კლან-ვარიც მაგარი კაიფია, მითუმეტეს თუ იგებ, მაგრამ ეგ უნდა იყოს მხოლოდ გასართობი და არა რაიმე სამუშაო.
მე მაგალითად სამსახურში ვარ მთელი დღე, დავბრუნდე და 2 საათი ტრენზე ვიმუშაო კიდევ? აზრი?
რომ რაღაც ტერიტორია დავიკაოთ თუ მოვახერხეთ და მეორე დღესვე წაგვართვან?
პიანისტიაი რაზე ვამბობ, ვიპოვნე

ვნახე თქვენი ბრძოლა და მაგრად არ მომეწონა, სიმართლე გითხრა.
1. შენ რას დარბოდი არტით 3 წუთი, ვერ გავიგე. სრაზუ რომ დატრიალებულიყავი და ლიანდაგზე გადასულიყავი, 2 გასროლას ასწრებდი თავისუფლად, სანამ შენამდე მოვიდოდნენ, მერე გადასულიყავი მარჯვნივ.
2. შენ და LAG3RA ძალიან ცუდად თამაშობთ არტით. გასროლის მერე 10 მეტრს უკან გადიხართ და ისევ 10 მეტრს წინ, ანუ ისევ იმ ადგილას დგებით, საიდანაც გაისროლეთ. ასე აფეთქდით ორივე.
რაც დავამუღამე, გასროლის მერე ჯობს წინ გახვიდე და მარჯვნივ ან მარცხნივ გაუხვიო, 15M-ით მაინც უნდა გასცდე გასროლის ადგილს. დაჟე 212-ით უკან თუ გააკეთე ეგ მანევრი, პოზდნია და ვერ ასწრებს საშიში ზონიდან გასვლას.
3. შენ მეთაურობდი? გეგმა არ ვარგოდა, ან ძალიან ცუდად შეასრულეთ.
3-5 მძიმე ტანკი უტევდა ცენტრს, 2 იცავდა მარცხენა ფლანგს, დანარჩენები ან ბაზას იცავდნენ, ან მარჯვნივ იყვნენ, DEF-ზე.
თავიდანვე განათდა ის-7-ების ჯგუფი , რომელიც მარცხენა ფლანგზე აპირებდა დარტყმას. მგონი 4 თუ 5 ტანკი იყო.
ამ დროს მარცხენა ფლანგის 2 ტანკი დაბლა უნდა ჩასულიყო და ისე დამდგარიყო, არტას ძნელად გაერტყა, ცენტრზე გაგზავნილებს მარცხნივ უნდა გადაეხვიათ და არტასაც ეგ ადგილი უნდა ამოეღო მიზანში. მარცნივ, ხევის შუაში სადღაც 2 მხრიდან დასცხებდით, + არტა გააკეთებდა 2-3 გასროლას და დამრტყმელ ძალას გაუნადგურებდით 1.5-2 წუთში.
ამის მაგივრად ცენტრში შეუტია რამდენიმე ტანკმა და იასნა ჩახოცეს.
მერე იმათი ის-7-ები მოვიდნენ მარცხნიდან და თქვენი 2 ტანკი ზა-პროსტო გაძუყნეს, მარჯვენა ფლანგზე მიგჭყლიტეს.
იმიტომ წააგეს, რომ ზედმეტი მოუვიდათ და რომ ნახეს ასე ადვილად გავტეხეთო, ბოლომდე მოგაწვნენ, თქვენ კი იღბალმა გიშველათ, ან რამდენიმეს კარგმა თამაშმა, სხვანაირად ამ ხელს ვერ მოიგებდით.