ეს იყო საოცრად კომფორტული ურთიერთობა , მეგობრობა ყოველგვარი შეზღუდვების, ჩარჩოების , ჩაკითხების სულის გაწვრილების გარეშე...
ყოველთვის რატომღაც ბიჭებთან უფრო გამომდიოდა მეგობრობა ვიდრე გოგოებთან.
მერე ერთად ვიჯექით ხოლმე ფანჯრიან ადგილას, არ ვსაუბრობდით ბევრს. ჩუმად ვიყავით ან მუსიკას ვუსმენდით საერთო ნაუშნიკებში. რა თქმა უნდა მძიმე როკს, რომელიც ვიცი რომ მას არც თუ ისე უყვარდა, მაგრამ მაინც უსმენდა.
როცა მქონდა მხიარულობის მომენტები მასწავლიდა ცეკვას უნივერსიტეტის დერეფანში. მახსოვს ბავშვების გაკრვირვებული სახეები. (

).
ხანდახან უბრალოდ ვბოდიალობდით ხოლმე ქუჩაში.
თვითონ მიყვებოდა , თავის ცხოვრებაზე, იმედგაცრუებებზე. მე ცოტას.
მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა "ის". ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს ხშირად.
ვგრძნობდი მის სევდაც და მეც მენატრებოდა.
მერე გადავიდა სხვა უნივერსიტეტში.
რამდენიმეჯერ ვუსაყვედურე რომ აღარ მეხმიანებოდა...
ბოლოს წერილი მომწერა და ყველა შესაძლო ადგილიდან დამბლოკა .
წერილში ეწერა :
" შენ ხარ ყველაზე სუფთა და კეთილი გოგო ვინც კი ოდესმე შემხვედრია. თავს არაკაცად ვგრძნობ ამას ახლა რომ გეუბნები. ვიცი მე თვითონ დავაგვიანე
ახლა კი შენ "ის" გყავს , მაგრამ დამალვასაც არ აქვს აზრი. მინდა იცოდე რატომ აღარ გნახულობ და აღარ გწერ, რომ არ მისაყვედურო . მიყვარხარ . ბედნიერებას გისურვებთ "
რამდენიმე დღე უაზროდ ვიყავი, ვგლოვობდი მეგობრის დაკარგვასა. მერე გავრაზდი საშინლად.
თუმცა ეს გაბრაზება ალბათ ეგოისტური იყო რადგან არ მინდოდა გამეშვა. და როცა თვითონ ასე უცებ "მიმატოვა" ნერვები მომეშალა.
ჰეჰ რა პატარა ვიყავი რომ ვერ ვხვდებოდი რომ სწორად მოიქცა.
რომ მიმხვდარიყავი ალბათ მერე ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილს არ ვეტყოდი რომ
"არ გქონდა ასე მოქცევის უფლება მეთქი "
...
ქონდა