anamch
me xo, magram Shen?

        
ჯგუფი: Members
წერილები: 35513
წევრი No.: 408
რეგისტრ.: 31-October 01
|
#44007754 · 11 Mar 2015, 22:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვიპოვე ყველა ნაკუწიი
მგალობელი-ალუბლის ბიჭი ქაშუეთში გალობდა ისეთი სხვანაირი იყო.. არაფერში ეწერებოდა არც თანამგალობლებში.. ნახევრად პარაფინიან, ვითომ თაფლის სანთლის წვრილ ბოლშიც კი..
ისეთი ჩვეულებრივი, სამოქალაქო ცისფერთვალებიანი, ოდნავ სლავური გარეგნობის, რაღაცნაირად არამგალობლური ტიპი... მოგვიანებით გავიგე , რომ სამხატვრო აკადემიის მესამე კურსელი, ე.წ დამწყები ფერმწერი იყო, რომლიც შეთავსებით კაფე "კოლუმბოში", ნახევარ განაკვეთზე , გიტარაზე უკრავდა და სოლისტობდა , შიგადაშიგ... სლავური გარეგნობის, სტუდენტი მხატვარი, იმ დღესაც ქაშუეთში გალობდა.. ხომ ვთქვი, არც ხმა არც გარეგნობა და არც წესი დგომის(როგორც იდგა) გარემოს არ უხდებოდასავით სხვათაშორის იდგა, სხვათაშორის გალობდა, ჯამაგირისთვის... მაგრამ უნამუსოდ ლამაზი და უჩვეულო კი იყო დალოცვილი....
დაბარებულივით გამომეცხადა, ერთი , სკოლისდროინდელი პაკლონიკი, შუა წირვისას, ეკლესიაში და დიდის ამბით გადამეხვია..
ჩაავარდი უხრხულ დღეში.. ნეოფიტი ვიყავი ეკელსიისთვის და წეისის დაცავა მომეთხოვებოდა.. მართალია, შარვლით და უთავსაბუროდ ვიყავი, მაგრამ ისეთი ბიჭური გარეგნობა მქონდა... ვაბნევდი მრევლს... მოძღვრმადე ჯერ დიდი გზა მქონდა გასავლელი.. ასე რომ სახელდება და სქესის გამჟღვნება ,მაინცადამინც არ მაწყობდა.
ამან კიდე აიკლო ტაძარი- ანა,ანააააა...მიქაძეეეე,,შე ყურუმსაროო!
... მოვითმინე .. დიდის ძალისხმევთ, იდენტიფიცირების პირველი შემოტევა , და ვფიქრობდი -ჯანდაბა, ამას , როგორც იქნება დავეხსნები და დავუძვრები ხელიდან-თქო, რომ ამ ჩემმა მოპაკლონიკო ელემენტმა , გაშლილლი ხელებით პირდაპირ მოადინა ტყაპანი იმ სლავური გარეგნობის ყმაწვილკაცის მხარბეჭზე.. ოპააა... მხარბეჭი კი ქონდა, კი "ბაგატირსკი"..იმას! ავშენდი... გავამხელ- მინდოდა გამეგო-როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში, ასეთი "ფეისი" ასეთ სივრცეში, მარტო ეს მინდოდა ,მეტი არაფერი... დედას ვ ფიცავარ!
***** გავიცანი(თ)
ნაკვესი- II იმდენად მეგრულ ზანურ-ფრანგული სახელი მომიხია, გავშეშდი... ლერი-მითხრა ჭაბუკ მზემ, ისეთი, ისეთი მეგრული "პრონანსით" სოფელი ფოცხო გამახსნედა- ბაბუაჩემის მიგდებული მამული-გოს-ნოხორი გო-არ ვიცი სახელი იყო თუ სახელის წინა მარცვალი დღმდე, მაგრამ ნოხორი -ნასახლარია და ეს გამახსენდა...
დამცეცხლა ტანში- კოლხი ყოფილა -ზევსი ესაააა...მამაძაღლი!!!!
ანა-ვუთხარი ეგზომ გაწბილებულმა და უხრხულად დავუწყე სანდლის წვერით ფილაქნს წვალება...
