nforumi დამიჯერე ,ნამდვილად. რა ძალა მადგას,რომ ვწერ.
აბა ,ისაა საინტერესო,მე რომ თბილისი მოლში სიარული მიყვარს?ხომ ვწერ ხოლმე ხანდახან.
კაი,ახლა მოგიყვებით.4 დღე ისეთ შოკში და დეპრესიაში ვიყავი,მხოლოდ ქმარს დავურეკე და მოვუყევი,მზა საჭმელები რო მოეტანა იმიტომ,არაფრის გაკეთების თავი არ მქონდა.
ორშაბათს გამთენიისას ჩამოვედი ქობულეთიდან.ღამე წამოვედით,გვეგონა ტრასა თავისუფალი იქნებოდა.
სულ ორი საათი მეძინა და სახლში არანაირი პროდუქტი.
წავედი მარკეტში ,გვერდით ძალიან მაგარ ორმაგ ცივ ესპრესოს აკეთებენ .
ვიფიქრე გამოვფხიზლდები და მერე პროდუქტები,სახლი და სადილი.შევედი მარკეტში,ვიყიდე ყველაფერი .
ბოლოს მახსოვს ამიწონეს კალმახი,მიჭირავს პარკი და უცბად რაღაც მოხდა.
აზრზე რომ მოვედი. ვწევარ(ვგდივარ) იატაკზე და მაწევს ძალიან მძიმე(ასე მომეჩვენა) გაშავებული მოხუცი კაცი.
ყველა ყვირის,თავში ხელს იშენენ ,ვაი-ვაი და არავინ არ მაყენებს,არც იმ კაცს არ აწვენენ გვერდზე.არც სასწრაფოს არ იძახებენ,ყველა დაიბნა.
მეც მინდა ხმა ამოვიღო,მაგრამ სიზმარში რომ ვერ ყვირიხარ,ზუსტად ასე დამემართა.
როდის -როდის კაცი გადააწვინეს,გამოიძახეს სასწრაფო. ძალიან დიდხანს უტარებდნენ ხელოვნურ სუნთქვას და ,პირზე ნიღაბით წაიყვანეს,მანამდე კლინიკური სიკვდილი და ციანოზი ჰქონია.
მეც ნელნელა წამოვედი სახლში.დავწექი არსად არ დამირეკავს ქმრის გარდა.არავისთვის არ მითქვამს.
მთელი სამი დღე იმ კაცის სახეს ვხედავდი და სხეულზე მის სიმძიმეს ვგრძნობდი.
საოცარია, ამხელა კაცი დამეცა,არც შემიმჩნევია,გვერდით რომ იდგა . არაფერი არ მომტყდა,ხელები და ფეხები მტკივა ოღონდ.
ვიწექი ასე დეპრესიაში სამი დღე. გაიხაროს სერგეენკომ,არანაირი გასათიში წამალი რ ომ აღარ იყიდება ურეცეპტოდ.
მაინც ვერ გამოვდიოდი ორი-სამი დღე,
არავის ნახვა არ მინდოდა,არც ლაპარაკი,არც წასვლა.
ოთხშაბათს მივადექი აბაზანებს. ერთი 20-25 წელია ,მე არ დამილაგებია.
ვხეხე და ვხეხე ყველაფერი.კედლები,ჭერი,კაფელი -მეტლახი,საშხაპე,აბაზანა,მოკლედ ყველაფერი.ერთი სამი საათი.
ან საიდან ასეთი ენერგია,თან ხელები მტკივა.
როცა დავამთავრე ,კიდევაც გამოვედი მდგომარეობიდან და წავედი ამხანაგებში.
ახლა ძალიან ალერგია მაქვს საწმენდებისგან,მაგრამ არ დავეძებ.
* * *
marta007 დააგრძელა ამ სურათმა ეკრანი,მგონი
* * *
marta007 მართლა რა ლამაზია.
შენებიც დადე რა,არ მეღირსა მოსვლა.