თამაშის ვებპეიჯი:
http://lastchaos.aeriagames.com/front_pageსკრინები:
http://lastchaos.aeriagames.com/media/screenshots/1ხო, თავიდანვე ვიტყვი, მე ამ თამაშის გურუ არ ვარ - მეც ახალი დაწყებული მაქვს, ამიტომ თუ რამე შეცდომით დავწერე, იმედია ჯვარს არ მაცვამთ.

თამაშში არის 6 კლასი:
Knight - ტიპიური ტანკი. აქვს ძლიერი დაცვა და ყველაზე მეტი hp.
Titan - ორმაგი ხმლით მეომარი. აქვს უძლიერესი ახლო შეტევა. აქვს multiple (ანუ, ერთდროულად ბევრ მონსტრს რომ ურტყამს) ტიპის სკილები.
Healer - ნუ, რაც ჰილერი/ბაფერი უნდა იყოს - ის. ტიპიური ჰილერისგან განსხვავებით, საკმაოდ კარგად ხმარობს მშვილდ-ისარს. სოლო ჩარადაც გაქაჩავს რამე რომ იყოს, თუმცა, მთავარი დანიშნულება, ცხადია ჯგუფია.
Mage - პრინციპში, როგორც ბევრ სხვა თამაშშია - main damage dealer. გარდა ამისა mage-ს აქვს დებაფები/ბაფები, თუმცა, ცხადია, ჰილერზე ნაკლები. ერთადერთი კლასი, რომელსაც AoE სკილები აქვს.
Rogue - ჩემი საყვარელი კლასი.

ეს კლასი შეიძლება განვიხილოთ, როგორც wow-ის rogue-ს და Lineage-ს Silver Ranger-ის (სანამ გააბანძებდნენ) ნაზავი. ყველაზე უკეთესად ხმარობს მშვილდ-ისარს, აქვს ყველაზე ხშირი და გამანადგურებელი კრიტები. არის საუკეთესო დაგერშიკი. არის ყველაზე სწრაფი, როგორც გადაადგილების სიჩქარით, ასევე შეტევის სისწრაფით. და ყოველივე ამ სიკეთესთან ერთად

აქვს invisibility (!!!). ხო, თან დაგერი აქ არ აცილებს (ხო აზრზე ხართ!

)
Sorcerer -სამონერი. ქმნის 4-ნაირ სამონს. სამონის მართვა საკმაოდ იოლია და მაღალ დონეებზე ძალიან ძლიერი სამონები გამოდის. ამას გარდა აქვ კარგი ახლო თავდასხმა. დეტალურად არ ვიცი ეს კლასი ჯერჯერობით.
თითოეული კლასი 30-ე დონეზე ირჩევს 2 შესაძლო პროფესიიდან ერთ-ერთს. მაგალითად rogue შეგიძლია გახადო ან დაგერშიკი ან მემშვილდისრე. თითოეულ კლასს აქვს უნიკალური პასიური/აქტიური სკილები და ბაფები.
თამაშში არის pet-ებიც. არის 2 სახის pet - დრაკონი და ცხენი. დრაკონი კარგია შეტევისათვის, აქვს AoE სკილები (!). ამის საპირისპიროდ ცხენს აქვს ძალიან ძლიერი ბაფები. აქვე ვიტყვი, pet-ის განვითარება ძალიან რთულია. ჯერ ეს ერთი, სიცოცხლე და ენერგია რომ მოუმატო, საჭიროა რესურსები - თავად უნდა მოიპოვო ან იყიდო (რესურსებზე ქვემოთ დავწერ), ამას გარდა pet-ი ვითარდება მაშინ, როდესაც დაგყვება. და მისი განვითარება დამოკიდებული არაა რამდენად ძლიერ მონსტრებს ხოცავ - არამედ რამდენი დარტყმა მიაყენე მობს. საკმაოდ მომაბეზრებელი პროცესია, მაგრამ ნამდვილად ღირს ტანჯვად. მაღალ დონეებზე ძალიან მაგრა გეხმარება.
ეხლა რესურსები და კრაფტინგი არსებობს ბევრნაირი რესურსი. ზოგი ცხოველის საკვებად გამოიყენება, ზოგი კი კრაფტინგისთვის. მაგალითად ენერგია და ქვები (!