ნაკვესი #4 ******* მაზაკვალი იუმორი კი ქონდა კი თურმე, -შეეშვიტ მაგ ფილაქნს-საუკუნე ნახევარზე მეტია დააგეს , ფარცაგი არაფერი მოაწიოთო... მომიჭუტა ცალი თვალი და , ჩამიკრასავით...
შეთანხმებულივით გავლაგდით კარში სამივე, ალექსანდროვის ბაღის ბესეტკაზე ჩამოსაჯდომად და პაპიროზის მოსაწევად....
ვაბოლებთ და მერევა მისი მოკლეჩატებული პერანგის საკმეველმოხვედრილი და არცისე კეთილშობილი პაპიროზის სუნი ერთმანეთში... უზარმაზარი, ტოტებგადაბრდნილი ხის ძირში ვიქარვებთ ნაღველს... გვადგას ეს ხე, ფოცხოს წაბლის ხეივანივით თავზე და მზეს უშვებს ტოტებს შორის ... ველური ლობიოსნაირი, გრძელი პარკოსანი კიდია ტოტოებს და დაფერილია შეჭირხლული ქლიავისფრად... ერთი ცალი სიგარეტის ღერის გვერდით, მარცხენა გულის ჯიბიდან, მსხვილი , მრგვალწვერიანი, აშკარად რბილზე რბილი ფანქარი დააძრო და დაიწყო ამ პარკოსნის ჩახატვა....
-კაი განათებააოო, კაიო... ვუყურებ და ვფიქრობ - ეს მე მალე შემომთავაზებს სახელოსნოში სკამზე ჩამოჯდომას და ვემზადები.....
ჩემი განუყრელი ფოტოაპარატი, თან მქონდა....
ნაკვესი V
არ მორჩა ხატვას... თითით რამდენჯერმე ჩააშავა ქაღალდზე გადატანილი პარკოსანი და სხივის გამოკვეთა უნდოდა აშკარად, გვერდიდნ დაფერილი ლობიოს მაგვარი ხის ნაყოფი ცოცხლდებოდასავით... გაერთო ერთი წამით მომეჩვენა , რომ მეც დავავიწყდი და ჩვენი საერთო ნაცნობიც, მგალობლის მოვალეობაც... ჩვეულებრივად კი არ მივავაიწყდით.. აი -მი ვა ვი წყდ ით!
გავერთე ამის ყურებით, მომეწონა... წუთის წინ ჯამაგირისთვის მგალობელი, ახლა კი გატაცებით ჩანახატად ქცეული პერსონაჟი....
ცოტათი, საერთო ნაცნობის ცქმუტვა , არღვევდა გაუფორმებელ შეთანხმებას-ჩუმად ვყოფილიყავით სხივთან, რომლის დაჭერასაც ის ცდილობდა..
დაუძახეს ეკელსიიდან.... შემოხვალთ თუ დამელოდებითო-საერთო განცხადება დააგდო.. რადგან პირდაპირ მე არ მკითხა, პასუხიც მცქმუტავს ავკიდე და დაუმშვიდობებლად გადავეცი ეკლესიის წიაღს მხატვარი და მგალობელი...
იქვე დავიწყე ბოდიალი ალექსანდროვის ბაღში..
ამას, ოდინდელ მეტრფეს, რომ ვერ მოვიცილებდი უკვე ვიცოდი, მაგრამ წასვლაც არ მინდოდაა.... -დაველოდოთ? - სასხვათაშორისოდ მკითხა, იცოდა . იცოდა ფეხსიმომცვლელი არ ვიყავი... კამერას , იმდენჯერ დავახურე და მოვხადე ობეიქტივის სახურავი, გასაგები იყო -დაუსრულებელი პორტრეტების ახალ ქრონიკაში გავყავი თავი... ნაკვესი VI
ეკლესიიდან ,ფეხაკრეფით გამოპარულ მოზარდივით, წამოგვადგა თავზე.... ფეხით წამოვლალდით რუსთაველზე... მუნჯივით იყო.. ხმას არ იღებდა.. ეს დალოცვილი საერთო ნაცნობი კი ლაქლაქებდა..
