whiteმე რა დავიწყე, ყვავა და სხვა ლინიჯელები თავის თემაში ნაკლებად ზიან ვიდრე აქ
MOZERFOKERრაღა რა მოხდა, აგვწყვიტეს საშინლად

მოკლედ ხო ატყდა აჟიოტაჟი, ასტრანაარზე მივდივართო, ხოდა ჩავეწერე იასნა. აშენვალში, splinter tree-სთან ვიკრიბებითო (მაინც ვერ ვნახე რა არი ეს სპლინტერ თრი, ხეა თუ კოშკი)
გადავფრინდი Xროუდში და იქიდან დავაწექი ფეხით ჩრდილოეთისკენ, გადავედი აშენვალში და რუკას რო დავხედე, ძირითადი მასა უკვე ასტრანაარს უახლოვდებოდა. რამდენიმე კაცი ჩემსავით სხვადასხვა მხრიდან მიეშურებოდა მანდეთ და აი აქ დაიწყო კაკრას.
გზა მანდ არი, რკალს ხაზავს რა, ხოდა მეთქი ეხლა მე დროს მოვიგებ და მოკლეზე გადავჭრი მეთქი და ვდურთე თავი ტყეში. ვდურთე და ეგრევე ისარი მომხვდა ზურგში, ჯერ ვიღაც ენპეესი ელფი მომვარდა და ამას რო ვეომებოდი, ეტყობა რომელიღაც სლიზნიაკის დაფარვის არეში შევდგი ფეხი. მოკლედ გაერთიანებული ძალებით სასაფლაოზე გამისტუმრეს. აშენვალის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს.
მეთქი ამ ენპეესის აქ დამყენებლის მკვდარი და ცოცხალი.
კაი, ჯანაბას, მოვრბივარ სასაფლაოდან გვამისკენ და თან რუკას დავყურებ, სასტავი უკვე იმინა ასტრანაარის წინ არი დაწყობილი და საცაა შეუტევენ. მე ხო აზზე ხარ ნერვები მაქვს დაწყვეტაზე და პახოდუ რეიდ ჩატში რამდენიმე კაცი იმინა კიოდა ჩვენც დაგველოდეთო.
ხოდა რეიდის შემადგენლობას რო ვუყურებდი, ყველაზე მაღალი ლეველი 41 ტაურენი იყო. არ მომეწონა ეგ, მარა ნუ რას იზამ ეხლა და ნუ მივრბივარ თვქუდმოგლეჯილი.
კაი, მივაღწიე სადაც მომკლეს, გავცოცხლდი და დავაი ასტრანაარისაკენ. დავაი შენ ხარ ჩემი ბატონი და უკვე რო რეიდს ვუახლოვდებოდი, ვხედავ ჩემს თავზე წითელი ისარი აციმციმდა. აჰა, მეთქი იასნა, ვიღაცას მიზანზე ვყავარ. მოვიხედე და ეგაა, 28 ლვლ დვარფი ჰანტერი მომდევს. თან სიჩქარე აქვს ჩართული და შანსია ამას ვერ გავექცევი. მეთქი ეხლა რა ვქნა, ვეცადო ჩვენებამდე მივაღწიო, თუ ბოი მივიღო. ორი ლეველი არაა კატასტროფა. მარა მიზანში ვყავარ, ჩარჯი არ გამომივა, პახოდუ შორსაა და ახლო ბრძოლაზე გადასვლა ძაან რთული იქნება. სანამ მივალ დამცხრილავს. კაროჩე უიმედო ამბავია, თუ რაღაც სისულელე არ გააკეთა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, ასე რო გავრბივარ ჩვენებისკენ და კაპსლოკით ვწერ რეიდ-ჩატში მეთქი ჰელფ ბლიად!
მარა კლიენტი მორბის ნუ ძააან სწრაფად და როჟა იმინა დამეწია და გამასწრო, მეთქი ე.. რა ხდება. ხოდა მოვიხედე და ეს რო უკან მომდევს, ორი ჩერეპი ალიანსელი დგას შუა გზაზე და ხელს მიქნევენ. მეთქი თფუ მაგის დედაც, სად არი ეხლა აქ სასაფლაო.
მომკლეს იასნა და იმ დვარფმა გვამს დასცინა და მოკლეთ შევიგინე მწარედ სამივეს მისამართით.
ხოდა ეხლა ეგეთი ამბავია, ამჯერად აღმოვჩნდი სასაფლაოზე, რომელიც ასტრანაარის გვერდით არის. თხრილს გადაღმა. ხოდა ახლა უფრო ახლოს ვარ, მარა მაინც დრო უნდა ჯერ გვამამდე მისვლას და მერე ისევ ჩვენებთან დაბრუნებას. ხოდა რო მივრბივარ გვამისკენ და იხუვლეს კიდეც ჩვენებმა და შევარდენ ქალაქში. ისედაც ხო მაგარი გნიასი იყო ჩატში და ეხლა თლად გასპამდა იქურობა, ფორ ზე ჰორდე და კილ ალიზ და ეგეთები, ნუ წყვეტა წავიდა იასნა საყოველთაო, მარა ისე მოხდა რო რამდენიმე 60 ლეველი ალიანსელი იყო კაკრას იმ დროს ასტრანაარში და ეგენი როგორ კარგადაც დახვდებოდენ, გასაგებია.
პახოდუ რომელიღაც ჭკვიანმა ენპეესებს დასცხო, კი დაიყვირეს გამოცდილებმა, დონთ ქილ სივილიანსო, მარა გვიანი იყო, ხოდა რო მოვარდნენ ეს გაცოფებული გარდები იმ 60 ლეველების დასახმარებლად, იმინა ნახევარ წუთში აწყვიტეს მთელი რეიდი.
25-35 ლეველები იყვნენ ძირითადად ჩვენები, პახოდუ შემთხვევითი ხალხი, შეთანხმებულობა ნული და ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ალიანსის მცველებს.
ასე რო როდესაც გავცოცხლდი, ნახევარი ჯარი გაწყვეტილი იყო და ბრძოლა უკვე ქალაქის გარეთ მიდიოდა. ხიდამდე არმისული. იასნა გავექანე და გადავეშვი ჩემი ორი ხმლით შუა ომში. გავექანე და დავასკდი ვიღაცას.
მოკლეთ შემდეგი ორი საათი სასაფლაოდან აქეთ იქით სირბილს მოვანდომე

