სიყვარული და მ.კაშია
------------------
(ქართული სერიალი)
დასაწყისი
კადრები თოვლიან
მთებისკენ გითრევენ..
სათაურს მოყვება
მუსიკა.. ტიტრები...
გვარებს და სახელებს
ეკრანზე გაშლიან..
მუსიკის
ავტორი:
მერაბი კაშია...
1 სერია
იღება კარი და ოთახიც აქვეა..
ქალია ოთახში.. არ ვიცით, რა ქვია..
ვუწოდოთ (არ გვიწყენს) უბრალოდ.მარიკა...
ო .კაბას იხდის ...
და სხვა კადრი.!.არიქა!....
მეორე ოთახი..აქ ვინმე მურმანი
(მარიკას ქმარია- გვკარნახობს გუმანი...)
იმგვარად ალაგებს წიგნებს და ბროშურებს-
შენიშვნას ვერც მისცემს მტერი და მოშურნე...
(გახსოვს,პარტბილეთო..ჯიბეში ბზინავდი...
გახუნდი..
რადგანაც:
„-ზვიადი!!!...
-ზვიადი!!!...“)
თუ ვინმე არ ჩავრთეთ-საქმეა ტრაკულად..
გააღეთ კარები.. ვინ დააკაკუნა?....
„ეამა“ სტუმრობა დედამთილ ვერასი-
იკისრა მარიკამ მცირე რევერანსი.
შეუძღვა ქმართან და დატოვა მარტონი...
ეს ორნი ....(და ალბათ, სცენარის ავტორი...)
აქ ვერამ ნიშადურს მიაგნო და იცხო..
დაიწყო ხელები მკერდზე და
დაიწყო...
-შვილო, მითხარი, ჩემი დის, მართასი
ვალი გაქვს რამდენი... რამდენი ათასი?..
-სულ 5 მასესხა- დიმიტრის ფულიდან..
დედა, თქვი რა გინდა..შორიდან უვლი და..
-მართა ხომ...იცოდე სიმართლე დღეიდან...
დედაა შენი და ...
მე შენი დეიდა..
უშვილოს -ამ ამბავს დავმალავ აღარა-
მე მომცა თავისი-მესამე ბაღანა...
გითხარი რაც მკლავდა და დავისვენე..
.. მოაწვა ვერიჩკას თვალებში სისველე...
-შაყირობ ,დედიკო?..მურმანმა წარბები
აწია,,,მოდი და ნუ დაიძაბები..
მთავრდება მუსიკით....
ამ სერიაშია--
უკრავს და მღერის
მერაბ კაშია:
„შენ , ჩემო მაგნოლიააააა..“
2 სერია
მეორე სერია! იკისრებთ პურ-მარილს?..
იწყება ამ სცენით: მართა და მურმანი..
„-ეს მოხდა შორეულ სამოციანებში..
ქმარს ვთხოვე,სოფელში დედასთან გავეშვი..
ხომ იცი ,დიმიტრი ეხლაც რა კაცია..
ამჩნევს ტელევიზორს, გაზეთს და მაცივარს...
წადიო ,მანიშნა, რა ხმა და რა ტონი...
წავედი... ბავშვები ვერასთან დავტოვე ..
და ვიდრე დედაჩემს ეძებდა ჰადესი
გავები სოფლელი ექიმის ბადეში ...
იმ დღეებს ვერ აღვწერ, სიტყვები არ მყოფნის-
შენ იქ ჩაისახე, სიგიჟის ნაყოფი,
არ ვიცი ,ბოსელში..
არ ვიცი,ბაღებთან...
-ეგ როგორ ..დიმიტრი?...
მურმანი აღელდა...
-მე ისევ მეკვროდა ექიმის ულვაში,
დიმიტრი სამი წლით გაგზავნეს ტულაში...
-და მერე?..მურმანი ეჭვებმა აიკლეს...
- მე ვინ ვარ?..მითხარი.. ჯორჯი, ვარ ,მაიკლი?...
-რა მექნა..სოფელში მალულად იშვი რა-
ჩემმა დამ ,ვითომდა უცხოსგან გიშვილა..
შენ ჩემი შვილი ხარ..ჩემი დის გაზრდილი..
თუმცა არ გტოვებდი არც ღამით,არც დილით..
მურმანის დებილის ნიღაბი ეკრა ზედ...
ნუ, ჩვენ აქ შევჩერდეთ.. რეკლამა ეკრანზე..
ჯერ კი სიმღერაა..აქვეა, კარშია..
უკრავს და მღერის მერაბ კაშია..
„მინდა გაგებუტო ხანდახან..“
3 სერია
-ბებერო ბოზებო...წარმოსთქვა მურმანიმ...
ისე უგემურად-იწყენდა გურმანი..
-დეიდა დედაა....დედაა დეიდა ....
წახვედი,მიეცი,მოეცი ..ჰეი და...
დედაა მართა და მამაა დიმიტრი,
მამა ფიგურულად და არა იმითი...
გარემოებები- სხვა დანარჩენითა,
დეიდაშვილები-.ჩემი ძმა, ჩემი და ..-
მატყუებთ?..მაგიჟებთ...-იყვირა გიჟივით..
მართასაც დაეწყო ცახცახი,ჟიმჟიმი...
-შვილო.მაპატიე.,-მობატკნდა, მოკრავდა,-
სხვა გზა მე არ მქონდა..დიმიტრი..მომკლავდა ..
-ეხლა რო გაიგებს..რა?,გადაურჩები?---
ამრეზით აბზიკა მურმანმა ტუჩები...
-ყველაფრის გამხელა...ამ შაბათს მომიწევს....
მერე კი თუ უნდა , სიკვდილიც მომიწვეს..
დაბადების დღე აქვს,ხომ იცი , მაგ დღესა...
იქნება ყველა.. სუფრა და ადესა...
ჩამოწვა სიჩუმე ისეთი მარტივი
რო გაითიშება რადიო ან ტვ-ი..
და ვიდრე წარწერა
"დასასრულს " წაშლიან,
მღერის და უკრავს მერაბ კაშია:
„ვინ უნდა მიყვარდეეეს...“
ხო,როდის იქნება მეოთხე სერია-
ვერ გეტყვით,,სცენარი ჯერ დასაწერია...
This post has been edited by norieli on 12 May 2013, 19:43