სიმუნჯემ კამერის დასაქმების ხალისი გამიქრო... არა, ხმოვან ფოტოებს ხომ არ ვიღებ, მაგრამ ხასიათი მოდის ხლოლმე, პესონაჟი ზმნებს რომ აფრქვევს- კაი, თუ ზმნებს არა, შორისდებული მაინც ხომ უნდა გტყორცნოს, რომ შეგარხიოს..
არ შემარხია.. მომბეზრდა ასე ცალკარში არ გატანილი ბურთების რაპიდი და დამშვიდობება ვცადე, ხელი ენერგიულად გავუწოდე, ვითომც მკიდხართ, ძმებო და პაკააააა.. ისე მომიჭირა ხელზე ხელი, მართალი რომ ვიყო, კი არადა ისა-გულწრფელი- მეტკინა და დავიჭყანე.... გაიცინა... იმან კი გაიცინა ,მაგრამ მ ე რომ მტკიოდა არ გაშვებული ხელი და ვერც ვიძვრენდი თითებს?
ვდგავართ ასე . შუა რუსთაველზე, მე - კამერა გვერდზე მოგდებული, ჩვენი საერთო ნაცნობი- ფრიად მორღვეული (აშკარად არ ესიამოვნა ნაუცბათევი ფლირტის დასაწყისის შემსწრეობა) და ის- უზარმაზარი მწვანე , თუ ჭრელი თუ ცისფერი თვალებით-მაკვარანჩხი... დადის რუსთაველი შენელებული ექსკალატორივით აღმა -დაღმა... წრეზე! -გაუშვი , შე თუქსუსოო, გალურჯდა ქალი- მიშველა იმან, უფრო სწორად უხერხულობის დაპენტვა სცადა მეგობარმა...
-არა-არასადაც არ ვუშვებ-ისე ყოჩაღად აღმოხდა მგალობელს, მაისის ალუბლების მჭახე ჟრუანტელმა დამიარა სრულიად! -გაიხარე-მოვწურე გულის სიღრმეში, ბოლო ალუბალი და თბილი ნერწვიც მივაყოლე , ბონუსად...
მეგობარი ფათხა- ფუთხით დაგვემშვიდობა და შემატოვა ქუჩას და კაცს...
რატომღაც ხელჩაკიდებულმა ჩავუარეთ, ოპერას, კავშირგაბმულობის სახლს... რუსთაველზე, მერე რომ მოჭრეს, იმ ჭადარს და დავეშვით ელბაქიძის დაღმართისკენ... დანდობილად მივყვებოდი , ნება- ნება ვაგემოვნებდი თვალსა და ხელსშუა დამწიფებული ალუბლის წვეთებს.... უკვე მიყვარდა! **** დღეც ისეთი ცხელი იყო, მეტიც-მწველი- აიტანდა გადათეთრებულ,გაბრდღვიალებულ ხასიათის ზედაპირზე, ალუბლის ლაქას!
ნაკვესი - VII
არამარტო განსხვავებული სახლების გამო, ჰაერის კუბში მომწყვდეული დახუთულობის გამო, პლეხანოვი მაბრუებდა..
ერთად თავმოყრილი ნესტის და მეცხრამეტე საუკუნის დავიწყებული სურნელი ასდის სახლების ბათქაშებს... მეგრულ პრონანსიანი ,მოკლრძლებულ პერანგიანი და ცხა ა დგილას მოშაბაშე ყმაწვილი რომ ევრორმონტიან , თუნდაც კომუნალკაში არ და ვერ იცხოვრებდა , მივხვდი, მაგრამ დაბრეცილკიბეებიანი , სველი ნახევარსარდაფის ბინადარიც არ მეგონა, მთლად...
ოდნავ თავდახრილი შეუდგა კიბეებს დაღმა, მე რა მე მხრებამდეც ვერ ვწვდებოდი.. ჩამიყოლა...
გასაღები, კარად სახელდებულ ფიცრებს ზემოდან გამოაცურა და , ხელის მიკარებითაც , რომ ადვილად გაიღებოდა იმ საკეტს მოარგო.. შევედით..
