Mr. Potterოკ. კლასებს რაც შეეხება, არის სამი ტიპი, Melee, Ranged და Caster. + ამას, არიან ნაჯვარი კლასებიც, რომელთაც აქვთ როგორც რეინჯ და კასტერის ფუნქციები, ასევე მელეეც. მოკლედ, მელეე-ში ერთიანდებიან ხელჩართული (ახლო) ბრძოლის ოსტატი კლასები. ასეთები არიან Rogue-ყაჩაღი და Warrior-მეომარი. + ამას მელეე ბრძოლის შესაძლებლობა აქვთ Paladin-პალადინს, შამანს-Shaman, დრუიდს-Druid და მონადირეს - Hunter. ნუ, ისევე როგორც ყაჩაღს, მეომარსაც შეუძლია რეინჯდ იარაღების, ანუ მშვილდის, არბალეტისა და თოფის გამოყენება, მაგრამ მათთვის ეს იარაღი დიდი დემიჯის დამსმელი საშუალება არაა, მათი უპირველესი დემიჯის მიმყენებელი იაღაღებია ახლო ბრძოლის იარაღები. ორივეს, ყაჩაღსაც და მეომარსაც აქვთ დიდი DPS (damage per second) თუმცა ყაჩაღი DPS -ის საკითხში საუკეთესოა როგორც მელეე კლასებთან ასევე ყველა სხვა კლასთან (ყაჩაღს შეუძლია დროის მცირე მონაკვეთში უდიდესი დემიჯი დაასვას მოწინააღმდეგეს) შედარებით (და გთხოვთ ნურავინ შემომედავება ამაში, ეს ესეა, თუ არ გჯერათ, ბოლოს და ბოლოს რატის სკრინები ნახეთ ვინ ყავთ დემიჯ მეტერში პირველ ადგილზე). ყაჩაღს, მეომრისგან განსხვავებით შეუძლია ჩაიცვას მხოლოდ ნაჭრის და ტყავის ჯავშანი, მეომარს კი შეუძლია ამათ გარდა ჩაიცვას, რკინისა და ფოლადის ჯავშანიც, ამიტომაც მეომრები WoW-ში საუკეთესო ტანკებად ითვლებიან. ყაჩაღს კი აქვს Stealth (უჩინარობა) და აქვს სპელები რომლების გამოყენებაც მხოლოდ სტელსში შეუძლია. ეს სპელები გაცილებით ძლიერია ვიდრე ის სპელები, რომლების გამოყენებაც ყოველთვის შეუძლია. გამომდინარე აქედან ყაჩAღის ბრძოლის სტილი ჩათლახურია. ანუ სტელსით ეპარები მოწინააღმდეგეს და შემდეგ იწყებ ბრძოლას, ვარიორისა კი პირიქით, ჯიქურ მივარდები მოწინააღმდეგეს უზარმაზარი ცულით და წავიდა ბრძოლა

+ ამას ყაჩაღს აქვს Stun სტანების შესაძლებლობა, უფრო მეტიც, ყაჩაღი სტანლოკების მეფედ ითვლება. ეხლა ეს რას ნიშნავს, როცა მოწინააღმდეგე დასტანული გყავს, ის ვერც მოძრაობს და ვერც ვერაფერს კასტავს და მითუმეტეს ვერც გირტყავს ანუ შენ ურტყავ ადებ დემიჯს ის ვერა. ეხლა შენი ბრძოლის სტილიდან გამომდინარე შეგიძლია აირჩიო ან ყაჩაღი ან მეომარი. მე მაგალითად ყაჩაღი მყავს, ყველაზე მეტად ჩემი თამაშის და ასევე ცხოვრების სტილსაც ეგ კლასი შეესაბამება და მაგით მსიამოვნებს თამაში. ჩემ ძმას მეომარი ყავს და პირიქით ყაჩაღს ვერ იტანს.
ეხლა განვიხილოთ წმინდა სისხლის კასტერები:
სუფთა კასტერები სულ სამი კლასია: Warlock- ვარლოკი, Mage-ჯადოქარი და Priest-მღვდელი, ჩვენებურად პრისტი
აქედან პრისტი საუკეთესო მკურნალია თამაშში(Healer). ანუ პრისტის გამოყენება საკმაოდ ფართოდ ხდება WoW-ში. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჰილერობა შეუძლიათ დრუიდსაც, შამანსაც და პალადინსაც. მაგრამ მათი მკურნალობის სიძლიერე პრისტთან შედარებით სუსტია. უძლიერესი ჰილერი თამაშში არის პრისტი, მერე დრუიდი, მერე შამანი და მერე პალადინი.
Mage-ანუ ჯადოქარი: აქვს ძალიან დიდი დემიჯის დასმის შესაძლებლობა, აქვს თამაშში საუკეთესო AoE (Area of Effect, ანუ მასიური ზემოქმედების) სპელები. საუკეთესო მაგრამ არა ყველაზე დიდი დემიჯს მქონეები. თამაშში ყველაზე დიდი დემიჯის მქონე AoE სპელი აქვს ვარლოკს - Hellfire. თუ ყაჩაღი საუკეთესო დემიჯის მქნე კლასად ითვლება თამაშში მის შემდეგ ჯადოქარი მოდის. საერთოდ ჯადოქარი საუკეთესო Ranged დემიჯის მქონე კლასად ითვლება, მაგრამ ჩემი აზრით გრძელ ბრძოლებში ვარლოკს უკეთესი დემიჯი აქვს (ეს ჩემი აზრია მხოლოდ, Dark Pact ბილდზე დაყრდნობით ვამბობ ამას). + ამას ჯადოქარს აქვს საჭმლის (სიცოცხლის შესავსები საშუალება) და დასალევის (მანის მოსამატებელი საშუალება) დამზადების შესაძლებლობა. ესენი მზადდება პროფესიის დახმარებითაც მაგრამ თU იქ სხვადასხვა ხორცი და რეაგენტები გჭირდება, ჯადოქარი ამის დამზადებაში მხოლოდ მანას ხარჯავს
Warlock-ეს არის ბნელი ჯადოქარი. სხვათაშორის IMBA კლასად ითვლება WoW-ში.

