ნუ 2013 ფინანსურ წელს, რაც მთავრდება 2013 წლის აპრილში. შეიძლება 2012 შიც გამოვიდეს ანუ. :]
მანამდე დრო რომ არ დავკარგოთ, fluffs შემოვაგდებ ხოლმე, შიგადაშიგ.
ტაკ ერთი-ორი სიტყვა ბლად ენჯელების მთავარ ლიბრარიანზე, სიკვდილის ლორდ მეფისტონზე.

(ბლად ენჯელებს გენომში აქვთ 2 დეფექტი, ერთი არის ცნობილი, როგორც black rage და მეორე - red thirst. ამ ორით შეპყრობილი ბლად ენჯელები კარგავენ გონებას და იბრძვიან მტრის განადგურების პრიმიტიული სიძულვილით, შეიძლება მიატოვონ სტრატეგიული სამაგრები და ახლო ბრძოლაში ჩაერთონ მტერთან. შეპყრობილი მარინები გადაყავთ death squad -ში, სადაც საშუალება აქვთ ბოლოჯერ ემსახურონ იმპერატორს. არ არსებობს ბლად ენჯელი, რომელმაც თავი დააღწიე ამ სნეულებას, მეფისტონის გარდა...)
წარსულში იგი იყო ცნობილი როგორც კალისტარიუსი, რომელსაც არმაგედონის მე2 ბრძოლის დროს შეიპყრობს Black Rage( Red thrist სხვა წყაროებით, თუმცა კოდექსის ბოლო გამოცემაში ბლექ რეიჯია მოხსენიებული). Death Squad ში გადაყვანილი, კალისტარიუსი მიიღებს მონაწილებას ეკლესიუმის შენობაზე შეტევაში და სხვებთან ერთად შენობის ნანგრევებში მოხვდება. ამ ნანგრევებში, რომელიც მის ციხედ გადაიქცა, 7 დღე და ღამე იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ კალისტარიუსი დაძლევს ბლექ რეიჯს, მასში გაცოცხლებული ახალი ძალებით გაანგრევს ბარიერს და მოევლინება ქვეყანას, როგორც მეფისტონი.
მისი გამოჩენა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ორკები, მცირედი რაზმებით, ისევ იყვნენ დარჩენილი პლანეტაზე. ერთ-ერთი ჯგუფი გადაეყრება მეფისტონს და მიიჩნევს მას ადვილ ნადავლად. თუმცა ეს უკანასკნელი ორკებისთვის შეუდარებელი სისწრაფით შიშველი ხელებით დახოცავს 5 ორკს წამებში. ორკებიც უკან არ იხევენ, მანამდე სანამ მეფისტონი ყველაზე დიდ ორკს არ მოკლავს. მტერი ხვდება, რომ მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია და გაქცევით უშველის თავს, მეფისტონი კი გზას განაგრძობს სფეის მარინების უახლოეს გარნიზონამდე.
გარდაქმნილი მეფისტონი სწრაფად აიმაღლებს რანკს და საბოლოოდ მთავარი ლიბრარიანიც გახდება. რაღაც გარკვეული შიში და ეჭვი კი არის ბლად ენჯელებში, კალისტარიუსი ფაქტიურად აღარ იცნობა მეფისტონში, თუკი ადრე სხვა სფეის მარინების გვერდით ატარებდა დიდ დროს, ახლა ძირითადად განმარტოებულია. არის მოსაზრება, რომ ბლექ რეიჯის დაძლევის მერე მასში რაღაც სხვა უბედურებამ დაისადგურა, თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზად რჩება.
41 მილენიუმის 965 წელს მეფისტონს დემონ პრინცი მ'კარი შეიტყუებს ხაფანგში და დაატყვევებს ერთგვარ კრისტალში. იგი ცდილობს მის გადაბირებას ქაოსის მხარეს და უხსნის, რომ ისედაც ამ გზას ადგას. მეფისტონი უარყოფს ყველაფერს, დააღწევს თავს კრისტალს და მოკლავს მ'კარს. (ამ დემონს შემდეგ გააცოცხლებენ და მის მოსაკლავად საჭირო იქნება სფეის მარინების მთელი ერთი კომპანია)
992 წელი - მეფისტონი იღებს შეტყობინებას ტირანიდების აქტიურობის შესახებ ჰოლონანის სისტემაში და ბლად რავენებთან ერთად გაემართება პლანეტაზე. თუმცა აღმოჩნდება, რომ ეს ტირანიდების მცირე შეტევა არ არის, როდესაც ტირანიდების ფლოტი გამოჩნდება სისტემაში. მეფისტონი ხვდება, რომ ამ მასშტაბის შეტევას მარტო ვერ გაუმკლავდება და გააგზავნის თხოვნას დახმარებისთვის მეზობელ სექტორებში. დრო კი ცოტაა. ბლად ენჯელები , ადგილობრივ ძალებთან ერთად, ცდილობენ შეაჩერონ ტირანიდების ძლიერი შეტევა, თუმცა პოზიციებს თმობენ ერთს-მეორეზე. ამ დროს მეფისტონი შიშველი ხელებით მოკლავს კარნიფიქსს და 6 საათის განმავლობაში მარტო ებრძვის ტირანიდებს, რომლებიც სტრატეგიულ ობიექტზე შეჭრას ცდილობენ. ამ 6 საათის განმავლობაში უამრავ ტირანიდს გაჟლიტავს და ჰაივ ტირანტს თავისი ყველა მცველით, თუმცა საბოლოოდ ტრიგონი მოახერხებს მძიმე ჭრილობის მიყენებას და მეფისტონი დაეცემა ბრძოლის ველზე. ამასობაში სფეის მარინების ფლოტი მოაღწევს სისტემაში და ასევე ელდარებიც, რომლებსაც თავისი მიზნები ამოძრავებს ტირანების წინააღმდეგ. ტირანები დამარცხდებიან, მეფისტონის ჭრილობა მძიმე აღმოჩნდება, მაგრამ არა საკმარისი მის მოსაკლავად და აპოთეკარები შეუდგებიან მის განკურნვას.
This post has been edited by _GHOST_ on 1 Mar 2011, 16:28
მიმაგრებული სურათი
Lorelei,A poet of tragedies, scribe I lauds to Death,Yet who the hell was I to dare?......
If we can't drink when we are alive, then how the hell can we drink when we are dead...