარადაში.
გამოვედი პრეზენტაციაზე.
ჩავაბარე ტესტები. (წარმატებით) და განცხადება. (ვღელავ).
მამას ვეხმარებოდი წიგნების ძიებაში და ბევრიც ვიარე.
დავამთავრე წიგნების კითხვა ამ ეტაპისთვის მემგონი.
მეშინია ახალი ადამიანების!
მაპატიე, ხეირიანი წერილი არ გამოვიდა. მაგრამ არაუშავს.
ჰო, დღეს კედელს ვრეხვე თავი. შუბლი, უფრო ზუსტად.
კიდევ, მივხვდი რომ არანორმალურად ჩაკეტილი ადამიანი ვარ.
და არ ვიცი, რა მეშველება. იმიტომ ვარ ხოლმე ცუდად. როცა გახსნილი ვიყავი და სიყვარული შემეძლო, ზღარბივით - რბილში მომხვდა და ჩავიკეტე.
რაღა ვქნა?
წავედი აბა, ძილი ნებისა მდინარის ნაპირებს.
ლილი
This post has been edited by niki-biki:) on 31 May 2013, 00:13