მოკლედ დავიწყებ გადმოწერით
http://www.dcuniverseonline.com -ზე როგორც შეხვალთ მარჯვენა ზედა მხარეს არის დიიიიდი მწვანე ღილაკი წარწერით play free PC version დააწკაპებთ ამ ღილაკს და გადმოიწერთ საინსტალაციოს რომელიც გაშვების შემდეგ ავტომატურად ჩამოტვირთავს თქვენს კომპში სათამაშოდ საჭირო ფაილებს და დააინსტალირებს მათ...
ეხლა რაც შეეხება ექაუნთის შექმნას, ექაუნთი შეგიძლიათ შექმნათ იმავე ფანჯარაში რომელსაც გადმოწერთ ზემოთ აღნიშნული საითიდან... გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ სერვერის არჩევას იქამდე სანამ საინსტალაციო დაიწყებს თამაშის ჩამოტვირთვას და დაყენებას იმიტომ რომ უკვე გადმოწერილის და დაყენებულის შემტხვევაში თუ მერე გადაწყვეტთ სერვერის შეცვლას გარკვეული რაოდენობა ფაილებისა იქნება ხელახლა გადმოსაწერი და დასაყენებელი ამას რათქმაუნდა ავტომატურად იზამს ინსტალატორი მაგრამ ზედმეტი დროის ხარჯვის აცილების მიზნით გირჩევთ თავიდანვე გადაწყვეტილი გქონდეთ რომელ სერვერზე აპირებთ თამაშშს (საინსტალაციო ავტომატურ რეჟიმში აყენებს ამერიკულ სერვერს ) სერვერის მითითება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს საინსტალაციოს მარცხენა ზედა კუთხეში
რის მიხედვით ავირჩიოთ რომელი სერვერი ჯობია... თუ მაინცადამაინც ამერიკელი ერის მოყვარული არ ხართ მაშინ ყველა სხვა კრიტერიუმით eu სერვერი ჯობია იმიტომ რომ დორში დიდი ცდომილება არაა და ფაქტიურად თქვენ ყოველთვის აქტიურ დროში იქნებით ონლაინი ენა ძირითადად აქაც ინგლისურია და არის კიდევ რუსულ ენოვანი ხალხიც მათთვის ვისაც რუსები და რუსული ემშობლიურება ბევრი მეგობრის და საკონტაქტო წრის შეძენის საშუალებაა და ვისაც პირიქით ბევრი ბრძოლისა და მტრის შეძენის საშუალებაა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რატომღაც EU სერვერზე უფრო კარგი მოთამაშეები არიან...
მივადექით პერსონაჟის შექმნას მას მერე რაც გადაწყვეტთ კეთილი გნებავთ იყოთ თუ ბოროტი (ანუ hero/villain ) ირჩევთ PVP თუ PVE სერვერზე გინდათ თამაში მე იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ ერთი მეორეზე ან მეორე პირველზე მაინც დაწყებას გირჩევდით PVE სერვერზე იმიტომ რომ PVE სერვერზე ბევრად ადვილია თამაშის ძირითადი კვესტების შესრულება ისე რომ არავინ შეგიშლით ხელს ისწავლით თამაშში არსებულ მრავალ დეტალს მიაღწევთ მაღალ რანგებს და მოიპოვებთ ბევრ საჭირო ქულას რაც შემდგომში დაგეხმარებათ PVP სერვერზე თამაშში პირდაპირ PVP-ზე დაიჩაგრებით..
შემდეგი რა როლის შესრულება გსურთ თამაშში ან უფრო კონკრეტულად რა ფუნქციები და უფლება-ვალდებულებები გექნებათ მოთამაშეების ლიგის ან ჯგუფების მიმართ როლები არის 4,
1 მკურნალი / healer
2 აგრესიის საკუთარ თავზე ამღები/tank
3 ენერგიის მიმწოდებელი/controller
4 ზიანის მიმყენებელი/dps
თქვენს როლს განაპირობებს თქვენს მიერ არჩეული ძალა.
მხოლოდ ბუნებას, ჯადოქარს და ელექტროს შეუძლიათ მკურნალის როლის შესრულება
მხოლოდ ცეცხლს, ყინულს და მიწას შეუძლიათ აგრესიის თავზე აღება
მხოლოდ მექანიკოსს მენტალს და მწვანე შუქურას შეუძლია ენერგიის მიწოდება
ხოლო რაც შეეხება ზიანის მიყენებას ყოველ მათგანს შეუძლია ამ მეოთხე როლის შესრულება შესაბამისი ცოდნის განვითარების შემთხვევაში
(გაითვალისწინეთ ძალები: მიწა ელექტრო და მწვანე შუქურა ფასიანია)
ეხლა რაც შეეხება ქართველებს თამაშში ქართულ ლიგას და ერთად თამაშშს... ქართველები თამაშში მე მხოლოდ გამიგია ამ ფორუმიდან რომ არსებობენ თუმცა თამაშში არასდროს შემხვედრიან რაც შეეხება ლიგას მე უკვე დიდიხანია (ასე 2 წელი) მაქვს ლიგა მე ვარ ლიდერი და ყოველდღიურად უფრო და უფრო ვძლიერდებით გვემატება ხალხი და ვთამაშობთ ერთად ლიგა მიუხედავად იმისა რომ არის ჩემი ქართულად მაინც ვერ ჩაითვლება იმიტომ რომ ქართველი ვარ მხოლოდ მე ლიგაში თვითონ ლიგა არის ინგლისურ ენოვანი და მრავალ ნაციიანი ანუ ინტერნაციონალი მაქვს წესები რომელსაც ყველა პატივს ცემს და მინდა გითხრათ რომ მე ამ თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ ვინმეს სურვილი თუ გექნებათ შემოერთებისა მოხარული ვიქნები მაგრამ აუცილებელი პირობა ლიგაში გაწევრიანებისა არის ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე მაინც ცოდნა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ლიგაში ქართველი ვარ მხოლოდ მე... რაც შეეხება დახმარებას დამიკავშირდით თვითონ თამაშში და ვეცდები ყველანაირად მოგეხმაროთ ვთამაშობ თითქმის ყოველ საღამოს იშვიათი გამონაკლისების გამოკლებით ვერ ვიტყვი რომ ამ თამაშის ექსპერტი ვარ მაგრამ უკვე საააკმაოდ დიდი ცოდნა მაქვს და ნახევარლი ლიგა ჩემი კონსულტაციით არის აწყობილი პერსონაჟები )))
იმედია რამეში მაინც მოგეხმარებათ ეს პოსტი გმადლობთ ყურადღებისათვის
P.S. ჩემი ნიკი თამაშში Ten Go
This post has been edited by Assamite on 13 Dec 2012, 16:33