anamch მადლობა ანასტასია

ჩავთვალოთ რომ ველქამ მი ბექ : ))
dreamer@ 
ყავა დალიე ოღონდ! : ))))))))
-
ამბავი ესე ტესტირებისა
მივედი. უნივერსიტეტია. დერეფანში სალომე მხვდება. კურსელ დაქალთან ერთად. (სწავლა დავამთავრეთ რა ხანია). გამხდარა. სიფრიფანა ჩანს. აცვია ლურჯი, შიფონის კოპლებიანი კაბა. მაგარია

სად ნახა?. სამსახურიდანაა მოსული, დაღლილი და კმაყოფილი. ფაქტიურად, არ მელაპარაკება. დაღლილია მაგრამ.. ჩაკეტილი გოგოა ვითომ?
ზემოთ ვდგავართ.
ვუყურებ და ვიგრუზები. : აი გოგო! ჩამოვიდა რაიონიდან, ისწავლა, დაქალებიც ჰყავს და მუშაობს და არის მშვენივრად.
მე კი, აქ დაბადებული და გაზრდილი, ვერაფრით მოვერგე ცხოვრებას. რა ბანძი ვარ, არა?
მაგრამ მახსენდება რომ ჩემი დეპრესიების დრო სამუდამოდ დამთავრდა და კარგ განწყობას ვინარჩუნებ.
კიდევ ვირაც გოგომ ჩაიქრიალა. ყვითელი, მხიარული შიფონის კაბა აცვია და ბალეტკები. მდაა. მაღლები არ ჯობდა? რა ვიცი აბა.
კაბები მომწონს. მიყვარს. მეც შიფონის კაბა ამცვია. ყავისფერი. ფრილა.ა ლამაზი. სადა. მგონი ეგეც წაუკოპლებს.

მამაკაცები: სალომეს ნაცნობი მაღალი ბიჭI. დიდად არ მიყურებს. მეორე ნაცნობი. კარგი ტიპი ჩანს, ჭკვიანი და ჩამოყალიბებული. არც ეგ მეკონტაქტება. აქ უჩIნარი ვარ. რატომ ნეტა? მაგრამ არ ვბრაზობ. ისედაც გულწრფელად მიკვირს ყურადღებას რომ მაქცევენ.
თუმცა ყურადღებას ორი ყველაზე კარგი ტიპი მაქცევს. ერთი - მაღალი, კიბესთან და მეგობრებთან აყუდებულა. მეორე უფრო პატარა ჩანს. ცოტა გრძელი თმა აქვს და ლამაზი თვალები. საინტერესო ბიჭი იქნება. როგორ მიხვდა რომ მისნაირი ცოტა მირტყმული ვარ? არაორდინალური ანუ.
ყვითელკაბიანი გოგო ერთი შორეული ნაცნობის ნაცნობიც აღმოჩნდა. და თან ჭკვიანი. ჩემი ყოფილი ფიქრი - სულელი გოგოა? რა ბალეტკები, მაღალი მაინც იყოს, - ქრება. ალბათ, იდეალური მინდოდა იმწუთას ყოფილიყო, თორემ აბა ვის ეცვა ყვითელი კაბა? შიფონის. თან. ლამაზი ტუჩები ჰქონდა. ნახევრად რუსი. ალბათ. ძალიან სიმპატიური ჩემი ნაცნობის გვერდით დგას.
დასანანია რომ კაი 3-5 წლით დიდი ვარ ამ ბიჭებზე. შეიძლება მეტიც. არადა მათი უფრო კარგად მესმის ვიდრე დიდების და დაგრუზულების.

