http://www.worldwaronline.com
worldwaronline (მოკლედ-wwo) არის ონლიან თამაში რომელიც უკვე თითქმის 2 წელია არსებობს, თამაშის პრინციპს მოკლედ აგიხსნით, ავტორიზაციას გადიხართ facebook-ით შემდეგ აშენებთ ბაზებს, ვითარდებით, ანვითარებთ როგორც რესურსებს ასევე
არმიას და შემდეგ კი უკვე იწყებთ შეტევებს და დაბყრობებს სხვა ქვეყნებისას სხვა ქართველებთან ერთად. შეტევებით არამარტო ბაზის არამედ რესურსების წართმევაც შეგიძლიათ. საკმაოდ მოიმატა ქართველთა მხრიდან მოთამაშეების ოდენობამ ამ ბოლოს, ხშირად შეხვდებით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს რომლებიც ამ თამაშში საქართველოს სახელით იბრძვიან. თამაშში ჩვეულებრივად არის საქართველო რუკაზე როგორც სხვა ქვეყნები დედაქაქი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აღებულ დედაქალაქებზეა დამოკიდებული რომელ ადგილზე გახვალ, ქვეყნის შიგნით 2 კვირაში ერთხელ არის არჩევნები და აირჩევა პრეზიდენტი და 7 კაციანი მთავრობა, ასევე გვყავს 2 მოკავშირე და ბევრი მტერი, პირველ რიგში ქართველები ყოველთვის რუსეთს ვიღებთ ხოლმე

ახლა სრულდება თამაშის მეოთხე ნაწილი და მალე დაიწყება მეხუთე ნაწილი

აუცილებლად შედით ნახეთ შეიძლება მოგეწონოთ კიდეც თამაშში თუ რაიმე ვერ გაიგეთ ქართველებს მიწერეთ ჩატში და ყველაფერს დეტალურად აგიხსნიან.აბა თქვენ იცით წარმატებები!

თამაშის პირველი საფეხურები დამწყებთათვის ნაწილი 1თამაშში რეგისტრაციის შემდეგ პირველ საფეხურებზე ახალ მოთამაშეებს ეძლევათ დავალებები და საკმაოდ კარგი მინიშნებებიც თვითონ თამაშისაგან რა როგორ გააკეთონ მაგრამ აქ მოდით მაინც ჩამოვწეროთ რაზეც შეიძლება კითხვები გაგიჩნდეთ. დარეგისტრირების შემდეგ:
დავალება #1 ააშენე ფერმა: მწვანე ისარი მიუთითებს ღილაკზე რომელზე დაწკაპუნების შემდეგაც მოხვდებით თქვენს პირველ ბაზაში რომელიც მოთავსებულია საქართველოს დედაქალაქში. ის შედგება 5 ცარიელი ბლოკისაგან. პირველი დავალება არის ფერმის აშენება. ამისათვის ვაწკაპებთ ცარიელ ბლოკზე და გამოსულ მენიუში (რომლებშიც განთავსებულია შენობები ტიპების მიხედვით) ვირჩევთ ფერმას რესურსების განყოფილებაში. მითითებულ კვადრატში დაიწყება მშენებლობა უკუათვლით. მშენებლობის დასრულების შემდეგ ვაწკაპებთ ღილაკს "მე შევასრულე ეს ნაჭილი რომ გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე.
#2 "გააუმჯობესე შენი ფერმა: შენობის გასაუმჯობესებლად:
ა) ვაწკაპებთ შენობაზე მაუსის მიტანისას გამოჩენილ წარწერაზე "quiq upgrade"
ბ) ვაწკაპებთ თვითონ შენობას და გამოსულ მენიუებში ბირჩევთ გაუმჯობესება/შენობის განახლება განახლების დამთავრებისას კვლავ ვაწკაპებთ ღილაკზე "მე შევასრულე ეს ნაწილი". შემდეგი დავალებები იგივე პრინციპისაა და ადვილად მისახვედრიც ამიტომ უბრალოდ ჩამოვწერ მნიშვნელოვან ადგილებამდე.
# 3 ააშენე ხის სახერხი. #4 გამოიყენე ღილაკი ყველა შენობის განახლება. #5 ააშენე რკინის სამჭედლო #6 ყველა შენობის განახლება #7 ბაზის გაფართოება #8 ელექტროსადგურის აშენება #9კომუნიკაციების აშენება #10 ჩატის გამოყენება (დაწერეთ ნებისმიერი რამ ჩატში) #11 სატელიტის აშენება #12 კაზარმის აშენება #13 გამოუშვი ჯარისკაცი: ჯარისკაცის და საერთოდ ნებისმიერი ერთეულების (იუნიტების) გამოშვება ხდება შესაბამის შენობაზე დაწკაპებით ან მენიუდან "build multiple units".
