გამარჯობათ ბავშვებო. ყველანი მახსოვხართ. და ვიმედოვნებ რომ კარგად ხართ : ))
ჩემი წერილი ისე, ღია ბარათივით. როგორც გრძელფეხება მამილოს წერდა გოგო. ან რამე ეგეთი.
გაზაფხულია. ჩიტების ჭიკჭიკი ისმის და რამე. მე კი ცოტა დამძიმებული მაქვს გული. და ხასიათიც. თავში - სიცარიელე. ცხოვრებაში - პარალელეპიდები და მათემატიკა. ჰო, ჰო. ეხლა გამახსენდა. გეომეტრიის სამყარო. იცი რა მაგარია? აი, არ მოიწყენ. სიყვარულიც გკიდია, თვითშეფასებაც და ყველაფერი. : )
მოიცა. მგონი, პირობისამებრ, ამბები უნდა მოგიყვე. ეს უხასიათობები კი ჩემგან დამოუკიდებელია, ძველი ამბებისგან მომყვება, თორემ ისე კარგად ვარ.

სრულიად მხიარულად და ბედნიერადაც კი. ამასწინათ ანუ გუშინწინ კარტინგზე ვიყავი. ჰუუუუმ. მაგარი იყო.
აი დაახლოებით ასე: ჩემი ძველი მეგობარი 2 თუ რაღაც ეგრე კვირა მეუბნებოდა, როდის მოიცლი, როდის მოიცლიო. ჰდოა შაბათ დღეს კარგად დავიძინე, დავისვენე და წავედი. უნდა ვაღიარო, ლოცვებზე ვერ წავედი და გული კი მომეთანღრა, მაგრამ ეგ უფრო ღრმა და სერიოზული ტკივილი/თემაა და ამაზე მერე. ან არმერე. ჰოდა, ჩავიცვი კოხტად და მსწრაფლ, როგორც ადრე, ბედნიერ ''ბავშვობაში'' და ჰაიდაა, წავედი.
ზიკი რაღაცეებს ბაზრობდა და ვუსმენდი. მეც ჩავაკვეხე ერთი-ორი სიტყვა. საერთოდ, უსაზღვროდ ბევრი ლაპარაკი უყვარს ხოლმე. ადრე მთლად მაშტერებდა. ეხლა ცოტა დაწყნარებულ-დალაგებულა. : ) ჰოდა უცებ, გავიფიქრე, რა მაგარია, როცა საჭესთან შენი საყვარელი მამაკაცი ზის თქო... ოღონდ ვერ გავიხსენე, ეს გრძნობა მქონია თუ არა. ალბათ რაღაც ეგეთი, მსგავსი.. აბა რა გამახსენდებოდა.. ან რატომ ვიგრძნობდი ასეთ უცნაურ სითბოს/სიტკბოს.
მოკლედ მივედით იმ ცენტრში.
იქ, ჰმ. : ) ჰოი ცხოვრებავ, რა მაგრად გიყვარს ხოლმე ხალისი : ) იმ ჩემი ყოფილი ტკივილისა და სიყვარულისა და განცდებისა და დაკიდებების ძმაკაცი არ გამეჩითა? . : ) პირველი ის ვიფიქრე, ჰეე მოუყვება ეხლა იმას, რომ აქ და ასე მნახა მეთქი, ვიღაც ბიჭთან ერთად? : ) და საერთოდაც, კაიფი ისაა რომ საერთოდაც ვერ მიცნო. ეხლარა მივწერე ფბ-ზე, მე ვიყავი თქო, მე. ზიკი იქვე იდგა და მომერიდა დაწვრილებითი ახსნა დამეწყო რომ მე ვარ ეს, მე. აი ისა. და ა.შემდეგ. თან სტილიც შეცვლილი მქონდა ცოტა. მე კიდე სურათებიდან მახსოვდა თან, და იმას სულ ერთხელ ვყავდი ნანახი. და ძალიან მოიხიბლა, როგორც მახსოვს. : ) კარგი საღამო იყო მაშინ.
ეჰ. აი ისე , ახალგაზრდა რომ ხარ, და დაუგრუზავი... და სიხარული მთელი ძალით გიჩუხჩუხებს ძარღვებში. ...

