მოკლედ რომ დავწერო: ვისაც იზიდავს
* sci-fi
* hi-tec
* შორი მომავლის თემა
* რთული ტაქტიკურ/სტრატეგიული და ტექნიკური თამაში (და არა დგომა და კნოპკების ჭერა "რომელი უფრო მაგრა დაარტყამს")
* მდიდარი კარიერული არჩევანი - სხვადასხვა ტიპის კორპორაციის მენეჯმენტი, ეკონომიკური დომინირების მოპოვება, მეკობრეობა, ინდუსტრიულ საქმიანობაში მონაწილეობა, ადრენალინის უკიდურესამდე ამწევი PVP ბრძოლები 500-1000-5000 მ/წმ სისწრაფეზე ლაზერების, ქვემეხების და რაკეტების წვიმაში, კაპიტალური კლასის დრედნაუტების და ავიამზიდების შეჯახება ალიანსების ფლოტების 800-1000 გემიან ბრძოლებში...
* ინდივიდუალიზმის მაღალი დონე
* დაძაბული გეიმპლეი
* ძალიან მდიდარი lore
* 350 000 კაცთან ერთად ერთ სერვერზე (=ერთ სამყაროში) ყოფნა
* მუდმივად განვითარებადი თამაში, რომელსაც წელიწადში რამდენიმეჯერ უმნიშვნელოვანესი ნაწილი ემატება, რასაც თითქმის მთელი ახალი თამაშის მოცულობის კონტენტი შემოაქვს
ასეთი ადამიანისთვის EVE Online-ზე მაგარი თამაში კაცობრიობას არ მოუგონია.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ჩემს დაწერილ EVE Online Newbie Guide-შია, ქართულ ენაზე:
http://eveguide.hostoi.com/
This post has been edited by Tornikee on 25 Jul 2009, 21:10
მიმაგრებული სურათი