აქა ამბავი სიყვარულისა

დიდხანს მიყვარდა ეს ბიჭი. თან იყო და თან არ იყო. იყო ქერა, ქერა, ცისფერთვალა. დიდხანს და ძალიან მიყვარდა და სულ ვივიწყებდი. არ მიყვარხარო, მეუბნებოდა. და მეხუტებოდა და მაქებდა მერე. მე კი სულ სიყვარული მეგონა ეს.
დღეს დავშორდით. არარასოდეს დაბრუნდე მეთქი, ვუთხარი. არა, მხოლოდ წელს დავშორიშორდეთო. მომავალ წლამდეო. ვერ დამთმო მაინც.
არა, სამუდამოდ. თორემ ლოდინს დავიწყებ.
ხვას რომ მოვეხვევი, როგორ გეტკინებაო.
მეხუტებოდა.
ხომ იცი, მზად არ ვარ რაიმე შევცვალო. ''
აბა, არ მიყვარხარო? ეგ არაა მთავარია?
სიყვარულს ვერ შეაკავებ, თავისით მოდის. რა ვქნა, არ შემიყვარდიო. სულ ეს მესმის. მთელი წელი. იმეორებს გაუთავებლად. ად ეს იყო ყველაზე საძაგლობა. წასვლითაც არ წავიდა. ვერ გავაგდე. არ დამთმო. საზიზღრობაა, აბა რა არის?
სიყვარულის ამბავი მეთქი.
როგორ აღვწერო?
რომ სინათლისფერია, როცა საყვარელ ადამიანს ეხვევი.
და რო ჩვენივე წარმოსახვა გვიყვარს და არა კონკრეტული ადამიანი. და თუ წარმოსახვა ემთხვევა რეალობას, ყველაფერიც კარგადაა.
მე არ მეხერხება ხოლმე, სულ ვფანტაზიორობ და ფანტაზიებში მივდივარ. რაღაცნაირები წარმომიდგენია. ძაააააააა-ან რომანტიკულები. და ხახვურები შემრჩება ხელში.
ნეტა ეს ჩემი გამოგონილი იდეალი რეალურად შეიძლება იყოს. ალბათ არა. რეალობა უკეთესია ხოლმე.

მართლა. და თან ძაან.
* * *
მელაპარაკოს ვინმე. დამირეოს და მელაპარაკოს გათენებამდე. ხომ შეიძლება. გათენებამდე, ზეგ დილამდე. ორი კვირა მელაპარაკოს. ხომ შეიძლება. ხომ შეიძლება. ხომ, ხომ. ძალიან მტკივა და მეშინია.
ძალიან მტკივა და ძალიან მეშინია.

გაივლის ხო...
არ დამღალა ამ სისტემატური შოკებით კაცოოო, ვახ!!! აღარასოდეს-მეთქი, არ უნდა დამეთმო!! აღარ დაბრუნდე, არა!! არასოდეს!!!
