ეჭვი მაქვს, რომ ეგეთი ტაქტიკით შანსი 0-ის ტოლია პოდიუმის...

უბრალოდ წარმოიდგინე, მინიმუმ 2 წუთს კარგავ მედიუმებთან და სისწრაფე ნამდვილად არ გაქვს იმხელა, რომ ზევით ახვიდე... ამასთან ერთად გასწრება რთულია საკმაოდ, რაც ცალკე პრობლემებს უქმნის ექსტრებს...
მე-13 წრეზე გიწევს პირველი პიდი და დავიჯერო 12 წრეში ისე წინ წახვალ, რომ არავის უკან აღმოჩნდები?...
რავი, ვნახოთ რაც იქნება...
BLACK_SERENADEმოკლედ რა... რეალურად მე კარკულატორი ჩემთვის გავაკეთე ჩემი მე

მაგრამ იგივე პრინციპზე დაყრდნობით... რავი, დროთა განმავლობაში ვნახავ რას და როგორ იზავს, ეხლა კიდევ ეგრე მირჩევნია და გეტყვი რატომაც:
პრაქტიკა არის იმის, რომ მანდ დროებს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მიაგნო იმ ოქროს შუალედს, რომელშიც ყველაზე კარგად დადის შენი მანქანა, მაგიტომაც ეძებ ზღვარს თუ საიდან იწყებს კომენტარებს შენი პილოტი და შემდეგ კმაყოფილების კოეფიციენტს აკლებ ზღვარს, იღებ საშუალო მნიშვნელობას და წერ მაგას სეტაპში...
ვთქვათ, ჩემი პილოტის კმაყოფილების კოეფიციენტია 122...
ჩემი პილოტი 600-ზე ჩუმადაა, მაგრამ ყვირილს იწყებს 640-ზე... ეგ იმას ნიშნავს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი არის 640-ს გამოვაკლოთ 122/2, ანუ 61 და უნდა დავაყენო 579... რავი, მგონი ცოტა გასაგებად ავხსენი...
კარკულატორი იდეაში აღარ მჭირდება, მაგრამ ზეპირადაც მაინც მაგ ზღვრის ძიებაში ვარ ხოლმე რა

ფრთების კუთხეს უკვე ბოლო 3-4 წრეზე ვამოწმებ, რადგან იქ დაახლოებით იგივე მონაცემები შემყავს სეტაპის და მანდ ყველაზე კარგად ჩანს დროში სხვაობა...

დღეს მაგალითად ჩემსაზე კარკულატორმა 999 - 999-ზეც კი არ მომცა ფრთებზე კომენტარი, ხოდა უბრალოდ მოვაკელი მაგას 60 და ისე დავიწყე კუთხის ძებნა... შემეძლო ქვედა ზღვარის ძიებით ნახვა ზღვრისა, მაგრამ ინტუიტიურად მივუდექი მაგ საკითხს მაინც