Bra-Userოხ ახალგაზრდობავ, ახალგაზრდობავ..............
რჩევას მოგცემდით, რჩევების მიცემას არ ვარ ჩვეული..
სანამ ხართ ახალგაზრდები, იყავით გამორჩეულნი..
გაერთეთ სანამ ვიდზე ხართ, სანამ ქორფა გაქვთ სხეული,
სანამ არ დაბერებულხართ, სანამდის არ დასნეულდით..
სიგიჟეები აკეთეთ, იყავით გადარეულნი..
იჩქარეთ სანამ მოვიდა.. სიბერე-ბნელი, წყეული..
მოვა და აზრი აღარ აქვს, ისხდებით ხელჩაქნეულნი..
თავს არ მიხედავთ და ივლით ნასკ-კოლგოტ გამოხეულნი..
ეგე თმაც შაგითხელდებათ, რო გადევთ დაწნულ ხვეული..
სანამდის გვიან არ არი, სანამ არ გაქვთ დარხეული..
გაერთეთ, ხშირად გაერთეთ, არასდროს იყოთ ეული..
ტოლ-სწორი ნახეთ იარეთ, ყელ-ხელ-ფეხ-გადახვეულნი..

დამიჯერეთ.. ისე უცებ გავა ცხოვრება, უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ... ისე უცებ გავიდა 27 წელი, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი....
This post has been edited by smith14 on 17 Dec 2013, 23:12