უი

)) კაი აბა, იყოს აქ მაშინ.
რევერას თემაში დადებული მოთხრობა გავააჭარულე

თინიკომ თქვა გურიის საზღვარზე ასე საუბრობენო და
ვერ შევედავე, არ ვიცი. მაგრამ რაც ვიცი ის არის, რომ ორიგინალი არ იყო აჭარელის დაწერილი.
(პ.ს. რევერამ იცის, რომ გადავიყვანე აჭარულ კილოზე)
***
მაშინ ახლით კაციშვილი არ აღნიშნავდა, ნენეი ცამმეტამდე კაი ხნი ადრე დეიწყებდა ხაზირს.
ფელამუში და ლეჩერისთვინ კაი ადესას წვენ გედეინახავდა, წაბლაი ხაპები სულ გვქონდა, ზეგნის ყანიდან რუმ ჩამუუტანდით, ავარჩევდით და ნალიაში შევნახავდით, რომ მერე გეგვეკლა. თხილი, ქართულაი ნიგოზი და წაბლი იმდენი გვხონდა, ჰა წეგვეღო არ ვიცოდით. ხანდეხან აჭზე ზურგში ჭვირთმოკიდებული გედევვარდით და ოზურგეთი კვირი ბაზარზე ვყიდდით.
ნაძვის ხეს არ ვდგამდით, რაცხა ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი გვქონდა, ჰამა ყველას არა და არც ი ვიცი, რისთვინ.
ნემეტარი გვიხარიოდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რომ ყველას ჩვენთან უნდოდა ახლი აღნიშნა და ხიცხიცი.
ზალაში დიდი სტოლი რომ იდგა, იმაზე დააწყობდა ყველაფერ. კაი კეცის ჭადებ დააცხობდა, ხანდეხან თაფლიანსაც. საკლავ დავკლავდით და ხორცით იმფერ იაჰნ გააკეთებდა ჭამით ვერ ვძღებოდით. დედლურისთვინ მამალ დაკლავდა. ქათამ ბროწევლი ან კუხი წვენში ჩააზუბზუბებდა და სუნელით იმფერ შეტატავდა, ქარ სუნი ტყემაკარავში გაჰქონდა.
შემოდგომაზე, რომ ბუხრი თავზე აპოხტებ გამოვჰკიდავდით, ჩამეიღებდა და კვერცხში შეწვავდა. დ ეი, ნენევ, რა ხასი საჭმელი იყო ჰა იცით ახლანდელმა ბაღვებმა!
ამ დღისთვინ ლეჩერი ჰეფეიჯა ხნი მოდუღებული ჰქონდა ნენეს და მეზობლი ქალებზე მიკითხულიც. როხსეთ ბიბიას ზოვლი უყვარდა მისი მოდუღებული ლეჩერი და პირველი სულ იმას მუუურბენიებდა.
დემირაი ვაშლებ თხილით და შაქრით ცხელ კეცში ბუხარში ნაკვერჩხლებ მუუფიცხებდა. ეიიი, ბუძიკავ, სუნ დააყენებდა, კინტრიშ კოხამდე ჩაჰყვებოდა.
კაი ყაფლამასაც ჩააბუჟბეჟებდა და ჟავე ფხალსაც შეასუნელებდა. ჟავეს დიდი დერგებით აკეთებდა და ნალიაში მიდღემჩი ჰქონდა შენახული. გამოსულზე ვინცხას პირი წუუხდებოდა ან მუცელი წამიეზდებოდა, ყველაი ჩვენთან მოდიოდნენ მაგი გულებაი.
ფელამუშს ნენეი არ აკეთებდა. ვეღარ ასწრებდა და რომ შემოდგამდა ცეხლზე კარდალას რიგრიგობით ბაღვები ვურევდით. თაფლ ჩუუმატებდა შიან და დანაყილ თხილ. ეი, რა კაი რაცხა იყო!
მაჯუნ ვინცხაი მოგვიკითხავდა. ყველაი ვერ აკეთებდა და ბევრი ამბავი და გიმიშვი დიმიჭირე-შჭირდებოდა, ჰამა ქუმა ყველთვინ გვქონდა თავანში გამოკიდული. ხანჯერ მოვპარავდით და ხვართქლევაის ღელეში ვჭამდით.
მე ბითევაი ჩემი ბაღნობა მფერხავი ვიყავ. ერთი საათით ადრე წევდოდი სახლიდან და მეზობლებში ვქერქეტებდი. რომ დააკლდებოდა პაწაი დრო მივდოდი შინ. მარჯვენაი ფეხით შევდოდი. ჯიბეები კამპეტებით ამსილი მქონდა. იმას მუაპნევდი და ბრინჯი კაკალს - ყველაფერი ბევრი, ყველაფერი ჯამთელი და მიდღემჩი ბედნიერი მეთქი ვიტყოდი და ე, მერე დეიწყებოდა ხორხოცი, ცეკვა, ხორუმი და ტაშფანდურაი. შემოცინებამდე არ მოვშლიდით ლხინ. ეიმსებოდა მეიდანოდა სტუმრებით. მანამდე კაციშვილი არ წამეიჭიტინებდა. მფერხავს კაციშვილი არ მუასწრებდა. თუა, მერე მთელი წელი რამე ირეთი რომ მომხდარიყო ოჯახში სულ იმას მუუწევდა წყევლა და გინება.
ბაბაი იმფერ სანთლი არაყ ხდიდა, ჩვენთან მოსული კაცი უკან წადაუკურაი ვეღარ მიდიოდა და მერდევანზე წარწალდებოდა.
მეორე დღეს ქათმი ფერხვა გვხონდა. მარა ნენეი ახორს და კარიას ჩვენ არ გვაკარებდა, მიდღემში თვითონ ფერხავდა. ამ დღისთვინ დიდი კარდალაით სიმინდი კაკალ მოვხარშდით, გარეთ არ გვიშვებდენ, ქათმები ეზოში არ დადგებიან, შორ დეიწყებენ თრევასო. ჰოდა, ვიჯექით თელი დღე ბუხრი ძირას ქეჩხოზე და ვლამბავდით დიდნენეის მოგონებებს...
* * *
setaარ ვიცოდი დაბეჭდვის ამბავი

გილოცავ, ძალიან მიხარია, რომ ასე გაპაბლიკდა,
მაგაზე კაის რას წეიკითხავს კაცი