რა რამანწიკაა, წვიმაში ვარ ხიდის თავზე და ქართლის დედას გადმოვცქერი
რა უდაბნო იყო აქაურობა და რამდენი რამეა ახლა

* * *
ეუ

ასეთი ექსპედიცია კოლუმბს არ ქონია თავის დროზე, მე და hoppersvano-ს რომ გვქონდა ახლა

შახტის საძებნად წავედით, მოვიმარაგეთ იარაღი, საჭმელი, საწოლები და დავაწექით აღმოსავლეთის გამოუკვლევი მხარეებისკენ.
პირველი ღამე სადღაც მინდორში გავათიეთ, იქვე აშენებულ შელტერში. მეორე ღამისთვის უკვე კაი 1500 მეტრი გვქონდა გავლილი და ტბის პირას დავბანაკდით. რაღაც საეჭვო ხმაური გავიგეთ ქვემოდან, ჩავყევით და... ვუალა! შახტა ვიპოვეთ!
დაახლოებით ორი დღის განმავლობაში ვიპყრობდით ამ შახტას, მეტი თუ არა, 2 სპაუნერი დავამტვრიეთ ობობების, თითოჯერ დავიხოცეთ კიდეც და ბოლოს, როდესაც უკვე იმედი გადაგვეწურა, გამოჩნდა
ის! რისთვისაც მთელი ექსპედიცია მოეწყო.
ისეთ ადგილებში ვიყავით მამენტ, რომ ეს მთა არც არსებობდა ჩვენს მისვლამდე


ინვენტარში ორი ცალი საზამთროს კურკა მეგდო!
ასეთი ტემპით ალბათ არავის ურბენია, რა ტემპითაც უკანა გზა გამოვიარეთ

და აი შედეგიც: