სოფელზე, სახლებზე, ნიგოს მოგონებებზე სტუდენტობის ერთი
ოცნება გამახსენდა. ძალიან კარგი ჯგუფი გვქონდა,
მართლა ბედის საჩუქარი იყო ჩვენთვის რომ ერთად შევიყარეთ და
დღემდე ერთად ვართ.
ხოდა ჩვენი ერთ-ერთი ოცნება მომავალში ერთ
დიდ სახლში ცხოვრება იყო. თან უამრავ ახლად გაცნობილ ტიპებს
შორის ვარჩევდით იმათ, ვისაც ამ სახლში მეზობლობის ნებას ვრთავდით,
მოკლედ ვფანტაზიორობდით და ზოგჯერ სერიოზულად ვჩხუბობდით კიდეც იყო
თუ არა ესა თუ ის ტიპი იმ ჩვენ საოცნებო სახლში ყოფნის ღირსი.
ეჰ. კარგია ახალგაზრდობა, როცა ყველაფერი წინაა, იდუმალია და
მოულოდნელობებით აღსავსე.
მართალი რომ ვთქვა ყველაზე მეტად ეს გრძნობა მენატრება.
ალბათ მოგზაურობაც ამიტომ მიყვარს.
ყველას

კარგია, რომ ნელნელა ვიკრიბებით.