)
ჩემი ნაცნობი ყურადღებიანია. (რა ეტაკა? ) ხანდახან მგონია რომ აკრგი ადამიანებსი ყურადღებას ვიმსახურებ და მიხარია. ესეიგი არც ისე ცუდი ვარ. იქნებ ოდესმე კარგადაც ვიყო.
ტესტირება რთულია.
ვატყობ, როგორ მიტევს ნევროზი და სული მეხუთება. ფანჯრის იქით მწვანე ნაძვებს ვუყურებ. და ვფიქრობ, რომ ეს ნევროზია და მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. და სხვებიც ჩემსავით დაიღალნენ და არაფერი მაქვს განსაკუთრებული საწუწუნო.
ტვინს ვიტეხ. ძაალიან უცნაური სიტყვებია ტესტებში ჩაკვეხებული.

ბოლოს ვბრაზდები კიდეც. რობუსტა! : D
დაღლილ-დაშტერებული გამოვდივარ. მაგრამ მალე ვიკრებ ძალას. ორი გულშემატკივარიც მყავს. დედა და ერთი შორეული ნაცნობი. რომელიც, კაცმა რომ თქვას, ბევრ ახლო ნაცნობს მირჩევნია. პატარაა. თორემ გადასარევად გამოგვდის მეგობრობა. უფრო სწორად, მე პატარა ბავშვივით ვტიტინებ მასთან, ის კი მშვიდი, ბრძენი და ჭკვიანია და მუდამ კარგად მისმენს. ცოტა დავფრთხი, არ მიდან ვიქაქანო. ის კი ისევ მშვიდია.
ვურეკავ.
მერე ტესტი გრძელდება. ისევ რაღაც რთული. მეცინება. თავს ნორმალურად ვართმევ. და ჯორჯზე ვფიქრობ. მან შარშან ჩააბარა ეს. რატომ არ მიტხრა? ვბრაზობ. და მერე მახსენდება, რომ შარშან ამ დროს ჯორჯი სულ ახალგაცნობილი მყავდა და ვერაფერსაც ვერ მეტყოდა, მამენტ. ჰოდა აღარ ვბრაზობ. გამარჯვებული, კი, იქიდან ისევ და ისევ მე მირეკავდა.
მენატრება ჯორჯი.
წერის ადწყებამდე უკან ვტრიალდები. გულშემატკივარი მჭირდება. ვინმე. ერთი-ორი რომ გავუღიმო. ვღელავ სრულ მარტოობაში. ვიღაც გოგოც მელაპარაკება. არც ისე კარადგ ცოდნია რაღაცეები. ანუ არც ისე ცოტა შანსი მაქვს. ეგ კარგი. ეს გოგოც კარგი გოგოა. დაე გავიდეს.

უკან ვტრიალდები. ბიჭი ზის. ასე, 20 წლის. მეტი შეიძლება. რაღაცას ვეკითხები. ველაპარაკები.
არააბეზრულად. მაპსუხობს.
ბოლოს უკვე ვერ ქაჩავს და წამით იბნევა. მერხზე ემხობა დასვენების ნიშნად ცოტა ხნით და უხერხუად ეღიმება.
: )
აი იცი როგორი ბიჭია?
გოგო რომ უცებ არ აეკიდება. და თვითონაც არ არსი ძაან თავდაჯერებული. არადა აი უეჭველი მგონია რომ ძალიან კარგი ბიჭია და ჭკვიანიც.
რა სისულელეა რომ ბიჭები თავდაჯერებულები არ არიან.
იმედია გავახარე. : )
მერე დავამთავრე ტესტი, გავედი გარეთ, ნეგობარს დავურეკე, გამახალისა, გამამხნევა, გავისეირნე ვაკესი, ჩავუყევი მელიქიშვილს (ცოტა მტკივნეული მოგონებებიტ), მშვიდად დავჯექი სკამზე ვერის ბაღში, დავლიე წყალი, შევახრამუნე პატარა ფუნთუშა და წავედი სახლში. : )

ნეტავ კარგად ვიყო ოდესმე და დავივიწყო გატეხილი სიყვარული. ნეტავ რა, ნეტავ.