დღეს პირველი ხელი ფაქტიურად უშეცდომოდ ვითამაშეთ, პროსტი ზოგმა ფრაგებს დაუწყო ძალიან დევნა, არ აცდიდნენ არტას, მაგრამ რაში მქონდა ნათქვამი უკვე და ეპატიებათ

მეორეზე კი...
ის-3 იმიტომ წავიყვანე, ამოწეული იყო უკვე, არ თამაშობს ხოლმე და შანსის მიცემასავით იყო.
რაც დავავალე არ შეასრულა, იმის მაგივრად, რომ კუნძული დაეცვა, წყალზე დაიწყო სროლა.
ის-7-ს ბოლო რომ გავარტყი, 5% შერჩა და 15 წამით ადრე მაინც გავაფრთხილე, ის-7 ამოვა და ფუგასი ცადე, უნდა მოკლა მეთქი.
თურმე წყალზე ებრძოდა მანამ და გვარიანად იყო დაზიანებული, ერთ გასროლაში მოკლა ის-7-მა.
საერთოდ იმან როგორ დაასწრო გასროლა, ვერ გავიგე.
კიდევ, მართალია ექსისტიდო დღეს გადმოვიდა, მაგრამ ვთქვი, რომ არტილერიის მეთაური ეგაა დღეიდან, ეგ გადაწყვეტს რამდენი არტა წამოვა და რომელი, ასევე უხელმძღვანელებს.
მიუხედავად იმისა, რომ თქვა, არტა ქალაქზე გადავდივართო, 3 ჭურვი კიდევ ჩამოვარდა წყალზე არტის.
ამის მერე იქნება ასეთი დაუმორჩილებლობა და 3 დღე კლან-ვარს გამოტოვებს დამრღვევი.
სწორედ თქვა ბათუმსკიმ, ჩვენ გეგმას ვადგენთ და ვერ გაარკვევ რატომ წავაგეთ, თუ ზუსტად არ შესრულდა ყველაფერი.
შესაბამისად გაუგებარია, მოთამაშეების მიზეზით წავაგეთ, ძალით და თამაშის ტექნიკით გვაჯობეს, თუ უბრალოდ მეთაურებმა დავუშვით შეცდომა.
მთაზე რაც მოხდა, მაგაზე ვილაპარაკეთ უკვე და აღარ უნდ მგონი.
კიდევ ერთი სიახლე, 20:30-ზე კიდევ ერთი კლან-ვარი გვექნება ხვალიდან.
რა თქმა უნდა, კლანმა რომ რამე წარმატებას მიაღწიოს, ტოპ ტანკებია საჭირო, მაგრამ არც ის მომწონს, ვიღაც იჯდეს და იმაზე იფიქროს, ოდესმე X ლვლ მეყოლება და წამიყვანენო.
მაგ დროს ყოველ დღე გავა ის ხალხი, ვინც იშვიათად, ან სულ ვერ მოდის ჩვენთან ერთად.
ყველას მიეცემა შანსი, გვაჩვენოს რა შეუძლია, ტანკი თავისით არ გასწავლის თამაშს.
მე პირადად მირჩევნია კლან-ვარზე IX ლვლ წავიყვანო, თუ კარგად თამაშობს, ვიდრე X და თავისი საქმე ვერ გააკეთოს.
20:30-ს სავარაუდოდ თავისი კამანდირი ეყოლება, ალბათ მორიგეობით იქნებით მსურველები, ამას მოვიფიქრებთ.
This post has been edited by MIRAGE2000 on 5 Oct 2011, 23:58