ის საღამო მახსოვს.
რბილი ღამე იყო. სადღაც მივდიოდი, და დამირეკა. სად ხარო. გამო.
გავედი. მარჯანიშვილის აბრდღვიალებულ ქუცაზე ჩაიქროლა მარშუტკამ და გაჩერდა. როგორ შევხვდი? ცივად :დ არ გადავკოცნე. მხოლდო იმიტომ, რომ ეს ამაღელვებელი იყო. გაბანძდა :დ მაგრამ არ შეიმჩნია. ო, არა, ეს არ მქონდა მიზნად. თუმცა ღირსი კი იყო :დ

)
მერე ქუცას დავუყევით. რა ეცვა> რაღაც პრონწკი ალბათ. ნაბახუსევი იყო. დაღლილი. საქმეებს აგვარებდა მთელი დღე. მე მტკიოდა ალბათ ცოტა, ტუმცა ვერ ვგრძნობდი. ან არც მტკიოდა. ისეთი გულგრილი და ვიცი იყო ეს ყველაფერი. და მაინც თბილი. : ))
ერთ ლამაზ ბაღში შევედით. შესასვლელთან შევდექი. და აღტაცებული თვალებით ვუყურებდი შესანიშნავ ქანდაკებას. ესეც შენ. კულტურული შთაბეჭდილება, ასე ვთქვათ. : )
მერე შევედით. დიდხანს ვისხედით ცოტათი უაზროდ. მე ჩემს საყვარელ სერიალზე ველაპარაკებოდი. გოსიფი. მას კი სულ არ აინტერესებდა. მე კი, ჩემი მოწყენილი ყოფნა, (ასე ვთქვათ) ამ სერიალის გმირებით და აღტაცებით იყო აჟიტირებული. მასზე ვერდახარჯული ემოციები ამ გმირებში ცავდე. ნეტა თუ მიხვდა ამდენს : )) მიხვებოდა, კი. ოხერია. მერე ბავშვებთან მივიდა.
ერთი ბიჭUნა გაასეირნა... მე ცრემლებმა დამახრჩი კინაღამ. ოდესღაც, გულის სიღრმეში, და მაშინაც : )) მინდოდა მყოლოდა მასავით ღია ფერის ბავშვები. რომ გავიცანი, ნიჭიერი'' გადიოდა. ლუკა, ნახე რა მაგარია, რა მაგარია. ვეუბნებოდი. : )) ოხერია. იგრძნო. აჰ. და გაატარა, ვითომც არაფერი.
რბილი ბაღი იყო, სევდიანი. და ჰო, ზუსტად ის დღე იყო, წამოსვლისას ჩავეხუტე. მეგონა ევღარასოდეს ვნახავდი. ძალიან ცივი შეხვედრა იყო. ის კი - ძალიან დაღლილი, გათიშული და ნაბახუსევი. მივდიოდი, და იმხელა სიცარიელეს ვგრძნობდი ჩვენს შOრის.
''ეს შენ, ყველაზე ლამაზი ყურძენი. არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ მე დედოფალა დავარქვი''.
ეს ბევრი თვის წინ იყო ხო?
მოგონებები არც ქარში და არც ზღვაზე არ აფრიალებულან. მეგონა ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. არადა, კიდევ შევხვდით რამდენჯერმე.
რა ბედნიერი ვარ მის გარეშე. ოჰ. უუუუუუუჰ. რა კარგია რომ ვეღარ მიშლის ნერვებს : )) აი სასჯელი. და პლუს უჩემობა. ვიცი, ჰგონაი ისევ გამოვჩნდები, თან სჯერა რომ არ გამოვჩნდები. ასე თან უნდა, ოღონდ თან არც. და საერთოდაც, არ ვიცი რას ფიქრობს. არც მაინტერესებს, რა მნიშვნელობა აქვს.
და მაინც. რაიემ ლამაზი. ვთქვათ, დარეკვები, მთვრალზე. ''მიყვარხარ სიგიჟემდე. '' და თვეების მერე ისევ ''მიყვარხარ.. მერე რა რომ რაღაც დონეზე არ შედგა ჩვენი ურთიერთობა, ამიტომ უნდა შემიძულო?''
''მეც მომენატრე...''
''როგორ გეტკინება გული, სხვას რომ ჩავეხუტები''
''ხომ ციი, ჯერ მზად არ ვარ რამე შევცვალო''.
ისე კი, ვერასოდეს ვბრაზდები ხოლმე : ))
აი ვერ. მეღიმება ბოლოს : ))