სანამ პირველი გვერდია რაღაცეებს მეც დავამატებ მაშინ..
AION-THE TOWER OF ETERNITYრმერთმა აიონმა, შექმნა სამყარო ატრეა. რომელსაც მარადისობის კოშკი ასაზრდოვებდა ენერგიით-ეთერით.
ხალხიც ბედნიერად ცხოვრობდა. მაგრამ ერთ დღესაც მათ ბალაურები დაესხნენ თავს. მათ სურდათ ატრეას დაპატრონებოდნენ და თვით აიონიც კი დაემარცხებინათ. მაშინ აიონმა ადამიანებს 12 დამხმარე გმირი გამოუგზავნა, რომლებმაც ადამიანებს ცოდნა გაუზიარეს. ასეთი ადამიანები დაევები ხდებოდნენ და თითქმის ისეთივე ძალა ჰქონდათ როგორც ბალაურებს. ისინი უკვდავები იყვნენ და ჰქონდათ ფრთები. ომი 1000 წელი გრძელდებოდა. ბოლოს დაზავება გადაწყვიტეს, მაგრამ ადამიანებს და ბალაურბს იმდენად სძულდათ ერთმანეთი, რომ ცერემონია ჩაშალეს და ბრძოლა გაჩაღდა, რის გამოც, კოშკი სუაში გადატყდა და სამყარო ორად გაიხლიჩა.

გადარჩენილი ადამიანები სამყაროს სხვადასხვა ბოლოში აღმოჩნდნენ. კატასტროფის შედეგად, ატრეის ერთი ნაწილი თითქმის ისეთივე კარგ პირობებში დარჩა, როგორ ადრე იყო, მაგრამ მეორე ნაწილი წყვდიადში აღმოჩნდა. იქ აუტანელი პირობები იყო საცხოვრებლად, რის გამოც ადამიანებმა მუტაცია განიცადეს რათა ახალ პირობებს შეგუებოდნენ. ნათელ მხარეს მცხოვრები ადამიანები ელიოსებად იწოდა.

ბნელ მხარეს მცოვრებლები კი-ასმოდიანელებად.

შემდგომ გაირკვა, რომ ეთერი მთავრდება და იმისათვის რომ ატრეის ერთი მხარე გადარჩეს, მეორე უნდა განადგურდეს. ამის გამო დაიწყო ომი ასმოდიანელებსა და ელიოსებს შორის. ასევე გამოჩნდნენ ბალაურებიც ამ ორი რასის საერტო მტერი.
თამაში ძალიან საინტერესოა. ძირითადად ქავესტებზე და მისიებზეა აგებული. ასმოდიანელებსაც და ელიოსებსაც აქვთ თავისუფალი არჩევანი პერსონაჟის შექმნის დროს. სულ (ჯერ-ჯერობით) არის 8 პროფესია.
1.templar-Cтраж-რაინდი

2.Gladiator-Гладиатор-გლადიატორი
3.Sorcerer-Волшебник-ჯადოქარი

4.Spirit Master-Заклинатель-სულების მომხმობი

5.Assassin-Убийца-მკვლელი

6.Ranger-Стрелок-მოხეტიალე

7.Cleric-Целитель-სასულიერო პირი (დაახლოებით ასე ითარგმნება)

8.Chanter-Чародей-მგალობელი

ბრძოლები ძირითადად ატრეის დამაკავშირებელ სამყაროში მიმდინარეობს abyss-Безднa-უფსკრულში მიმდინარეობს.

ელიოსებსაც და ასმოდიანელებსაც თავ-თავის ტერიტორიაზე აქვთ ქალაქები.
ელიოსების ქალაქებია...
Sanctum-Элизиум(დედაქალაქი).
Poeta-Фоэта
Verteron-Бертрон
Eltnen-Элтенен
Theobomos-Теобомос
Heiron (Interdiktah)-Интердика
ასმოდიანელების ქალაქებია...
Pandaemonium-Интердика(დედაქალაქი)
Ishalgen-Исхальген
Altgard-Альтгард
Morheim-Морхейм
Brusthonin-Брустхонин
Beluslan-Белуслан
თამაშში არსებობს როგორც ქალაქთაშორისო ტელეპორტები, ასევე საფრენი ტრანსპორტი რეგიონის შიგნით გადასაადგილებლად.

ატრეაში არსებობს რამოდენიმე ფარული ინსტანცია. რომლებში შესვლაც გარკვეული ლეველისა და ქვესტის გავლის სემდეგ ხდება შესაძლებელი.
ყველა პროფესიის წარმომაგდენელს აქვს შესაძლებლობა განავითაროს ხელობა. ასეთებია:
ალქიმია, აბჯრის დამზადება, იარაღის დამზადება, მზარეულობა, იუვილერობა, სამკერვალო საქმე.
პ.ს.:დავიღალე. დანარჩენი სხვამ დაამატოს..
This post has been edited by V~V_nosferatu_V~V on 31 Mar 2010, 14:29