norieli
მეც მევასებოდა სახალისო ისტორიების გალექსვა ომამდე..
ხევსურეთში ირიჟრაჟა, ჯერ ბინდი ადგა ხევსაო
ადრე ამდგარა ჯოყოლა არ დაუცადა მზესაო..
ჩოხა ჩაიცვა, შაივლო ხელი შავ ულვაშ-წვერსაო,
მსწრაფლ ეზოს გამაეშურა შეახტა თავის ცხენსაო..
გამოაჭენა შავთვალა, ელოდებიან ბარშიო,
სწადია გოგოს დანიშვნა წამაიყვანოს მთაშიო..
დანიშნულ დროზე მივიდა ჟრუანტელი სდის ტანშიო,
მიაბა შავფაფრიანი, მოყვარე დახვდა კარშიო..
შეიპატიჟეს ეზოში, დასხდნენ გარშემო მისსაო..
თვითონ შუაში ჩამოსვეს ტაბლა დაუდგეს ხისაო..
მოხდენით დაჯდა ჯოყოლა, უხდება ხანჯლის ყუაო..
მხრებში გაშლა დააპირა... შემთხვევით გააკუაო...
შერცხვა გაწითლდა ვაჟკაცი, დაიწყო ბორგვა სკამზედა
უნდა იმ ხმას მიამგვანოს რომ არ იფიქრონ მასზედა..
წამოდგა გოგოს მამაი უმალ დაადგა თავზედა,
დაიხარა, გაამხნევა, ხელი მაჰხვია მხარზედა..
უთხრა: გეყო ეგ ტორტმანი, იმ ხმას ვერაფრით ამგვანებ,
რო მიამგვანო მაინცა ჰაერი ჰო მიამწარე..
ეგე სკამიც არ გასტეხო გამოვთალე ბზის ხეზეო,
თორო კიდო როს ჩამოხვალ, დაგსვა რაღა ჩემს ###ზეო...