მაჩვინე ერთი რაია,
რაფრაა ცხვირზე პამპერსი,
წარმევიდგინე რაია
ნესტოში 2 ტამპექსით.
* * *
დამიბერა იმერეულმა ნიავმა

მიყვარს ჩემი დასავლეთი, ქიცმაცურა, დასაბმელი.
პირმცინარი, ნესტიანი, ლიხის მთიდან დასარბენი.
წყალმწვანეში სლიკინა ქვა, ზედაპირი მისი სიპი
ჩხერიმელას სიჩქარეში რომ ვერ სჯობნის მისისიპი.
დიდრონ ლოდით მოყორილი, ვითომ სუფთა ეზოები
შით ცალწინდა აზნაური, მეფის ასულს ვეზომები.
ცარიელი გოდრები მაქვს ავსებული იმედებით,
ცალი ხელით შუბლს ვიჩრდილავ მომავლისკენ ვიხედები
კარჭრიალა ჭურ-მარანი, ყანწს შიში აქვს ჭინჭილასი
ტყემლის ჭიქა თავს დაესხა, ჯავრი სჭირდა წიწილასი.
აბა როგორ არ მიყვარდეს დედულეთი - იმერეთი
არც ვღვინდები არასოდეს - მაჭარი ვარ სიბერეში!