-------------
მეფეებო..დედოფლებო..აზნაურნო..თავადებო..
სადავო და გასაყოფი  გელით ტახტი,ამბიონი...
მუზას უთქვამს -ცოტახანში ალბათ ყველას  დავადებო. 
 ნეტა რატო არ გვიკვირსო..-
ხელებს შლიან   
მდაბიონი...
ტახტისაკენ იწევს ყველა
დედოფლურად... თავადურად..
და იწყება : 
-შენსკენ ბნელა..
-მე რას მერჩი ....თავად   " დურა".....
მე რა მინდა.?-
საუბარი...
(ამეწევა
ვეზირს ფასი...)
გამიღიმო
და  უბრალოდ
მომეფერო..
მეძვირფასო...
 პ.ს..გამარჯობათ!...
ყველას მოგესალმებით... 
  * * *
 ---------------
საუბარი:
რა გადარდებს?
თვის ბოლო კვირას ვერ ვემალები-სულ მაწუხებენ ბანკის ვალები..
- როგორ სიზმრებს ხედავ?
ადრე ვხედავდი ფერად ასულებს..ეხლა დავბერდი,მხოლოდ წასულებს..
- რის გეშინია?
არა ტანკის და არა ნაგაზის..რასაც ვერ ვხედავ- დენის და გაზის..
- სიკვდილი რა არის?
როცა სულები სხეულს იცვლიან..როგორ ? ვერ გეტყვით..ჯერ არ მიცდია..
- სიცოცხლე რაღაა?
სიცოცხლე არის "ეგოს" ძიება..ასე თქვეს ტვინით სავსე ძიებმა...
- სული რა არის?
თუ არ გამძიმებს,მუქთი რამეა...ამბობენ სადღაც 7 გრამია..
- რაზე გწყდება გული?
მერცხლებზე..ჭერთან გებუდებიან...წავლენ და უკან ვერ ბრუნდებიან...
- რას ნანობ?
დროს ზოგჯერ მცირეს და ხანაც ულევს..წუთებს- უსაქმოთ გადახარჯულებს...
- სიყვარული უფრო მნიშვნელოვანი და ძლიერია,თუ სიცოცხლე?
ამის პასუხი ალბათ გავმაზე-ორივე ერთად არის ლამაზი..
- როგორ ფიქრობ,ღმერთი სადაა?
ჩვენს ოცნებებში და ჩვენს ნატვრებში...რა გააჩერებს აბა,ამ მტვერში...
- დედამიწას რა ატრიალებს?
ამის პასუხი "დაჟე" ორია..1.გრავიტაცია..2.ბალერონია..
- ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის?
ზოგს ფული უნდა და ზოგს მეფობა...მე თქვენი კარგად ყოფნაც მეყოფა...
- აუსრულებელი ოცნება თუ გაქვს და თუ აისრულებდი ნატვრისთვალი რომ გქონდეს?
ის რაც მე მინდა სრულად---უვნებლად ნატვრისთვალიც ვერ ამისრულებდა..