იმ პირველი აწყვეტის შემდეგ ბევრს როგორც ჩანს ხასიათში ჩაე$ვა და რეიდი რეზკად განახევრდა. ამის მერე ვიდექით, ისინი ხიდს იქით, ჩვენ ხიდს აქეთ და ვკენწლაობდით რა

მერე იმათ ყავდათ ორი 60 ლვლ, სიხლი გავიშრეს, გამოვარდებოდენ, ორი კაცი ხოცავდა 15-ს და გვემებს აფურთხებდენ მერე

მერე ჩვენც გავეჩითენ სამოცი ლეველები და ეხლა ჩვენ შევვარდებოდით ქალაქში, მარა გარდები უკვე აგრესილად იყვნენ განწყობილი და შიგნით ბრძოლა იმინა ძააან რთული იყო რა.
სადღაც 2 რო გახდა, მეთქი აბა ჰე ბიჭებო, ყველა ძაან მიყვარხართ, მარა ეხლა უნდ დავიძინო, თვარა დამერხევა თქვა

ხოდა გამოვედი

ამის დედავატირე პახოდუ აუქციონზე ვნახე გუშინ ორი ისეთი ვეში, იმინა ინფარქტმა დამარტყა.
ერთი 1H ნაჯახი, ოფჰენდში დასაკავებელი, 15< ქონდა დეპეესი და +5 აგილითი
მეორე კიდე ხმალი, სუპერიორ ქუალითი, ლურჯი, მეინ ჰენდი, 19 და რაღაც ქონდა დეპეესი. ამასაც აგილითი მოშნად ბონუსებში. მარა ბაიაუთი არ ქონდა რო ეგრევე მომეხსნა, იმინა აუქციონზე იდო და ჩემი ღატაკური ფინანსების შეხედვარე ვიყიდე კი...

დღეს იმინა ისეთი ნასტროი მაქვს რო ქვესტების დედაც, მივდივარ საკაჩაოდ საუზენდ ნიდლში. ფული მინდა, ბევრი ფული

ის ფარი, მაშინ რო გითხარი, 7 ოქრო ღირდა მეთქი, იმინა დაიტაცეს

ელოდე ეხლა სანამ ვინმეს ამოუვარდება კიდე.