ხოდა რბოლის შემდეგ ხო? რას ფიქრობ?

ისა, მოკლედ, დღეს დიდი ხანი ვუჯექი გამოთვლებს, ვეძებდი ჩემს შეცდომას შვედეთზე და იმას თუ რა დამოკიდებულებაა წვაში ტრეკების მიხედვით...
ბევრი გამოთვლის და გადამოწმების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ტრეკის მონაცემებს შორის სხვაობაა 2.5%... ანუ ლოუ-ზე იწვება 2.5%-ით ნაკლები საწვავი ვიდრე მედიუმზე, და ასე შემდეგ...
რა თქმა უნდა წვა კილომეტრზე და არა მთლიან ტრასაზე...
მივედი ამ დამოკიდებულებამდე და შემდეგ გადავამოწმე ყველა ჩემი სტრატეგია, აღმოჩნდა, რომ შვედეთზე 118-118-ს ჩავასხავდი (და პოდიუმზე ავიდოდი) თუ ამის მიხედვით გამოვითვლიდი საწვავს...
მოკლედ დასკვნა, ამის გამო მეორე სტინტზე დღევანდელ დღეს მოვუმატე საწვავი და 120-ის ნაცვლად ვასხავ 125 ლიტრას... რეალურად ეგ გამოთვლები უფრო დაზუსტდება როდესაც ვნახავ დამოკიდებულებას ენჯინის და ელექტრონიკის ლეველებს შორის საწვავის წვასთან...
რავი, მაინც პირველი საბრძოლო სეზონია და დროა ექსპერიმენტების ასე ვგონებ...