დაწკაპების შემდეგ ერთეულის გამოსვლამდე დარჩენილი დროის უკუათვლა მოცემული იქნება ფანჯრის მარჯვენა მხარეს.
#14 კაზარმის განახლება #15 გამოიყვანე ორჯერ მეტი ჯარისკაცი #16 გამოიყვანე მცველი ძაღლის ერთეული.
შენიშვნა: გამოიყვანეთ ერთი ერთეული და საერთოდაც დასაწყისისთვის ჯობია ჯარი რაც შეიძლება ცოტა გყავდეთ.
#17 ააშენე ჯავშანსატრანსპორტო ქარხანა #18 გამოიყვანე ტანკი #19 გამოიყვანე მზვერავი კაზარმებიდან #20 დაზვერე მტრის ბაზა: ამ საფეხურზე მზვერავს ვაგზავნით სავარჯიშო ბაზაზე. ამისთვის დააწკაპეთ მწვანე ისრით მითითებულ ღილაკს. ბაზის გახსნის შემდეგ ვირჩევთ მენიუს "ჯაშუში" და ბაზების ჩამონათვალიდან (ამ შემთხვევაში ერთადერთი იქნება) ვირჩევთ ბაზას საიდანაც გავუშვებთ ჯაშუშს.
შენიშვნა: კონკრეტული ბაზიდან სამიზნე ბაზამდე მოცემულია მანძილი გამოხატული გადაადგილების დროთი. ეტალონად აღებულია თვითმფრინავის ფრენის დრო.
ბაზის არჩევის შემდეგ ვირჩევთ ჯაშუშთა რაოდენაბას და ვაწვებითღილაკს "spy" დაიწერება დრო რა დროშიც ჯაშუში ჩავა დანიშნულების ადგილამდე. დროის გასვლის შემდეგ დაარეფრეშეთ გვერდი რათა დაინახოთ მტრის ბაზაზე მყოფი ჯარი და შენობები.
თამაშის პირველი საფეხურები დამწყებთათვის ნაწილი 2#21 შეუტიე მტრის ბაზას: მენიუში შეტევა ვირჩევთ ბაზას საიდანაც გვინდა შევტიოთ და ერთეულებს რითაც გვინდა შევუტიოთ.
შენიშვნა: ზოგიერთ ერთეულს შეუძლია სხვების ტრანსპორტირება, ამ შემთხვევაში ტანკს გადაყავს 3 ჯარისკაცი ამიტომაც დარაჯი ძაღლი დატოვეთ ბაზაზე რადგანაც ჯარის გადაადგილების სიჩქარე განისაზღვრება მისი ყველაზე ნელი ერთეულის სიჩქარით თუ ის ვერ ჩაეტია ტრანსპორტში.
სხვა ბაზებზე მყოფი თქვენი ერთეულების ნახვა და სახლში დაბრუნება ასევე მიმდინარე შეტევები შეგიძლიათ ნახოთ მენიუზე "ჩემი ბაზები" დაწკაპებით
ამით სამხედრო წრთვნიდან გადავდივართ ბაზის აშენებაზე
#22 გამოიყვანე Mobile hq ჯავშანსატრანსპორტო ქარხნიდან
#23 ააშენე ახალი ბაზა Mobile hq –ს მეშვეობით: ბაზის ასაშენებლად ჯობია შეარჩიო ადგილი სადაც ბევრია სხვა შენი ქვეყნის მოთამაშეები ამიტომ აიღეთ აღმოსავლეთ ევროპის რუკა და ბაზა ჩადგით საქართველოს დედაქალაქის მეზობელ კვადრატში.
თამაშის მენიუების მიმოხილვა დამწყებთათვისთამაშის ნებისმიერ გვერდზე ყოფნისას ფანჯრის ზემო ნაწილში ჩანს მენიუს ზოლი
"შინ" გადაგვიყვანს თამაშის მთავარ გვერდზე სადაც გამოტანილია ბოლო სიახლეები სხვადასხვა განყოფილებებიდან.
"პროფილი" აქ შესაძლებელია ნახო ინფორმაცია შენი მეგობრების, სამხედრო ძალის, რესურსებისა და ბაზების შესახებ. ასევე აქედანვე შესაძლებელია სურათისა და ნიკის შეცვლაც.