ოთახის შუაგულში , ჭერზე ეკიდა მავთულისგან დაგრეხილი ე.წ "ვეშოლკა", ზედ სუფთა, სუფთა, ნესტის სუნიც რომ ვერ მოერეოდა, ისეთი ,ექვსიოდე პერანგი ეკიდა-მერე დავთვალე, სხვა დროს..
ერთი, სამნახევარ ფეხიანი მაგიდა და საკუბოვე ტახტზე-უბანში რომ ყველა დაატარებს , სანამ ნამდვილ კუბოს მოიტანენ (ფიცარნაგზე) კოხტად დაგებული ლოგინი, სრულიად ამოვარდნილი იყო ამ რეალობიდან..
მოლბერტი -პალიტრა კი იდგა ღირსეულად და ნესტის სუნს ზეთის საღებავების სასიამოვნო სუნით თრგუნავდა...
ღრმად ჩავისუნთე ,მინდოდა ეს სუნი დიდხანს ..დიდხნას დამემახსოვრებინა
ეს არ იყო ღარიბი სტუდენტ ,მხატვარ,მგალობლის სამყოფელი
ეს დასამახსოვრებელი სივრცე იყო... ლამაზი , ახალგაზრდა კაცის, შინა -არსით ამოვსებული სივრცე...
*********** გამხმარ და გახუნებულ მწვანე ხახვის ფოთლებს , სულ ოდნავ ალაგ -ალაგ ჰქონდა შერჩენილი მბჟუტავი სიხასხასე, სუნიც, რასაკვირველია მინავლებული, ჩამქრალი მწვანე ხახვის სუნი.. სამაგიეროდ ბოტLში გამესამედებული ღვინო კამკამებდა ვარდისფრად...
და გაქვავებული პურის ნატეხები ... ობის წვრილი ნამცეცებით დაცვარული-ბოლო "მაზოკი" იყო ამ დრო და სივრცე გაშეშებულ პაწაწინა ნახევარსარდაფში....
***** ეს იყო კარგი, არა , საუკეთესო დისონანსი, მთელ დანარჩენ სამყაროსთან..
გახუნებული კონვერტის, აი წლები რომ იკარგება კონტინენტებზე და მერე ჩამოაღწევს, აი ასეტი კონვერტი- ოთახი ჰქონდა პერსონაჟს!
ნაკვესი VIII
********************** რა უნდა შემოეთავაზებინა... ? გამესამდებული ბოთლიდან, ვარდისფერი ღვინო ჩამოასხა აზერულ ჩაის (გულმუცელგამოყვანილ)მომცრო ჭიქებში და უხმოდ , კი არ მომიჭახუნა.. არამედ... "არამედმომიკაკუნა".... კი ზუსტად ასე იყო -" არმედმომიკაკუნა!"
როგორც წესი, არ და ვერ ვსვამ(ისედაც სულ მთვრალივით ვარ) ან ვტირი, ან ყველის ვაჭარივით ვიკრიჭები...
შეჭამ რამეს? -ისე მკითხა, გეგეონებოდა დადიანების ტრაპეზი მედო ცხვირწინ და ვიბზუებდი... უაზროდ შემოვხაზე სამკუთხა ბარატივით პატარა სივრცე, რაც ნიშნავდა
რას- რას მთავზობ..? ჟესტიკულაცია მომთავრებული არ მქონდა, კედლის კარადა გამოაღო, კედელში ჩაშენებული , გარედან ფრიად გაურკვეველი წარმოშობის , მაგრამ როგორც არ უნდა გამკვირვებოდა კარგა მოზრდილი შიგთავსით, ზამთრის მარაგებით პირთამდე გამოტენილი თაროები გამოაჩინა.. "ამას მიმალავდით" -შეძახილს გავდა ჩემი შესაგებებელი გამოხედვა და დანართად წრეც..
