აბლაბუდასერვერის ადმინისტრაციას სურვილი აქვს რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს თამაშში.
ჩვენი სურვილია, რომ თვით მოთამაშემ შეძლოს შექმნას თავდაცვითი ნაგებობები, რათა უფრო საინტერესო იყოს თვით მოთამაშისათვის რამეს კეთება და შენება.
იმ მოთამაშეებისათვის, რომელთაც მხოლოდ შენება სურთ, შეიქმნება სპეციალური სერვერი, სადაც გრიფერობა თითქმის გამორიცხული იქნება.
ეს სერვერი გვინდა რომ მაქსიმალურად იყოს რეალობასთან მიახლოებული. დაიბლოკება და დაიბანება მხოლოდ ჰაკები და ჰაკერები.
ამოტომ იგეგმება:
1. რეგიონების სისტემაში ცვლილებების შეტანა (დაცვის გაუქმება) და დაცული რეგიონების დატოვება მხოლოდ საზოგადოებრივი შენობებისათვის (მათ შორის მეტროსა და მოთამაშეების მიერ შექმნილი სხვა ხელოვნების ნიმუშებისათვის

)
2. სერვერის ონლაინ რუკის ცვლილება. არ გამოჩნდება შენობა-ნაგებობანი, გარდა საზოგადოებრივისა. ლოკალური ინგეიმ რუკა იგივე დარჩება.
3. ტნტ-ს, ცეცხლის და კრიპერების დამანგრეველი ძალის მკვეთრად შემცირება. ანუ მაგალითად, ტნტ-თი რამე შენობას შესამჩნევი ზიანი რომ მიაყენო, შედარებით დიდი ძალისხმევა და დრო დაგჭირდება და შესაბამისად გაიზრდება შანსი რომ ნპც მცველები მოასწრებენ საშიშროების განეიტრალებას და დამრღვევის დაკავებას.
4. ნპც მცველების შემოღება. მცველებს დასჭირდებათ დღიური ანაზღაურება რესურსებით ან სათამაშო ვალუტით. მცველი უკვდავი არ არის, შესაძლებელია მისი მოკვლა. რაც მეტი იქნება მცველების რაოდენობა, შესაბამისად მცირე იქნება ზიანის ან ქურდობის შანსი. მცველის დაყენება შესაძლებელი იქნება სტაციონარულად ან მარშრუტის გაწერა. ქურდობის და ზიანის შანსი შესაბამისად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად იქნებიან მცველები განლაგებულნი.
5. პაროლით დაცული ტელეპორტერების შექმნა. სერვერზე ტერიტორია 8-ჯერ დიდია დედამიწაზე

. შესაბამისად, თუ არ გინდა რომ მცველებზე დაიხარჯო, იპოვი მიყრუებულ ადგილს, ააშენებ რასაც გინდა და დააყენებ პაროლით დაცულ პორტალთა წყვილს, რომელსაც მხოლოდ ის გამოიყენებს, ვისაც პაროლი ეცოდინება. ანუ, ააშენებ რამე სასახლეს მოშორებით, რამოდენიმე ათეული ან ასეული კილომეტრის დაშორებით სპავნიდან და იმ ხალხს, ვინც გინდა რომ მოვიდნენ, პორტალის პაროლს აძლევ. ამ შემთხვევაში არის შანსი რომ ვინმემ გიპოვოთ, მით უმეტეს იგეგმება სწრაფი ტრანსპორტი არსებობა სერვერზე და თუ დაცვითი სისტემები არ გექნებათ აგებული და მცველები გაქირავებული, გაიქურდებით დიდი ალბათობით