შენ ბებერა ხარ?ბესტი სად არის.

ფოსფორ-ბიჭები
ამან გამახსენა ერთი ცხოვრებისეული ეპიზოდი
90-წლებია,შებინდდა,რაღაც აგვიანებს ჩემი შვილი, სახლში მოსვლას....ასე 12-13 წლის იქნებოდა,მეზობელთან მათემატიკაზე იყო.
ძლიიივს ,მოვიდა....ვხედავ თავჩარგული ზის მაგიდასთან....ფიქრობს.....
თურმე ქუჩაში,ჩვეენს ქუჩაში,გადმოუდგა 3 ბიჭი,ცოტა უფრო დიდები მასზე......... ქურთუკი გაიხადეო...
არ გაიხადა და ვინც პირველი მოუახლოვდა,იმას ლეწა სახეში,მერე მეორეს,მერე მესამეს ფეხით,ეს წამებში ხდებაო,ამ დროს პირველმა დანა ამოიღოო.....
უცებ ხმები მომესმაო,ვიღაც კაცები შემოსულან ,დაუწყიათ ყვირილი, ის ბიჭები რა თქმა გაიქცნენ,დაიმალნენ სტუდქალაქში.
ჰოდა,იჯდა და ფიქრობდა,რომ არა ის კაცები,რას ვიზამდიო...ნუუ, რა „დვიჟენიას“.
არა და ის ჯინსის ქურთუკი,თავისი უფროსი დის ნაქონი,გაქუცული,ამოხეული......
შვილო,გაგეხადა,მიგეცა....ქურთუკს ხომ არ უნდა გადაყოლოდი-მეთქი.
დეე,შენ არ გესმის,როგორ არის ქუჩაში......განა ქურთუკი დამენანა.......დღეს რომ ქურთუკს გაგხდიან,ხვალ სხვა რამეს,ზეგ.....
თუ დაიჯერებ, დანა არასდროს ჩაუდია ჯიბეში,ყოველთვის მუშტების იმედად იყო,მუშტი კი მართლა მაგარი ჰქონდა....
ჰოოო,არ მესმოდა ბევრი რამ.............
