ახლა გაგრძელებას ვდებ.
წინა ნაწილები:
პროლოგი:
http://forum.ge/?showtopic=33739077&view=findpost&p=57457861.
http://forum.ge/?showtopic=33739077&view=findpost&p=57458412.
http://forum.ge/?showtopic=33739077&view=findpost&p=57460743.
http://forum.ge/?showtopic=33739077&view=findpost&p=57891094.
http://forum.ge/?showtopic=33739077&view=findpost&p=5829194V- გამარჯობა, - მიესალმა ბელა წითელთმიანს.
- გაგიმარჯოს, - გაუღიმა იმანაც. აპრეხილი ცხვირი და მოკლე ცეცხლისფერი თმა ჰქონდა. ტანად თმისფერივე ლამაზი ტუნიკა და უმოკლესი წითელი კაბა ეცვა.
- შენც ჯადოქარი ხარ? - დაინტერესდა ბელადორი და გაიფიქრა: ”რა ლამაზია...”
- კი ახლა ვსწავლობ. რა გქვია?
- ბელადორი, შეგიძლია ბელა დამიძახო. შენ?
- მე ქისი ვარ. ჩემს შეყვარებულთან ერთად ჩამოვედი აქ. ზესი ჰქვია. მებრძოლია. შენ მარტო ხარ?
- არა, შპილერთან ერთად ვარ... ისიც მებრძოლია. მოვა ახლა და გაგაცნობ. რომელი სოფლიდან ხარ? - ბელა შპილერს ელოდა, რომელიც წინა დღით შეჰპირდა, ახალი ტანსაცმელი უნდა გიყიდოო. დილით სწორედ მაღაზიაში აპირებდა წასვლას, ალბათ უკვე ნაყიდიც ექნებოდა.
- მე დიონელი ვარ, მაგრამ იქაური ცხოვლებისთვის ჯერ ძალა არ მყოფნის და დროებით გლუდინში ვცხოვრობ. რომელ დონეზე ხარ?
- ოცდამეორეზე. შენ?
- მე ჯერ 18. ხომ გითხარი პატარა ვარ მეთქი. ახლა მაგიას ვისწავლი და... ძალა მომემატება ცოტა.
- მე პროფესიის დავალება მაქვს შესასრულებელი. და ვემზადები. დიდი დღე მელის წინ.
ამ დროს ტაძარში შპილერი შემოვიდა. მაგისტრება და მღვდლებმა ცხვირები აიბზუეს. საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ იარაღით და აბჯარასხმული შესვლა ეკლესიაში მიზანშეწონილად არ ითვლებოდა, მაგრამ შპილერს ყურიც არ შეუბერტყავს. გაცისკროვნებული სახით გოგონებისკენ გასწია.
- შპილერ გაიცანი, ეს ქისია.
- გამარჯობა ქისი. შენ მგონი შორიდან გიცნობ. ზესისთან ერთად ხარ ჩამოსული ხო? - შპილერს გაეღიმა.
- კი, საიდან მიხვდი? - გაოცდა ქისი.
- დავმეგობრდით. ერთად ვნადირობდით გუშინ. შენზე მიყვებოდა და როგორც კი დაგინახე მაშინვე გიცანი. ბელა, შენ დავალება მოგცა პარინამ?
- კი, ახლა მივდივარ შესასრულებლად. კარგად იყავით, ხალხნო, საღამოს მოდით ჩემს ფუნდუკში ყველა. გაგიმასპინძლდებით. ქისი, ზესიც წამოიყვანე. გავერთობით.
ბელა ტაძრიდან გამოვიდა და ქალაქ გლუდიოში წავიდა კარიბჭის მტვირთველის დახმარებით. იქიდან კი,
სასოწარკვეთილების ნანგრევებისკენ გაეშურა ფეხით.
ირგვლივ საშინელი ხმები ისმოდა. უცნაური მონსტრები დადიოდნენ. თანაც ძლიერები. ზოგი ადამიანის ჩონჩხს გავდა, ზოგიც გახრწნილ მიცვალებულს. ბელა შიშმა აიტანა, ცდილობდა შორიდან მოერა ამ მონსტრებისთვის, მაგრამ ორიოდემ მაინც შენიშნა და გამოეკიდა. ბელამ
სასოწარკვეთილების ნანგრევებისკენ მოუსვა, თან გზაში
სირბილის ნაყენს სვამდა და თან გამოკიდებულ ორ მონსტრს
ქარის დარტყმებს უგზავნიდა.
სასოწარკვეთილების ნანგრევებში ბელადორმა მალევე იპოვა
ცეცხლოვანი სალამანდრა, რომელმაც განსაკუთრებული ცხოველის მოსაკლავად გააგზავნა. ამ მონსტრს
მეომარი ვირთხკაცა ერქვა. მისგან ბელას
ცეცხლის გასაღები უნდა მოეპარა.
დავალება ადვილი აღმოჩნდა. ვირთხკაცას ხის ძირში ეძინა. მისი მოკვლა ადვილზე ადვილი აღმოჩნდა. ბელა სინდისმაც კი შეაწუხა მძინარეს თავს როგორ დავესხიო, მაგრამ გული დაიმშვიდა, ჩემი პროფესიისთვის ღირდა ერთი ასშინელი მონსტრისთვის სულის ამორთმევაო. კეთილი ინებოს და რაინდულ ქცევაზე შპილერმა იზრუნოსო...
