დამწყებებისთვის დავწერ ხოლმე
F.A.Q
ჩემი სოფელი:
1. რა უნდა გავაკეთო პირველად როცა თამაშში შევალ?
თამაშს როგორც კი დაიწყებ აუცილებლად გააკეთე ტუტორიალი, რომელსაც კომპიუტერი თავად გთავაზობს. ძირითად სოფლის მენეჯმენტს აუცილებლად ისწავლი იქიდან და + საჩუქრებსაც მიიღებ.
2. აქვს მნიშვნელობა სად განვათავსებ შენობებს?
დიახ, ამას დიდი მნიშვნელი ენიჭება. ეს პირდაპირ კავშირშია თუ რამდენ რესურსს აწარმოებს დღეში ეს შენობა! მაგალითად: ხეს და ქვის ქარხანას რაც უფრო ახლოს დადგამ საწყობთან უფრო მეტი მოგდის ყოველდღიურად. იგივე ითქმის ვაშლზე, ყველაზე და სხვა საჭმელებზე. ისინი საჭმლის საწყობთან უნდა განათავსო ახლოს
3. როდესაც შენობის დადგმას ვცდილობ წითლად აჩვენებს და ვერ ვდგამ.
ეს ნიშნავს, რომ საკმარისი რესურსი არ გაქვთ შენობის დასადგმელად ან მოცემულ მიწის ნაკვეთზე არ ეტევა. ზოგიერთი შენობა მხოლოდ სპეციფიკურ ადგილას თავსდება. მაგალითად: რკინა თავსება მხოლოდ რკინის საბადოზე...
4. რა რესურსები მჭირდება შენობის ასაშენებლად?
ძირითადად ქვა-ხე. ზოგიერთს ესაჭიროება ოქროც.
5. მეორე შენობას ვერ ვაშენებ პარალელურად.
იმისთვის, რომ რამდენიმე შენობა დააყენოთ აშენების რიგში, საჭიროა პრემიუმის არსებობას. თუ პრემიუმი არ გაქვს სოფელში ერთზე მეტ შენობას ვერ დაიწყებ.
6. არ მყავს გლეხები, რომ შენობებში ვამუშაო.
გამოსავალი არის გლეხების სახლის აშენება ე.წ ,,Hovel” ან თუ არმია გყვათ ჯარისკაცები აქციეთ გლეხებად. ასევე პოპულაცია უნდა გქონდეთ მაღალი, რომ გლეხები მოდიოდნენ სოფელში. თუ შენობას აწერია Zzzz ეს ნიშნავს რომ გამორთულია. დააჭირეთ უბრალოდ შენობას და ჩართეთ. (turn on)
7. ორი სოფელი მინდა რომ მქონდეს.
რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია. ოღონდ ამისთვის საჭიროა მიაღწიოთ მე-12 კლასამდე. მე-12 კლასს როგორც კი მიაღწევთ უნდა გამოიკვლიოთ LEADERBOARD და CAPTAIN. ორი ვარიანტი არის მეორე სოფლის მოპოვების: 1. დაპყრობა სხვა მოთამაში 2. ყიდვა.
ყიდვა შეიძლება თქვენსავე პარიშში მაგალითად 10 000 ოქროდ. თქვენი პარიშის გარეთ სოფლის ფასი კი სულ უფრო იზრდება დისტანციის ზრდის მიხედვით.
ესეც პატარა ცხრილი:
This post has been edited by აბულაბას on 21 Feb 2014, 19:02
მიმაგრებული სურათი