ეს რპ არ დამევასა მე პირადა...ალტ ჩარი გავაკეთე და მაგარი ჯაან ტაკოი სასტავი იყო
ჰო ახლა
ეძღვნება ციკლონს, მოზერას და ყველას, ყველას, ვისაც სუნსტრაიდერზე ვიცნობ
ქუენტაი ჩემი...
ესე იგი მოევლინა ქვეყანას კსიომბარგი (მეგობრებისთვინა კსიო) ჩვეულებრივი მეთევზის ოჟახში – ნუ, მთლა ჩვეულებრივის ახლა არა, ხანდახან დედამისს ბალახბულახის მოსაგროვებლად წაუცდებოდა ხელი და მამაც, როცა შეზარხოშდებოდა, ყვებოდა, რა სიძნელეები შეხვდა დუროტარში გადმოსახლებისას მათ ხალხს, როგორი მძიმე ბრძოლების გადატანა მოუხდათ მურლოკების ურდოებთან, როგორ მოევლინნენ ტროლებს მოკავშირეებად და მხსნელებად ორკები და ბოლოს როგორ იხილა ერთხელ თვით დიადი თრალი და ვოლჟინი. ასე – თევზაობას, ბალახების შეგროვებასა და წარსულის ამბების სმენაში იზრდებოდა პატარა კსიო.
და როდესაც წამოიზარდა, არცთუ ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ, გამოცდების ველისაკენ გამგზავრება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მან ერთ მზიან დღეს მიიღო, როდესაც სენ ჟინთან, ტბის ნაპირზე იჟდა და თვალებს ითხრიდა ანკესის ყურებაში (თევზაობა ნუ გგონიათ ხუმრობა, იმგვარ კონცეტრაციას მოითხოვს, იოგები და ბერები...ტფუ, შამანები და მკურნალები მიმიქარავს) და დაახლოებით ამგვარი აზრები უტრიალებდა თავში – ეე, ბიჟოს, მამაჩემმა დიადი გმირები ნახა, მთელი მსოფლიო მოიარა, მე კიდე აქ ვზივარ, ვზივარ და...ჰო, რა, მაგას ვამბობ, ვზივარ და ეგაა!
გადაწყვეტილება სისრულეში მეორე დღესვე მოიყვანა და ანკესით ხელში გაემგზავრა დასავლეთისაკენ. მაგრამ როდესაც გმირების აკვნის შესასვლელს მიადგა, პირქუშმა მცველებმა ჩაიცინეს და ნაჟახები გადაუჟვარედინეს.
- ეე, მაიცათ, აქ ყველას შესვლა შეიძლება!
- წადი, წადი, ახტაჟანა გოგოების ადგილი არ არის აქ!
- სახლში იციან აქ რომ ხარ? – გაიღრიჭა მეორე
კსიომ ახედა ზურგზე შემოგდებულ ანკესს, მერე გუშაგების ნაჟახები შეათვალიერა და დაბღვერილი უკან გაბრუნდა. მცირე მანძილის გავლის შემდგომ გზას გადაუხვია და დაღონებული ჩამოჟდა.
- იარაღი მაქვს? არა... კუნთები? არა... აბა, ამ მცველებს ანკესით რა ჩემი ეშვი ვუყო?!
- რა იყო, ახალგაზრდა მეთევზევ? – გაისმა მის ზურგს უკან.
- ეჰჰ, - ამოიოხრა კსიომ და მოხუც ტროლს ახედა. – არ მიშვებენ...
- ჰო? გამოცდების ველისკენ მიდიხარ?
- ჰო.
- და რადგან უშველებელი ნაჟახი არ გაქვს მოკიდებული, მე მგონი მეომრობას არ უნდა აპირებდე? ქურუმობაზე რას იტყვი?
- ჰო, რავი, - კსიომ მხოლოდ ბუნდოვნად იცოდა, რა იყო ქურუმობა, მაგრამ მოხუცი კეთილგანწყობილი ჩანდა და პახოდუ სამკურნალო ბალახების თაიგული ეჭირა. კსიო კი პატივს სცემდა დედის პროფესიას.
