კარგია რომ არავინ მიცნობს აქ. ცხოვრება უფრო ადვილია ასე. როგორც კი ახლოს გაეცნობი ადამიანებს, ეგრევე იკბინებიან. ასე კი ყველა საყვარელია. თავიანთ საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებენ. არ არის გამორიცხული ისედაც კარგები იყვნენ. მე დავიღალე უბრალოდ.. : )
ზაფხული წყნარია.
ბოლო 10 წლის განმავლობაში წარსულს ვებრძოდი. 11 წლის წინანდელია უკვე მოგონებები, თავისი ყველაზე ძველით. წელს მგონი პირველი ზაფხულია, როცა ამბები არ მჩხვლეტს. არ მაწუხებს. : )
რომ შემომხედო, არ მეტყობა სევდა. ასე, უცებ არა. შეიძლება თქვა ცოტა უცნაურიაო. ფერადი, მხიარული გოგო ვჩანვარ. ენაჭარტალა. ვქაქანებ ხოლმე გაუთავებლად. სინამდვილეში იმიტომ, რომ სიჩუმე ად საკუთარი სამყარო ცარიელია, და მაშინებს, როცა ვჩუმდები. ეგრევე ცუდად ვგრძნობ ხოლმე თავს. ბოლო დროს ისე აღარ ცხადია. რა შედარებაა. თითქმის კარგად ვარ.
რამდენი გადავიტანე იცი? აი არ იცი. რომ ითვალო, ვერ დაითვლი. რამდენი მეგობარი და რამდენი არშემდგარი რომანი, დიდი სიყვარულის ძიებაში. ემოციებით აფეთქებული სულელური რომანტიკები. როცა არ ვუყვარდი და მე დიდი სიყვარული მეგონა. აეეე რას ვუბერავდი?
14 წელი საფრთხილო ასაკია. ძალიან. ალბათ. მაშინ ორ დაქალს, ორ ძმაკაცს და ერთ ჯერარ-შეყვარებულს დავშორდი. თითოეული მათგანი ქვეყნის ჩამონგრევა იყო. მახსოვს ეგ შეგრძნება. რა დაემართება 14 წლის გოგონას, როცა 4 დარტყმას მიიღებს ერთდროულად? (დაქალებს ერთად დავშორიდ და ერთ ამბავად შეგიძლიათ ჩათვალოთ).
ისინი მჩაგრავდნენ ხოლმე და დამცინოდნენ. დაცინვით დამშორდა ორივე ''ძმაკაცი''. ერთი მათგანი განსაკუთრებულად მიყვარდა. ძალიან. უზომოდ.

როგორც უფროსი ძმა, მეგობარი, რა ვიცი.

ეხლაც მახსოვს. სადაა ნეტა? როგორაა? მერე ბოდიში კი მომიხადა, კაი დროს..

ბავშვობის დაქალი კი... სასტიკი, სასტიკი. კოშმარები მესიზმრებდოა ხოლმე. და წლების განმავლობაში მაკრთობდა მისი სახელის ხსენება. ''ეს რომ ენახა დამცინებდა ალბათ''.

რა წარმოუდგენელი სისატიკე ჩანს ეხლა. და რა სევდიანი პატარა გოგონასათვის...
ეხლა დიდი გოგო ვარ. ზრდასრული. წარსული აღარ მაწუხებს. ისეთი ყვირილით - ვერ. !
და გარშემო კი.. სიცარიელეა თითქმის.
რას ავაშენებდი ასეთი?
მაგის კარგიც,

არაუშავს. უკეთესობა იქნება

გკოცნით და კარგ ზაფხულს გისურვებთ :* ძაან კარგს :* სათითაოდ