) გამოიყენება pet-ის საკვებად - შესაბამისად ზრდის მის ენერგიას, hp-ს. ხოლო ტყავი გამოიყენება კრაფტინგისათვის. მოკლედ, კრაფტინგი საკმაოდ კარგად განვითარებულია - ამზადებ არმორს, იარაღს დ.ა.შ. ჰო, მიაქციეთ ყურადღება - რესურსების მოგროვება არის ძააალიან ხანგრძლივი პროცესი, ამიტომ გირჩევთ ამოირჩიოთ non-PvP სერვერი, დააწყებიოთ ჩარს რესურსების მოპოვება, თქვენ კიდე წახვიდეთ, ტელევიზორს უყუროთ, ფორუმზე იჩათაოთ დ.ა.შ.
ყურადღება: რაც შეეხება დონის მომატებას - ეს თამაში ძალიან სერიოზულად განსხვავდება სხვებისგან. აქ არის sp -სკილპოინტები, რომელსაც ხარჯავ როცა ახალ სკილს (შეტევა, პასიური სკილი, მაინინგი, კრაფტინგი დ.ა.შ.) სწავლობ და xp -რომლის მომატებას ავტომატურად გადაყავხარ ახალ დონეზე (გემატება hp, mp და სხვა ატრიბუტები, კლასის მიხედვით). ცისფერი მონსტრი გაძლევს მინიმუმ sp-ს და მინიმუმ xp-ს - ანუ არ ღირს მოკვლად. მწვანე მონსტრი გაძლევს კარგ sp-ს და მინიმალურ xp-ს (კარგია ე.წ. skill farming-ის ანუ სკილპოინტების დაგროვების დროს), თეთრი მონსტრი გაძლევს კარგ sp-ს და კარგ xp-ს, ყვითელი და წითელი მონსტრები გაძლევენ ძალიან მაღალ xp-ს და მიზერულ sp-ს. ანუ, უბრალო ენაზე რომ ვთქვა - ამ თამაშში ლეველის მომატება არამცთუ თვითმიზანი არაა, არამედ სასურველია ცოტა დაატორმუზო, რად გინდა მაღალი ლეველი, თუ არ გექნა სკილი? ამიტომ ზოგი მოთამაშე სპეციალურად კვდება კიდეც (ამ დროს xp-ს ნაწილს კარგავ, როგორც Lineage-ში), რათა xp დაიკლოს და მეტი sp დააგროვოს სკილების სასწავლად. თან, ცხადია, რომელი მონსტრი რა ფერის იქნება, დამოკიდებულია შენს დონეზე. მაღალ დონეებზე, როგორც ვიცი, ძალიან ძნელია sp-ს დაგროვება, ამიტომ დამწყებებს ურჩევენ თავიდანვე - ანუ, დაბალ დონეზე სანამაა დააგროვოს ბევრი sp და ისწავლოს ყველა სკილი, რისი სწავლაც სურს. ხო, build-ებს და აუცილებელ სკილებს რაც შეეხება - საკმაოდ ბევრი გიდია მაგათ ფორუმზე.
კიდევ ერთი რამ: ნუბს შეუძლია დაიჭიროს თავის დონეზე 4 ლეველით მაღალი იარაღი და ჩაიცვას თავის ლეველზე 5 ლეველით მაღალი არმორი. არ ვიცი ეს სანამდე გრძელდება (მე მე-20 ლეველის ჩარი მყავს და 23-ე თუ 24-ე ლეველის მშვილდ-ისარი უკავია), შესაძლოა, სანამ 30-ე ლეველს მიაღწევ.
This post has been edited by Makumba666 on 7 Jul 2007, 16:14