ფლირტსაც და სიყვარულსაც აი ვაფშე რაღაც მაგარი, სხვანაირი, ნამდვილი და შემაჯანჯღარებელი, ღიტინური ნაპერწკლები აქვს : ))))
მოკლედ, წავედით მე და ზიკი და მე კარგ ხასიათზეც ვიყავი და გამოძინებული და მოკლედ. ისე, ცოტა კი ვღელავდი. სუულ ცოტა, ისევ არ მივსუსტდე თქო. მაგრამ დავიკიდე. და კარგადაც გამოვიდა ყველაფერი. განსაკუთრებით იმაზე ვკაიფობ და მახალისებს, რომ ძველი დაკომპლექსებულობის კვალი არ მაქვს თითქმის, და სრულიად ვსიამოვნებ და სიამოვნებას ვიღებ ჩემიარსებობით, და სიტუაციით და ქმედებებით. აი, გალიიდან რომ გამოგიშვებენ და გირებს რომ მოგხსნიან, ეგრე.
უჰ,
მაგარია.
მოკლედ, ჯერ ჩვენი რიგი არ იყო და სხვა რაღაცეები ვითამაშეთ. კარგადაც გავერთე. სულ იხვები და ბატები ვხოცეთ. (ვაფშეტა, ეგენი კი არა, ლოსები. მარა სირცხვილით სად გამვყო თავი, მიყვარს ეგენი. და თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ კომპიუტერლი ლოსები იყო ეგენი და თან მამრი. :დ )
ზიკი ჯერ აგებდა და დაიგრუზა და მოვაგებინე მერე. და გაიბადრა და იყო გახარებული.

მანამდეც , რაღაც თამაშია, სახელი არ ვიცი. ამერიკული ფეხბურთი ან რამე ეგეთი. თეფში რომ უნდა შეაგდო მოწინააღმდეგის კარში. ვარაკუნეთ და ვარაკუნეთ ეგ. პინგპონგი მაგრად მიყვარდა ბავშვობაში. ეგ მომაგონა და დავცხე და დავცხე. ჰოდა, დაიძაბა ბატონი ზკ. და დავიძაბეო და შევანელე ტონი. : ) მოკლე,დ ვეღარ გამიგია, მე ვარ მოდუნებული თუ ის. : ) რა აგრესიააო, და. : ) ისე, იქნებ მართლაც ვარ აგრესიული და ამ დროს სიმწარეები და გამარჯვევები მინდება/მახსენდება. კაცმა არ იცის. რა მოთვლის ფსიქოლოგიურ წიარვლებს და ამჯერად ერთი მაგათი რა ვთქვი.
მერე შევახტით კარტინგებს და ვიქნიავეთ გადასარევად. (ვერ გეტყვი ვიქნიავეთ რა ტერმინია მარა ეგრე იყო ზუსტად, რა.

) ჰოდა იმან მოინდომა მერე ავეგდე, ნელა დადიოდიო. შეჯიბრსა და გამოწვევებზე გიჟდება ძაან. მარა მე პირიქით, იიისე მკიდია ეგეთი არღაცეები, იმენა ვერ ამაგდებ. ''ხო, კაი'' . ეგეთი ვარ. : )

მკიდია და აი, რა ვქნა?
ჰოდა მაგით ვერ გაერთო, მოკლედ. ძაან კი შევეცადე აღვშფოთებულიყავ, მარა რა ვქნა.

ისე, შეკამათება კი ვიცი მაგარი. ისე ლოგიკურად შეგედავები და დაგიმტკიცებ, კამათის მთელ კაიფს ჩაგიკლავ რა. : D
რაა ვქნა. : D
აი ასეთი საყვარელი ვარ.
თუმცა არამგონია მთლად აუტანელი ვიყო. : )
მერე წამოვედი სახლში და ტკბილად დავიძინე. თან,
ძილის წინ იმაზე ვფიქრობდი, რა საინტერესო ვინმეა, თან საერთოდ არ მაბამს მეთქი.
არიან ხოლმე ეგეთებიც. რა სტრანნია, არა? . : )
ჰო, ჰო,. ზუსტად იმიტომაც ვემეგობრები.
ეხლა წავედი, დედის დღეა და იქნებ რამე საინტერესო ჩავიდინო.თ. მე და დედამ. თქვათ. : ) დანარჩენები სადღაც გაშპნნე.
მიყვარხართ ყველა.
გკოცნი. თ
შენი გრძელფეხება მამილოს გოგო,
პეპილოტა ეფრიომ როლგარდინა ვიქტუალინა. (ცოტა ავურიე მარა არაუშავს. შენ ხო იცი და პეპიც თანახმაა. )
This post has been edited by niki-biki:) on 3 Mar 2014, 17:06