თუმცა იმის გამო რომ ვარლოკს ძალიან ბევრი სპელები აქვს და არაა ადვილი ვარლოკით კარგი თამაში, მართლა კარგი ვარლოკები არც ისე ხშირად შეგხვდებიან. ვარლოკს აქვს თამაშში უძლიერესი წყევლები, რომლებიც ასვამენ როგორც დემიჯს, ასევე ასუსტებენ მოწინააღმდეგესაც. წყევლები სხვადასხვანაირია მაგალითად დემიჯის დამსმელი, მოწინააღმდეგის შემანელებელი, იმუნიტეტების შემამცირებელი და სხვა. მის ამ წყევლებს დიდი გამოყენება აქვს რეიდებში და ზოგადად სხვადასხვა ბრძოლებისას რადგანაც მისი დახმარებით შეიძლება რეიდის საერთო დემიჯი საგრძნობლად გაიზარდოს. ვარლოკს ასევე ყავს დემონები და აქვს დემონების დამონების შესაძლებლობა. დემონები სხვადასხვა ტიპისაა, ანტი-კასტერ, ანტი-მელეე, ტანკი დემონები და ა.შ.
ეხლა გადავიდეთ ცოტაოდენ ნაჯვარ კლასებზე:
პირველი ასეთი არის ჰანდერი, იგივე მონადირე. მონადირის უდიდესი DPS მოდის Ranged იარაღებიდან და სპელებიდან თუმცა მას აქვს ასევე მელეე ბრძოლის შესაძლებლობაც. თუმცა რა თქმა უნდა არა ისეთი სიძლიერის როგორიც ყაჩაღსა და მეომარს. + ჰანტერს შეუძლია სხვადასხვა ცხოველების მოთვინიერება. ეს ცხოველები ისევე როგორც ვარლოკის დემონები შეიძლება გამოიყენო ბრძოლაში.
შამანი - შამანის არჩევა მხოლოდ ორდის მეომრებს შეუძლიათ (თუმცა BC-ს გამოსვლის შემდეგ ალიანსელებისთვისაც ხელმსაწვდომი იქნება, ანუ იანვრიდან). შამანს აქვს მელეე ბრძოლის შესაძლებლობა, შეუძლია მკურნალობა და აქვს რეინჯდ სპელებიც. + შამანს აქვს ტოტემების დადგმის შესაძლებლობა ეს ტოტემები მოქმედებენ როგორც შამანზე, ასევე მის მტრებზეც და მისი ჯგუფის წევრებზეც. ტოტემებიც მრავალნაირია, სხვადასხვანაირი დემიჯის გასაზრდელი ტოტემებიდან დაწყებული და დემიჯის დამსმელი ტოტემებით დამთავრებული.
შემდეგია დრუიდი. დრუიდი არის ყველაზე მეტად ნაჯვარი კლასი. ჩვეულებრივ ფორმაში დრუიდი არის კასტერი და ჰილერი, ანუ მკურნალი. თუმცა აქვს სხვადასხვა ცხოველების ფორმებიც. დათვის ფორმაში ის მეომარი ხდება, კატის ფორმაში ყაჩაღი. რა თქმა უნდა ეს ფორმები ისეთივე ძლიერი არაა, როგორც თვითონ მისი შესაბამისი კლასი. ასევე დრუდდს აქვს ავაზის ფორმაც სადაც მოძრაობის სიჩქარე ეზრდება, აქვს დელფინის ფორმაც სადაც ცურვის სიჩქარე ეზრდება და BC-ს გამოსვლიდან ექნება ფრინველის ფორმაც ანუ იფრენსკიდევაც.
და ბოლოს პალადინი. პალადინი ესაა ფოლადის ჯავშნიანი მეომარი, მაგრამ შედარებით სუსტი მელეე შესაძლებლობებით, მკურნალობის შესაძლებლობით და კიდევ სხვადასხვა რეინჯდ სპელით. + პალას აქვს დალოცვები და აურები ეს აურებიც მოქმედებს ტოტემებისა და წყევლების მსგავსად, ანუ არსებობს როგორც სხვადასხვა თვისების გამაძლიერებელი ასევე მტრების საწინააღმდეგო აურებიც. პალადინი BC-მდე მხოლოდ ალიანსისთვისაა ხელმისაწვდომი.
მგონი ყველაფერი კარგად აღგიწერე თუ რომელიმე კლასი კონკრეტულად დაგაინტერესებს დანარჩენი მერე ვქნათ მაგრამ ეჭვი მეპარება რომ Mage-ს აიღჩევ, ჰარი პოტერიდან გამომდინარე
სულხან, ეხლა ჩემი ნეტიც ძალიან ნელა მუშაობს გლობალი რა და ხვალ დილით აგიტვირთავ და დავდებ ლინკს
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.