- ოჰ, ეს მცველები... თუ ახალმოსულს თავისი წონა აბჟარი არა აქვთ მოსხმული, არც თვლიან რამედ, - გააქნია თავი მოხუცმა როცა კსიომბარგი თავის ამბავს მოუყვა - მე [ტრეინერის სახელი] ვარ, ზულ კაზამის ტომის მთავარი ქურუმი. სწორედ მოწაფის მოსაძებნად მოვედი აქ. წამო, ცეცხლით სროლასა და მკურნალობას გასწავლი... თუმცა ქურუმების უმრავლესობა სროლას ამჟობინებს. ჩრდილოვან გზას მიჰყვებიან და ავიწყდებათ, რომ ომს უმკურნალოდ ვერ მოიგებ.
უსმენდა კსიო ამ უცნაურ ლაპარაკს და ყოველი შემთხვევისთვის თავს უქნევდა. მასწავლებელმა მოსასხამი და მსუბუქი ლახტი მისცა. კსიომბარგი ქურუმთა გილდიის წევრი გახდა
მალე მასწავლებელმა რამდენიმე მარტივი ჟადოქრობაც ასწავლა და პირველი დავალების შესასრულებლადაც გაემართა.
კსიო მუღამში შევიდა, ნანადირევით ცოტა ფულიც იშოვა და სენ ჟინის გზას გაუდგა – ამჟერად სარეკომენდაციო წერილებითა და სანადირო გამოცდილებით. რამდენიმე დემონიც დახოცა – მართალია, დიდი არაფერი, მაგრამ დემონები ხომ ერქვათ და...
სოფლის უხუცესები ახალბედა ქურუმს უკვე სხვანაირად დახვდნენ, რამდენიმე სერიოზული დავალებაც მისცეს. დედამისმა თავის ქნევით დაუდგა საჭმელი სახლში დარუნებულს – ეჰჰ, არ მეღირსება შვილიშვილები, არადა, რა იმედები მქონდა, როცა გოგო გამიჩნდაო...
თანასოფლელებისთვის დახმარების შემდეგ კსიომ გზა გააგრძელა. ბავშვობის ოცნებას – ორგრიმარს უახლოვდებოდა. კაცმა რომ თქვას ახლაც შეეძლო იქ ჩასვლა და... ეე, ასე სადაა... იქ უნდა ჩავიდეს სარეკომენდაციო წერილებისა და რეგალიების მთელი დასტით! მაგრამ შემთხვევის წყალობით ბევრად მალე მოუხდა დედაქალაქში ჩასვლა, რაგდან მტრულად განწყობილი ადამიანების საიდუმლო გეგმის მიტანა მოუწია. სიბრძნის ველზე, საბჭოს დარბაზში მიიღეს იგი როგრც მნიშვნელოვანი მაცნე..
ჰოი, საოცრებავ, თვით თრალი და ვოლჟინიც იქ იყვნენ! ნეტავ, გაეფრთხილებინა იმ ჩერჩეტ რეიზორჰილერს, ამგვარ დავალებას თუ აძლევდა...
ოხვრით დაბორიალობდა ორგრიმარში. ყველანაირი ჟურის ხალხი დაბოდიალობდა აქ. ზოგი სულელი, ობოლი, ვაჭარი... და ბევრი გმირი – უცნაური ცხოველებით, დამორჩილებული დემონებით, ბრწყინვალე აბჟარში... დაიგრუზა ჩვენი კსიო და დააწვა სთოუნთალონისაკენ – არიქა, სანამ ცოტა წესიერ იარაღს და აღჭურვილობას არ დავითრევ, ორგრიმარში ცხვირს არ შემოვყოფო.
სთოუნთალონის ტყეებით დაფარულ მთებში მრავალი ბრძოლის გადატანა მოუხდა ურდოს მტრებთან, ელფებთან, მრავალჟერ ჩაუქროლა ისარმა ახლოს და მწარე ტკივილითაც დაუსერა ორივე მხარი, თუმცა არც თავად დაუკლია ხელი. უამრავი ობობა ხოცა, აღჭურვილობაც იშოვა და გარკვეული ნიჭიც აღმოაჩნდა – მკურნალობის. სამაგიეროდ, მიხვდა არჩეული გზის ნაკლოვანებებსაც – ჟერ ერთი, მტრის გამოჩენისთანავე დამალვა უწევდა, რადგან თუ ვინმე მეომარი არ დაეხმარებოდა, ცუდად იყო ჩვენი კსიოს საქმე; მეორე, აბჟარს არ იცვამდა ქურუმი – მაგას კიდე აიტანს ტროლი, მაგრამ ეს პროფესიული ტანსაცმელი ნამეტანი ქალური იყო და შესაბამისად არცთუ გმირული; მესამე, აბჟარსა და მრისხანე შეხედულებას თავი რომ გავანებოთ, ელფს ამსგავსებდნენ (ტფუ, მაინცდამაინც ორმტკაველიანი ეშვები და ნაჭრილობევებით დასერილი სიფათი უნდა გქონდეს, რომ სერიოზულად აღგიქვან?!). გარდა ამისა, დავალებები გამოელია. ბოლოს ყური არ უგდო ნაცნობებს და რაღაც საშინელი საქმე აიღო. უშიშრად დააწვა ჰარპიების სამფლობელოსაკენ (უფ, სენარიუსის შვილები ხოცა და, აბა, ჰარპიები რას უზამდნენ?) და შესასვლელთან გაშეშდა – საშინელი კივილით დაქროდნენ ჩვენი ჰარპიები და ისეთ ელვებს ისროდნენ, რომა...
