მე არ ვყოფილვარ შენი სტილისტი...
რაღაც მეცნობი, ახლა გიმზერ და,
მგონი შენ ის ძველი მასაჟისტი ხარ,
ტკივილების დროს ზურგს რომ მიზელდა
მაშინ იყავი შენ უზრუნველი
ოდნავ პუტკუნა, და ახალბედა,
ახლა კი უცებ რომ დაგინახე,
ისე გასუქდი გულს მეცა ელდა.
ეს ხუმრობით... ახლა სერიოზულად:
მე არ ვყოფილვარ შენი სტილისტი
არ გამეგება სულაც თმის საქმე,
ერეკლე ახლა მიწაში წევს და
"ის" თავისსავე ადგილზე მაქვს მე.
(სად ერეკლე და სად სტილისტიო)
და თუ შენ მაინც ვერ დაინახავ
რა განგვასხვავებს მე და სტილისტებს,
გეტყვი რომ ჩემი საჯინიბოდან
ცხენს არასოდეს გავატან ქისტებს.
სტილისტები კი ვეღარა გრძნობენ.
ქალი კაცზედა მსჯობნი რითია?
და მათი სახლის უკან, ბოსელში,
არაერთის ცხენს უჯირითია.
This post has been edited by Apoptosis on 5 Feb 2015, 17:28
საწყენად რომ მეთქვა მიხვდებოდი.