მშიოდა დავტრიალდით.. ლამის ყველა ქილას ავხადე თავსიქალა და .................. ვინ ჩემი ფეხები იყვნენ დადიანები , სუფრა გაიშალა... საშინლად, საშინლად ჩქარა ვჭამ... მგელივით... ვილუკმები ისე მადიანად-უდაბნოდან სააქაოს მობრუნებულ ასკეტსაც რეტს დავასხამ და ავაღმურძლებ... ვერ ვიტან დან ჩანგალს თუ მშია და მგელიც მიტოკავს , ხომ საერთოდ... ათივე თითს ხელის მტევნამდე ვყოფ თეფშში, ვასოდომგომორებ ყველაფერს... ამ დროს საერთოდ, საერთოდ არაფერი უნდა მკითხო აზრი არა აქსვ-მთელი ვნება საჭმლისკენაა მიმართული და მხოლოდ მაშინ ცხრება, როცა უკანასკნელი მარცვალი მოპრიალებულ თეფშს განაჩენივით შემორჩება...
ვნაყდრები კი ძალიან სწრაფად და მერე ასევე სწრაფად ვდგები განსჯის ხასიათზე, სადაც წამყვანი ხაზი-ამაოებააა.. და ვამუნათებ დანრჩენ მსოფლიოს რომ დროულად არ შექმნა ტაბლეტი საკვების ნაცვლად- ატმის არომატით, თაფლის გემოთი ან სულაც კიტრის სურნელი არ იფრქვევა მრგვალი აბიდან... მოკლედ მძულს ღეჭვის ცერემონია....დანაყრებული სისხლძრღვები და დამცხრალი ტვინის გუგუნა ექო- "გამაძღარი ვარ".. ფუი.. ავშენდი....ცილებისგან ..ნახშირწყებისგან .... სავსეა- ერთიც, ორიც, სამიც და გნებავთ, თორმეტი გოჯი ნაწლავიც...
ეს პროცესი დამთრგუნველია... მაგრამ რას ვიზამ... ***** ის ნელა ჭამდა... ნელა ღეჭავდა... ჩემი კვების რიტმი დაზვერა ...სულ, სულ ოდნავი სინანულიც კი ვერ ამოვიკითხე მის მზრეაში, ვერც მარაგების შეთხელებაზე შევატყვე დარდი.. პირიქით, პროცესს ისეთი ნეტარებიტ დაუჭირა მხარი.შემეშინდა... ასე პედარასტები გიყურებენ, ჭამაში ჩადებული ენერგიის ხარჯზე , არშემდაგრი სექსი უფრო გამართლებულია....
და ასეც გავიფიქრე- პედარასტია...
და მყისიერად , გზად რომ გულში ალაუბალი მიღვიოდა , ტკაცანიტ ჩამოჭკნა და მოიჭმუჭნა... მშრალი , დაჩირებული ალუბლის სუნი დატრიალდა და ახლა ერთი ყლუპი "რუჟი"-ვარდისფერი ღვინის ერთი ყლუპი კი არადა, ვარდისფერი თუნდაც წვეთი, სასწრაფოდ მჭირდებოდა გამომშრალი ყელის ჩასასველებლად!\ მოვსვი, ერთი კი არა ორი ყლუპი.. ღვინო ცოთატი ქარდაკრული იყო, ოდნავ აძმარებული,მაგრამ თავისას ნამდვილად ჩაიდენდა-ოდნავ შემათრო... ზუსტად ისე, ფოკუსი რომ არ გემღვრევა და პირიქით ყველაფერს მკვეტრად ხედავ უფრო გაზვიადებულად, მაგრამ დამაჯერებლად.. დამჯდარ ფერებში და ტონალობებეში..
ფერები ახლა ნამდვილად თავის ადგილას იჯდა.... კედლეზე ერთი სველი ხაზი , ოდნავ ჩაჟანგებულ ზედაპირს გაკვალული სიდარბაისლით დანდობილად მიყვებოდა...როგორც ჩანს დიდიხანია კედელი ჟონავს...
ერთ წერტილს მივაშტერდი, სადაც ხაზი, წყლის პაწაწინა და სველი ხაზი რაღაც კორძისმაგვარს ნელა უვლიდა გვერდს... წარმოვიდგინე სხვა მაშტაბისას , რა ხმა ექენებოდა წყალსაც და კორძსაც.. ახლა ეს ყველაფერი ამ ოთახისთვის შესფერისი სიჩუმით იყო ჩადენილი ,
თითქოსს შავ-თეთრი ფანქრით მიახატეს კედელზე წვიმა!
*****
This post has been edited by anamch on 11 Mar 2015, 22:32
|