"ჩემი ბაზები" მასზე დაწკაპებით გამოჩნდება ინფორმაცია თქვენი ბაზების შესახებ, დალაგებული ტიპების მიხედვით, ხოლო უბრალოდ მასზე მაუსის მიტანით ჩამოიშლება ფავორიტი ბაზების სია. (ბაზის ფავორიტებში დამატება შესაძლებელია მის წინ ვარსკვლავის გამუქებით)
"რუკა" აქ მოთავსებულია რუკები კონტინენტების მიხედვით
"ტაქტიკა" აქ შეგიძლიათ ნახოთ: ლიდერთა დაფა, ქვეყნების ჩამონათვალი, კვლევითი ცენტრი (წვდომისთვის აშენებული უნდა გქონდეთ ერთერთ ბაზაში მაინც) და ბაზარი (ასევე საჭიროა აშენება)
"საქართველო" ამ მენიუზე დაწკაპებით ნახავთ ინფორმაციას ქვეყნის სიახლეებზე, მთავრობის წევრებზე (იქვეა არჩევნებიც), ფორუმს, მოთამაშეთა ჩამონათვალს, ჯგუბებს (რომეიც ჯერ შექმნის პროცესშია), დიპლომატიას სადაც ნაჩვენებია ჩვენი ქვეყნის მოკავშირეები და მტრები, სტატისტიკასა და ისტორიას.
ასევე მენიუ საქართველოზე მაუსის მიტანით ჩამოიშლება ქვემენიუ სადაც ზოგიერთი კატეგორია მეორდება, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განყოფილება "Finance" სადაც მოთავსებულია ეროვნული ბანკი. ბანკი არის რესურსების მიმოცვლისა და დაგროვების საშუალება. ახალ მოთამაშეებს აქ შეუძლიათ მოითხოვონ რესურსები (წვდომისთვის ერთერთ ბაზაში აშენებული უნდა გქონდეთ ბანკი)
ნებისმიერი ვერდის მენიუს ზოლის ბოლოს ასევე განლაგებულია ოთხი იკონი: ჩათი, პერსონალური მესიჯენი, შეტყობინებები და ბრძოლის სიახლეები, ასევე სულ ბოლოს არის ინფორმაცია თქვენი მიმდინარე რესურსების შესახებ.
ინსტრუქცია შეიძლება იყოს არასრული, ასევე მენიუები შესაძლებელია შეიცვალოს
ამიტომ დაკვირვებით გადახედეთ თამაშის ყველა განყოფილებას და ასევე ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა ფორუმზე ან ჩატში.
თამაშში განვითარების სტრატეგია ახალი მოთამაშეებისთვისმიუხედავად სახელწოდებისა და არსისა და მიუხედავად იმისა რომ ახალ მოთამაშეებს ყოველთვის ეჩქარებათ როდის ჩაებმებიან ბრძოლაში, ამ თამაშში ომამდე საჭიროა სერიოზული მომზადება. ამიტომ ვეცდები ახალი მოთამაშეებისათვის რომლებმაც უკვე გაიარეს თამაშის დავალებები დავწერო განვითარების სტრატეგია და რჩევები.
პირველი და ყველაზე მთავარი: არ გამოიყვანოთ არანაირი ჯარი! ჯარის გამოყვანა გიმატებთ სამხედრო დონეს და აძლევს სხვა იგივე დონის მოთამაშეებს საშუალებას შემოგიტიონ. ასევე ნუ დახარჯავთ wwo-ს ნურაფერში გარდა ახალი ბაზის ასაშენებლად საჭირო Mobile hq-ებისა.
არავითარ შემთხვევაში არ შეუტიოთ რომელიმე ქვეყნის ბაზას. ამას შეიძლება მოჰყვეს როგორც საპასუხო შემოტევა თქვენზე გაცილებით ძლიერი მოთამაშეებისაგან ასევე დაბლოკვა საკუთარი ხელისუფლებისაგან ომის დაწყებისთვის.
საწყის ლეველებში ეს თამაში არის ფერმა. მთელი რესურსი და wwo დახარჯეთ იმაზე რომ გაზარდოთ შემოსავალი.
