temgmRvR ნიშნავს Realm vs Realm. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სისტემა რამდენიმე ფრაქციით, რომელიც ერთმანეთს ებრძვის. ესეთი თამაშებია DaoC, Warhammer Online, Aion და GW2 თავისი WvW სისტემით, უბრალოდ ამ უკანასკნელთან ბრძოლა მიდის სამ ფრაქციას შორის.
WoW RvR თამაში არ არის, ნუ თუ არ დაუმატებიათ მაგის ელემენტები, BC -ს მერე არ მითამაშია.
კი არის ორი ფრაქცია, მაგრამ მათ შორის ომი არ მიდის, როგორც ასეთი, ომი მიდის ენვირომენთის წინააღმდეგ.
WoW -ის პვპ სისტემა არის არენა, სადაც იბრძვი რეიტინგისთვის. მსგავსი GW2 -ში არის spvp, სადაც ტურნირები იმართება გუნდებს შორის. განსხვავება ისაა, რომ WoW-ში არენაზე ფოინთებს აგროვებ და შემდეგ გარკვეული რეიტინგის მიღწევის შემდეგ, ზმანს ყიდულობ. აქ სპეციალურ პვპ ზმანს გაძლევენ და გიარის საჭიროება არ არის. თუმცა იდეა იგივეა, სეტს რომ შეკრავ WoW-ში, არენას თავს ხომ არ ანებებ?

რატომ? - იმიტომ, რომ მთავარი მუღამი არის რეიტინგის აწევა. იგივეა აქაც.
WoW -ში არის საკაიფო PVE სისტემა, სადაც ინსტანსებს იტან, PVE სეტის შესაგროვებლად. აქაც არის დენჯენები, მაგრამ ლეგენდარული იარაღები უფროა PVE goal მე თუ მკითხავ. :] ამ იარაღებს სტატები ეგზოტიკზე ბევრად უკეთესი არ აქვთ, მაგრამ ვიდი აქვთ ლეგენდარული.

მაგალითად, ორი ტყუპი გრეითსვორდი, რომელშიც ცა ირეკლება, ერთში ამომავალი მზე, მეორეში ღამის ცა. ვორჰამერი, რომელიც ლავის კვალს ტოვებს, როცა გაივლი. სხვა ეფექტები უცნობია, შეიძლება ფროსტფენგი გარშემო ყინავდეს არეას და ა.შ.... ანუ ამ იარაღებზე ჩალიჩის მუღამი ჰგავს WoW-ის პვეს.
მაგრამ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ თამაშში არ არის ფრი პვპ.

ეგ უფრო სენდბოქსების დამახასიეათებელია. შენი ფრაქციის წარმომადგენლებს ვერ დახოცავ, გიწევს ომი მოწინააღმდეგე ფრაქციასთან. ნუ ლოგიკურად, შენი ფრაქციის წარმომადგენლების დახოცვა რაში გაწყობს, მაგრამ ზუსტად ეგაა, რომ სენდბოქსებში "ფრაქციები" არ არის. არ ხართ დაყოფილი. ქმნი კლანს, აწარმოებ დიპლომატიას, ქმნი ალიანსს მეგობარ კლანებთან და ებრძვი მოწინააღმდეგეს. თვითონ წყვეტ ვისთან იბრძოლებ და ვისთან არა.
Attila8ვს8 იდეაში ეგრეა, თუმცა რეიტინგია მანდაც და რაც უფრო ადიხარ, მით უკეთეს სასტავს გახვედრებს, სადაც უფრო საინტერესო თამაში წავა. მაგრამ მეც არ მომეწონა 8ვს8, სოლო დვიჟენიაა. აი გუნდურ ტურნირებს აქვს მუღამი, სადაც შენი გუნდით გამოდიხარ და ცდილობ ყველა დაამარცხო.