რუმის სასულთნო — ფეოდალური სახელმწიფო მცირე აზიაში, რომელიც არსებობდა 1077 - 1307 წწ.
შეიქმნა ანატოლიის თურქ-სელჩუკთა დაპყრობის შემდეგ XI—XIII საუკუნეებში. 1090 წლისთვის რუმის სასულთნომ მოახერხა დაეპყრო იმ დროისთვის ანატოლიაში არსებული ყველა ბიზანტიური ქალაქი და დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებთან გავიდა. სასულთნოს დედაქალაქი თავდაპირველად ნიკეა იყო, შემდეგ კი კონიაში გადაიტანეს, ამიტომაც ზოგ წყაროში მოხსენიებულია, როგორც კონიის სასულთნო. რუმი 1243 წელს ქოსე-დაღის ბრძოლაში დამარცხდა მონღოლებთან და გახდა მათი ვასალი. რუმის ტერიტორიაზე XIV საუკუნეში ოსმალეთის იმპერია დაარსდა.............................მევლანა კონიაში ცხოვრობდა და იქვე განისვენებს....თუმც სხვაგან დაიბადა...დღევანდელი ტაჯიკეთის ტერიტორიაზე და ენით სპარსულენოვანი იყო........ჯელალედინ რუმი ფსევდონიმი კი რუმის სასულთნოს მიგვანიშნებს....ისე კი რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს თავის პოეტად,როგორც ყველა დიდ მოღვაწეს და პოეტს................................თვით მევლანას ლექსი ასე ჟღერს ამ კუთვნილებაზე ........ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი* არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა** მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა*** ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
This post has been edited by kardinali100 on 15 Jun 2013, 22:47