მიზანიი გემოვნების მიხედვით.
1. უმაღლესი საბრძოლო წოდება (PvP)
გრანდ მარშალი ალიანსისთვის და ჰაი ვარლორდი ურდოსთვის
სახელი გინდა? ინებე

სერვერზე უკვე მეთერთმეტე რანგის ხალხის სახელები ყველამ იცის.
ეს რასაც ნიშნავს, ახსნა ვფიქრობ არ ჭირდება

თუ სახელი გკიდია და მარტო ჯილდო გინდა, პაჟAლსტა.
უბოროტესი იარაღები და უჟასი აბჯრები,
პლიუს ზემძლავრი მაუნტები.
და ეს ყველაფერი ბეთლგრაუნდებზე მოიპოვება. გინდა დროშა გამოსტაცე მეტოქეს, გინდა ტერიტორიები დაიპყარი, გინდა დიდ დაგნარში იჭიდავე
2. ურჩხულებთან, დემონებთან, ძველ ღმერთებთან ბრძოლა (PvE)
ზოგს არ ევასება ადამიანებთან ჩეხაობა.
იცის რომ სადღაც აზეროტიოს სამხრეთში, არის დამდნარი ფსკერის სახელით ცნობილი ცეცხლოვანი უფსკრული, თვით რაგნაროს ალისბატონი, ცეცხლის ძველი ღმერთის საცხოვრისი.
რომელ გმირობაზე მეოცნებეს არ სურს მის პირისპირ წარდგომა და დაცვით დგომში საბრძოლო სიმღერის შემოძახება, როდესაც ორმოცი თანამოძმე გიდგას გვერდით და მზად არიან შენთან ერთად დადონ თავები გავარვარებული საშინელების წიაღში?
და თუ თქვენ გაიმარჯვებთ, თვით ცეცხლის ღმერთის ხელიდან დავარდნილი საბრძოლო უროს დასაკუთრება.
ან შავფრთიანი ნეფარიანის ბნელ სამყოფელში შუბოსანი გოლიათების რაზმებთან ჭიდილი და მერე თვით დრაკონთა მბრძანებლის ჯავშანზე გამოცდა თუ რამდენად მტკიცეა შენი მახვილი
3. მტრის ბელადები და ქალაქები (პვე და პვპ სინთეზი)
სცადეთ ერთი და აირონფორჯი ან ორგრიმარი აიღეთ.
ვარკრაფტის ლეგენდარულ გმირებს, ტრალსა და მაგნი ბროუნზბიარდს თავისი ერთგული მეომრები, ურდოელები და ალიანსელები დაიცავენ კბილებით.
კიდევ გინდათ მიზნები?
გყავთ კლასი ან რასა რომელსაც ვერ იტანთ?
პალადინები ან გნომი ყაჩაღები?
შამნები არ გევასებათ
წადი და ინადირე.
მოაჩვენე თავი, რომ ვერ დაინახე ყაჩაღი და როდესაც თავს დაგესხმება, ბერსერკერის რისხვით ატანილმა არკანიტ რიპერი გაურჭე უკან და რამდენჯერმე დაუტრიალე.
კიდევ გინდათ მიზანი?
იმოგზაურე, ულამაზესი სამყაროს ცქერით დატკბი.
კალიმდორის ცაზე ორი მთვარის ციმციმს უყურე, აშენვალის ტყეებში სულების იდუმალი ჩურჩულს მიუგდე ყური, მკვდარი ქარების ხეობაში ჩAიარე და შესასვლეთან ამოკვეთილ წარწერაზე გიხსენე რაც გინახავს აქამდე.
თევზაობის კარნავალში მიიღე მონაწილეობა
არ გყოფნის ეს ამბები?
უკვე გავრცელდა ახალი წინასწარმეტყველება, რომ აზეროტს დიდი საფრთხე ემუქრება. და ბრძენნი უკვე ღიად აცხადებენ რომ მალე ალიანსსა და ურდოს გვერდიგვერდ მოუწევთ დგომა არნახული მტრის წინაშე, ისევე როგორც ამ თორმეტი წლის წინათ, ჰიალის მთაზე.
არ გყოფნის ეს ამბები?
არა?
აბა მაშინ წადი ძმაო და ჯეტეა ითამაშე, მე შემეშვი

აა, საინტერესო ამბებია?
მაშინ შემოდი აზეროტში
სასნტრაიდერის ევროპულ სერვერზე, ქართულ გილდიაში