seta პირველი სიზმარი კარგ ბლოკბასტერზე ქაჩავს.გაგრძელებებით ,იმედია.
სანამ კომენტარები არ ვნახე,ვიფიქრე მხატვრული ჩანაფიქრია -მეთქი
იქნებ არის კიდეც.
მეორე რა ფერადოვანია
შენ ად გილას უფრო მეტს ვიძინებდი ,ისეთ სამყაროში ხვდები
გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო.
პირველად ცხოვრებაში შემაწუხა 0-იანმა.
არასდროს არცერთ მრგვალ თუ ბოლოში 5-იან თარიღებზე დიდი გართულება არ მქონია.
ყოველთვის რაღაც ძალიან კარგი და ახალი უძღოდა .დიდი მასშტაბური .არ დავწერ ყველაფერს ,ისედაც ბევრს ვწერ ხოლმე
ახლა კი რა გინდა რომ ქნა?
იდარდე და იყავი.
ვერ ვიტან დარდს და სევდას ,ისედაც მეყოფა დეპრესიულ პერიოდებში.
ვფიქრობდი,ვფიქრობდი ვიხსენებდი უამრავ რამეს.ზოგის,რისი გახსენებაც არ მინდოდა,უახლოესი მეგობრები დამეხმარნენ
მოკლედ რეზიუმე ასეთია.
არავინ არ თქვას ,ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვსო.
ხიბლი აქვს ახალგაზრდობას
მერე იძულებული ხარ, მოიქცე "ღირსეულად'".
მზად ვარ გავიმეორო ყველა შეცდომა,
მზად ვარ ვიდარდო ,რაც არ იყო სადარდებელი იმაზე
მზად ვარ,ხანდახან დილას ,თავზე საბანი წავიფარო,გუშინდელის გახსენებაზე.
დავუშვა უამრავი შეცდომა ,ოღონდ ცოტა ხნით კიდევ დავბრუნდე იქ .
მოკლედ კარგი იქნებოდა,გული ასაკთან ერთად სინქრონულად რომ ბერდებოდეს.
ყველაფერი ბერდება კუნთი,ნერვი ,კანი ,ტვინი და ეს ოხერი გული რაღა გახდა.
This post has been edited by nigo on 12 Feb 2014, 13:14