სახაზოები: ამერიკულებს უკეთესი ბრონი აქვს, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი ლულა, ახლო ბრძოლაში აქვს იაპონურ სახაზოსთან უპირატესობა, ამით დამთავრდა ამერიკულის +.
იაპონურების რაც შეეხება, გაცილებით შორს ისვრიან, ცოტა მაღალი კალიბრით და ციტადელის გახვრეტის მეტი უნარით, გაცილებით უკეთ მანევრირებენ, სწრაფად ჩქარდებიან და მაღალი სიჩქარე აქვთ, ამის საპირწონედ ბრონი შედარებით ნაკლები. ჩემი სუბიექტური აზრით მაინც იაპონური სახაზოები მირჩევნია, ფუსო საერთოდ ღმერთია.
კრეისერები: მეხუთე დონის შემდეგ არ აქვთ ტორპედოები, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სწრაფმსროლელი არტილერია აქვს, რაც თამაშს სასიამოვნოს ხდის, ყველაზე დადებითი ისაა, რომ კლივლენდიდან ზევით, თვითმფრინავების თითქმის აღარ გეშინია, შენს თავზე გადაფრენა და დანაყოფის დაკარგვა ერთია, საჰაერო თავდაცვა აქვს სასწაული. იაპონურებიც არ არის ცუდი, მაგათ უკვე ტორპედოებიც აქვთ, მაგრამ უფრო სუსტები არან ერთი-ერთზე ჩემი სუბიექტური შეხედულებით. კრეისერები ამერიკული.
დესტროიერებს რაც შეეხება: ამერიკული მოკლე ტორპედოებით, სამაგიეროდ ძლიერი არტილერიით, უფრო მოწინააღმდეგის დესტროიერების გამანადგურებელია, ვიდრე უხილავი ნინძა

იაპონურს სადაც დაიჭერ სახეს ახევ. ახლო მანძილზე ტორპედოებიც ძალიან, ძალიან ძლიერი აქვს.
იაპონურები იმალებიან, შორს მოქმედი და სწრაფი ტორპედოები აქვთ. მანევრირებაშიც ცოტა ჯობიან ამერიკულებს. დესტროიერებზე უკვე თამაშის სტილზეა, ვის რა ევასება.
საბჭოთა და გერმანულები აზრზე არ ვარ. და არც ავიამზიდები