- რა იყო, ესენი უნდა დახოცო?
- ჰოო, - ამოიოხრა კსიომ და მოიხედა. მის უკან ტყავის აბჟარში ჩამჟდარი მონადირე ტროლი იდგა, ფერხთ კი ულამაზესი ვეფხვი ეწვა. რაღაც ეცნო ეს მონადირე... ჰმ, თანასოფლელ ზეკს ჰგავდა, ბავშვობიდან გმირობაზე რომ ოცნებობდა და კსიოზე ხუთი წლით ადრე დააწვა გამოცდების ველისაკენ. ხმები კი დადიოდა, რომ მრავალი საგმირო საქმე ჩაიდინა. სწორედ მაგისმა მაგალითმაც უბიძგა თავის დროზე კსიოს, რომ შეუძლებელი არაფერია. – ზეკ?
- ეერიჰაა კსიო! რამდენი ზაფხული რამდენი ზამთარი, აი ამხელა მახსოვხარ აი – გადაიხარხარა ზეკმა და ხელი მიწას დაატოლა - ულდაურს ველოდები ეხლა, ჩემი თანამებრძოლია და სამნი ჰარპიებს კი არა, მანდ ცეცხლის სულები რომ დაფრიალებენ, იმათ ვუტირებთ ყოფას!
- ულდაური... რაღაც ორკულად ჯღერს, - დაეჭვდა კსიო.
- ორკია და... აჰაა, ჩახეთქე ვა, რა გაახურე ტო – ზეკმა ზედ მიტმასნილ ვეფხვს პირში ხორცის მოზრდილი ნაჭერი ჩასჩარა - ეგერ, მოდის კიდეც.
კსიო შეიჭმუხნა – არ უყვარდა ორკები, რადგან მათ უმრავლესობას მისი სილამაზე თავგზას უბნევდა და ეს კი სწორედ ის იყო, რაც ესოდენ აღიზიანებდა ახალგაზრდა ქურუმს.
თუმცა ულდაური სხვა ხასიათის გამოდგა, დაჯე ისიც კი არ უთქვამს, ელფს გავხარო. დაეხმარნენ კსიოს და გილდიაში შესვლა შესთავაზეს.
- იცოდე, დაგვეწიე გამოცდილებაში და ერთად ვირბენთ... მკურნალი მაგრა გვაკლია, - მუზარადი მოიხსნა ულდაურმა და სევდიანად გახედა ზეკს. – იმენა ვკამიკაძეობთ უმკურნალოდ.
- მაგათ მეტი რა დადის... – მხრები შეიშმუშნა კსიომ.
- არც ეგრეა. კი დადიან, მაგრამ პრეტენზიები აქვთ იმის დე... – კიტის (ვეფხვს ანუ) თავზე ხელი გადაუსვა ზეკმა.
კსიომ არ შეიმჩნია, მაგრამ ულდაურის წინადადება ჭკუაში დაუჟდა. თუ გამოცდილებაში მალე დაეწევა და ერთად ივლიან... ოო, გმირობის მკვეთრი სუნი ეცა! თითქმის არ უძინია მომდევნო თვე, ხოცავდა ყველასა და ყველაფერს, ნებისმიერ დავალებას ასრულებდა და ჰოი საოცრებავ, თითქმის დაეწია ულდაურსა და ზეკს. ფულიღა დარჩა ასაგროვებელი, რათა დიდი ორფეხა სამგზავრო ხვლიკი ეყიდა და მოკავშირეთა სამფლობელოებს იქით საშიში და უცნაური ადგილები ენახა.