სალამანდრამ ბელა შეაქო და ცეცხლის გასაღებში
ცეცხლოვანი საყურე გაუცვალა. პირველი ნივთი ჩანთაში იდო. სამი იყო დარჩენილი.
ბელადორმა პარინას წერილს გადახედა და ადენის უდაბნოსკენ გასწია, რომელსაც ხალხი
ყამირ მიწას ეძახდა. ყამირ მიწაზე ბასილისკოები და მეომარი ჩონჩხები დასეირნოდნენ. აგრესიულები და გაბოროტებულნი გამვლელს ცოცხალს არ ტოვებდნენ.
უდაბნოში ერთადერთი ოაზისი იყო. სწორედ იქ ცხოვრობდა
ქარის ზილფა, რომლისგანაც ბელას
ქარის ბეჭედი უნდა მიეღო. ქარის ზილფამ უდაბნოს ხვლიკთან მოლაპარაკება დაავალა. ეს ხვლიკი ნახევრად ადამიანი იყო და ზილფას ღამღამობით მისი სისინი აწუხებდა, ამიტომ უნდოდა ხვლიკს შეეწყვიტა ხმაური და მოსვენება მიეცა ზილფას ტკბილი ძილისთვის.
ბელამ მოწიწებით გადასცა ხვლიკს დანაბარები და მის პასუხს დაელოდა. ხვლიკმა იწუწუნა, მეც ხომ ადამიანი ვარო, მერე რა რომ ხვლიკის ფორმა მაქვს, ღამე არ მეძინება და ყბები თავისით სისინებენო. ბელამ შესთავაზა ვინმე გამოცდილი ჯადოქარი დაიქირავე და საღამოობით
ძილის ჯადო გგიკეთოს, მერე კი შეეჩვევი და დაგეძინებაო. ხვლიკს იდეა მოეწონა და ბელას შეჰპირდა, რომ ზილფას აღარ შეაწუხებდა.
ბელა დაბრუნდა შეწუხებულ ზილფასთან, რომელმაც ფრიად გაიხარა და კმაყოფილმა ქარის ბეჭედი უსახსოვრა.
მესამე სამიზნე
ჭაობ-გუბურა ტბისკენ იყო. იქ ბელადორს
წყლის გულთმისანის მოძებნა უწევდა, რომლისგანაც ყელსაბამი უნდა მიეღო.
ბევრი იარა თუ ცოტა ბელამ მიაღწია ჭაობ-გუბურა ტბასთან და იპოვა წყლის გულთმისანი. მან იქვე რამოდენიმე წყლის ცხოველი მოანადირებინა და შეამოწმა ბელას სიმამაცე და მაგიური ძალები. როცა დარწმუნდა რომ ღირსეულ მეომართან ჰქონდა საქმე, საჩუქრად წყლის ყელსაბამი უბოძა.
ბოლო დავალება აგონიის ნანგრევებში უნდა შესრულებულიყო. იქ ბელადორმა ადვილად მოაგნო მიწის გველს, რომელიც შესახედავად ძალიან ჰგავდა ბასილისკოს და ბელა ერთხანს შორიდან უვლიდა რომ მისი ყურადღება არ მიეპყრო.
ბოლოს გაბედა და მივიდა ახლოს, წყლის გველმა შორიდანვე იცნო და ჰკითხა ალბათ ბეჭდისთვის მოხვედიო. ბელას დადებითი პასუხის გაგონებაზე, წითელ დათვებზე სანადიროდ გააგზავნა მახლობელ ტყეში, სანაცვლოდ კი მიწის ბეჭედს შეჰპირდა.
რა დააბრკოლებდა ქალთა შორის უმამაცეს გულს.
წითელი დათვები უწყინარად მიმოდიოდნენ ტყეში. გლუდინის მახლობლად დასახლებულ აგრესიულ დათვებს სულაც არ ჰგავდნენ. თანაც უფრო ადვილი მოსაკლავებიც აღმოჩნდნენ. ბელა ბუნაგებიდან გამოიტყუებდა თუ არა, მაშინვე აძინებდა და შემდეგ ნელ-ნელა აცლიდა სიცოცხლეს.
მიწის ბეჭედი ბელასი გახდა.
დრო იყო სოფელ გლუდინში დაბრუნების.
ბელას მთელი დღე ლუკმა არ ჩასვლია პირში და არც დაუსვენია.
სტუმართმოყვარე გლუდინის კედლები მალამოსავით მიესალბუნა მის დაღლილ სხეულს. თანაც, საღამოსთვის სტუმრები ჰყავდა დაპატიჟებული ფუნდუკში. ბელამ იფიქრა "ბარემ ჩავაბარებ პარინას შესრულებულ დავალებას, რომ მშვიდად დავიძინო და ხვალ დილით ყველა ახალი მაგიის შესწავლა დავიწყოო".
უკვე საღამოვდებოდა, როდესაც ბელამ ეკლესიისკენ აიღო გეზი.
To Be Continued,...