თამაშში არის ოთხი სახის რესურსი: ფული, საჭმელი, სამშენებლო მასალები და რკინა. ბაზების მშენებლობის პირველ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროა სამშენებლო მასალები მაგრამ ეროვნული ბანკის ქონა საშუალებას გაძლევთ მოითხოვოთ რესურსები ბანკიდან და ამიტომ პირდაპირ გადავდივართ შემდეგ სქემაზე:რესურსებში ყველაზე მეტი ყურადღება მიაქციეთ ფულს და რკინას. ეს რესურსები ყველაზე მეტად დაგჭირდებათ შემდგომში ომის დროს. ანუ რესურსების ბაზებში ნახევარზე მეტი დადგით რკინის მწარმოებელი შენობები დანარჩენი ადგილი კი თანაბრად გაანაწილეთ საჭმლისა და სამშენებლო მასალების მჭარმოებელ შენობებს შორის. თავიდან უმჯობესია დაიდგას დაბალი დონის რესურს შენობები რამდენადაც ისინი უფრო იაფია ასაშენებლად ბაზები კი ჩაიდგას ქვეყანასთან ახლოს დაახლოებით 3 რესურსი ბაზაზე უნდა მოდიოდეს ერთი ფულის მწარმოებელი ბაზა რომელიც საწყის ლეველებში უმჯობესია იყოს ალმასის საბადოზე ქვეყანასთან ახლოს.
ბრძოლაში ჩაბმა იწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც ფულისა და რკინის შემოსავალი საათში იქნება 1500–ზე მეტი მაგრამ არა დაუკითხავად.
მეტი ინსტრუქციებისთვის და კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ფორუმს და ჩატს.
ბრძოლის წარმოების სტრატეგია თქვენს ბაზაზე შეტევისას სწრაფმა თუნდაც მცირე ძალებით კონტრდარტყმამ შეიძლება მოკლას გენერალი რომელიც თქვენს ბაზაში გამოსაგზავნადაა გამზადებული
მზვერავზე წინ ერთი წუთით მისულმა დარტყმამ თუნდაც მცირე ძალებით შეიძლება დაგიცვათ მზვერავის ან დროის (ფრე) დაკარგვისგან ბაზაზე მზვერავების ან ძაღლების ყოფნის შემთხვევაში
ყოველთვის შეუტიეთ ბაზიდან რომლის შესახებც თქვენმა მოწინააღმდეგემ უკვე იცის და/ან რომლის დაკარგვაც ნაკლებსამწუხარო იქნება. შეტევების გასაკეთებლად ჯობია გქონდეთ ერთიდაიგივე ბაზა. ასევე ჯობია ახლომდებარე ბაზაზე გყავდეთ ძაღლები და ჯარის ნაწილი რომ საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ იუნიტების ტიპი ან დაამატოთ ჯარი
მასიური დარტყმებისას როცა მიზანი აშკარად ბაზის წართმევაა 1 წუთის ინტერვალით გამოუშვით იმდენი ინფანტრი რამდენიც ეყოფა ერთი გენერლის მოკვლას
ასევე აუცილებლად გქონდეთ 20–20კ რესურსი საკუთარ ბანკში რომ ატაკის შემთხვევაში ხელფეხშეკრული არ იყოთ
ნუ დატოვებთ მზვერავს ან გენერალს ბაზაზე საიდანაც უტევდით–იგივე არ შეუტიოთ ბაზიდან რომელზეც მეტი wwo არის თავმოყრილი თუნდაც ნუკლეარების სახით
დაპყობისას გენერალი თქვენს ბაზაზე ჯობია ჩავიდეს უშუალოდ ატაკაზე გასვლის წინ რაც შეიძლება ნაკლებ დროში
დაპყრობისას გენერალი მოწინააღმდეგის გაწმენდილ ბაზაზე ჯობია ჩავიდეს ატაკიდან 1 წუთიანი ინტერვალით
თუ მოწინააღმდეგემ შემოგიტიათ და ანგარიშგასაწევი ძალა ყავს ნუ მიასკდებით მაინცადამაინც მთელი ძალებით მაშინვე, ითხოვეთ დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და ეცადეთ დაუწვათ რაც შეიძლება მეტი ჯარი, გენერლები ან მზვერავები
პასუხის გასაცემად კი ჯობია მოემზადოთ და უკეთესია თუ გამოუყენებთ სხვა ქვეყნებთან დროში სხვაობას ასევე როგორც ზემოთაა აღნიშნული ატაკისთვის ბაზას სადაც გიტევდათ
რჩევები შედგენილია რამოდენიმე მოთამაშის დახმარებით, ისინი შეიძლება იყოს არასრული ან სულაც მცდარი ამიტომ წაიკითხეთ, გამოთქვით აზრი, დაამატეთ, შეასწორეთ ეს არის თემის სატესტო ვერსია სრული ვერსია თქვენი შესწორებებითურთ დაიდება შემდეგ
ასევე კარგი იქნება ვინმე თუ ჩამოწერს ბაზაზე შეტევისას რა იუნიტების წინააღმდეგ რისი გამოყენებაა უკეთესი.
აბა თქვენ იცით წარმატებები! იმედია მოგეწონებათ

ქართული ენაც აქვს.
This post has been edited by ვახტანგი on 26 Oct 2012, 23:23