TranceMakerL2 სგან განსხვავდება ეს თამაში და ნუ დააბნევ ეხლა

სპოილერი აქ როგორც ესეთი არ არსებობს და კრაფტერობა კიდე ნებისმიერს შეუძლია
geto555777ტაკს, დაგერს რაც შეეხება: 10 ლვლ დან ანალოგიურად აკეთებ კვესტს (უმრტივესი, 5 წუთიანი კვესტია, განსხვავებიტ L2 სგან)
და ირჩევ განვითარების 2 გზას:
1. დაგერი ანუ ასასინი
2. მშვილდოსანი ანუ რეინჯერი.
რომელ პროფესიასაც აირჩევ, შესაბამისად იმ იარაღის ფლობას და სკილებს სწავლობ. ფართიში ორივე მოთხოვნადი ჩარია, როგორც კარგი DD (Damage Dealer).
პვპ ს რაც შეეხება, ორივე ეფექტურია და აქვს თავის ძლიერი მხარეები. ორივე ჩარით გჭირდება ზუსტი ტაქტიკა თუ ვის როგორ ეთამაშო. მაგალითად დაგერის ეფექტურობა დამოკიდებულია მოულოდნელობის ეფექტზე და სისწრაფეზე. ჰაიდიდან (როცა უხილავი ხარ) უნდა მიუვარდე მტერს და სწრაფად, მოულოდნელად მიაყენო რაც შეიძლება მეტი დემეიჯი (DPS - Damage Per Second). თუ გაგეწელა დრო და აზრზე მოსვლის საშუალება მიეცი მტერს...ჯობია გაიქცე, რადგან შანსები უკვე ნაკლები გაქვს, მით უმეტეს თუ წინ მაგალითად გლადი გიდგას. ამ ჩარით თამაში არ არის ადვილი და ყველა ვერ უმუღამებს, თუმცა კარგად გაზმანულ-განვითარებული ასასინი გამოცდილი მოთამაშის ხელში...მტრისას.
რეინჯერს ანუ მშვილდოსანს რაც შეეხება,დაახლოებით ანალოგიური ტაქტიკაა აქაც, დამალვა და მოულოდნელი შეტევა მეტი ეფექტისტვის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა გაიწელა არ აქვს აუცილებლობა რომ გაიქცეს, რადგან აქვს კარგი კონტროლის სკილები (შენელება, სტანი,მახეები და ა.შ.) და თან დისტანციაზე იბრძვის. დისტანციის დაცვა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. კარგი რეინჯერი ისე მოგკლავს, რომ ახლოს არც მიგიშვებს melee ანუ ახლო მოჩხუბარს მაგალოთად ტანკი,გლადი,ასასინი და ა.შ.
ძნელია ვინმემ გირჩიოს რომელი კლასი ჯობია, ორივეს თავის ხიბლი აქვს და შენი გადასაწყვეტია, რომელიც უფრო მოგწონს და რომლითაც უკეტესად გამოგდის თამაში, იმით ითამაშე.
ზამესს რაც შეეხება...ჯერ განავითარე ჩარი კარგად, დააგროვე AP და მაგის დროც მოვა, თვითონ გიპოვნიან
besvs13 ლვლ ზე ჯერ არაფერი არ არის, უბრალოდ გააგრძელე კაცაობა და განვითარება. აკეტე ლურჯი კვესტები და განსაკუთრებით ყვითელი მისიები. მისიებზე კარგ ზმანს და იარაღს გაძლევენ შენი ლვლ ისთვის,ნუ საკაჩაოდ რომ კარგია ისეთს.
ეხლა განსხვავება წიგნსა და ორბს შორის: ორივე მაგიური იარაღია და ორივეს თავის ფუნქცია აქვს. ამაზე დიდ ხანს შეიძლება ლაპარაკი მაგრამ მოკლედ აღვწერ:
ორბს აქვს ძლიერი მაგიური ატაკა,მაგრამ მაგიური სიზუსტე ნაკლები. წიგნს მაგიური ატაკა ნაკლები აქვს, მაგრამ სიზუსტე ბევრად მეტი აქვს. მაგიკოსები ძირითადად ხმარობენ ორბს, რადგან კასტის სიძლიერე მაგიკოსისთვის გადამწყვეტია PVE (Player Versus Environment) ფართიშიც ანუ მობებთან და პვპ შიც. წიგნს ხმარობენ სპირიტმასტერები, რათა მაგიური სიზუსტე მეტი იყოს რომ ფეარ (სპირიტას ძირითადი სკილი) გაუტაროს. სპირიტამ თუ ფეარ ვერ გაუტარა მტერს პვპ ში დროულად, ზნაჩიტ ტრუპია.
ეგ გატარება და არგატარებას რა იწვევს: ზმანში ჩასმული ქვები!!! ბევრი მოთამაშე პვპ ზმანში ისვამს მაგიისგან დამცავ ქვებს. რაც უფრო მეტია მაგიური დაცვა, მით მეტია შანსი რომ შენ კასტს რეზისტს გაუკეთებენ, ანუ აიცილებენ. ამ მიზეზის გამო არიან მაგიკოსები, რომლებსაც ორივე იარაღი თან აქვთ, ორბიც და წიგნიც. ორბი საკაჩაოდ, წიგნი პვპ სთვის. ეს იდეალურ ვარიანტში, თუმცა მაგიკოსისთვის კარგი ორბიც საკმარისია.
ამ ლეველზე ზმანის ბროკერთან ყიდვა ნამდვილად არ ღირს და ტყუილად ნუ გადაყრი მაგაში ფულს.
ამ თამაშში ბაფერები იმ გაგებით როგორც ეს L2 ში იყო არ არიან, თუმცა არის სუპორტ კლასი - ჩანტერი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფართი ბაფი.
მაგ ლეველზე ისეთი არაფერი ჯერ, უბრალოდ გააგრძელე კაჩაობა. ელიტ მობს რომ ერთი ერთზე კლავ ეგ არ მიკვირს

სუსტი იერი....

მაგრამ ხელის შებრუნება იცის ცუდად

აუფ...ეს რამდენი დამიწერია
* * *
geto555777თუ ოფზე თამაშობ,მაშინ სკილების სასწავლად წიგნები გინდა, რომლებიც მაღაზიაში იყიდება. 7 ლვლ წიგნებს მაღაზიაში ნახავ.
აი არაოფიციალურზე არ ვიცი ეგ როგორ ხდება
This post has been edited by ZabuzerA on 18 Oct 2012, 17:25
They that can give up essential liberty to obtain a little temporary safety, deserve neither liberty nor safety. Benjamin Franklin
People sleep peaceably in their beds at night only because rough men stand ready to do violence on their behalf. George Orwell